Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    198
    42 m

    დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ - ირაკლი კობახიძე

    კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    398
    1 d

    კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

    თბილისი-სოჭის ავიარეისი შეფერხდა სოჭის პორტზე თავდასხმის ფონზე
    Details
    პოლიტიკა
    408
    1 d

    თბილისი-სოჭის ავიარეისი შეფერხდა სოჭის პორტზე თავდასხმის ფონზე

    პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
    Details
    პოლიტიკა
    1180
    1 w

    პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    23683
    4 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    71055
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    84580
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    60745
    10 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    არასრულწლოვანებმა თბილისში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს - შსს
    Details
    კრიმინალი
    227
    7 h

    არასრულწლოვანებმა თბილისში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს - შსს

    სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
    Details
    კრიმინალი
    456
    1 d

    სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

    პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
    Details
    კრიმინალი
    426
    1 d

    პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

    ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს
    Details
    კულტურა
    529
    2 d

    ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ანალიტიკა
1 y
871

"მძღოლს არ გამოუთქვამს ეჭვი, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ დაეზიანებინათ" - შსს PACE-ს მანქანის დაზიანებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს PACE-ს სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.

შსს 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ავტომობილის მძღოლს იმ დროს - როდესაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, - „არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“.

სამინისტროს თანახმად, „ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სოფელ ბოდბეში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, ტერიტორია დაათვალიერა და „შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია“.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული“, - წერს სამინისტრო.

უწყების ცნობითვე, ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილის მძღოლმა განუმარტა, რომ „მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება“.

„ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“, - წერს სამინისტრო.

შსს-ის ცნობით, შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით.

შსს-ის განცხადებიდან, რომელიც ინციდენტიდან ორი თვის შემდეგ გამოქვეყნდა, იკვეთება, რომ სამართალდამცავებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი, ვინ დააზიანა მანქანა.

PACE-ს ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც სადამკვირვებლო მისია „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა 26 ოქტომბერს.

„დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა“, - წერია ანგარიშში.

„[ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.

წყარო: რადიო თავისუფლება

Share Article

More From ვერსია

  • მსოფლიო ამბები

    ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რუსები მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი - ზელენსკი

  • პოლიტიკა

    დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ - ირაკლი კობახიძე

  • ეკონომიკა

    ივლისში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა - ეროვნული ბანკი

  • ეკონომიკა

    TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო