Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი შპს „სოლიდუსმა“ მიაწოდა - რას ამბობენ კომპანიაში?
    Details
    პოლიტიკა
    290
    4 h

    ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი შპს „სოლიდუსმა“ მიაწოდა - რას ამბობენ კომპანიაში?

    საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
    Details
    პოლიტიკა
    273
    7 h

    საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა

    ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
    Details
    პოლიტიკა
    293
    1 d

    ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

    „საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?
    Details
    პოლიტიკა
    194
    1 d

    „საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    21051
    3 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    68423
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    81962
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    58111
    9 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
    Details
    საზოგადოება
    186
    4 h

    დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“

    როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა
    Details
    საზოგადოება
    175
    5 h

    როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

    დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება
    Details
    საზოგადოება
    198
    6 h

    დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

    საჯარო სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სასკოლო სახელმძღვანელოები 10 სექტემბრამდე მიეწოდებათ
    Details
    განათლება
    133
    8 h

    საჯარო სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სასკოლო სახელმძღვანელოები 10 სექტემბრამდე მიეწოდებათ

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
1 w
896

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ 19 სუბიექტი დაამატა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ 19 სუბიექტი დაამატა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სიაში მოხვდა 13 ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე ექვსი ხომალდი, რომლებსაც რუსეთის მხარდაჭერასა და რუსული ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ.

სანქციები დაუწესდა რუსეთის ექვს ფინანსურ დაწესებულებას: ოზონ ბანკს, რუსეთის საექსპორტო-საიმპორტო ბანკს, „ცენტრ ინვესტ ბანკს“, „რეალისტ ბანკს“, „სტავრს“ და „ტელეპორტ ბანკს“.

ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებს აეკრძალათ აღნიშნულ ბანკებთან კორესპონდენტული საბანკო ურთიერთობების შენარჩუნება და მათ ანგარიშებზე, მათგან ან მათი მეშვეობით გადარიცხვების განხორციელება.

სანქციები დაუწესდა კომპანია Northern Engineering LLC, რომელიც, ლონდონის შეფასებით, რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობს.

სიაში შეიყვანეს ინდური კომპანია Frion Ship Management LLP, რომელმაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი ტანკერის Arctic Express-ის რუსეთისთვის გადაცემას.

სანქციები დაუწესდა ასევე ოთხ რუსულ კომპანიას – „მეტალკომპლექტს“, „ნიკომს“, „პრომსიზს“ და „ტექნოლიუქსს“. ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომლებიც შეიძლება, ხელს უწყობდეს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთხეს უქმნიდეს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

შავ სიაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე, ქიმიური კომპანია „სილტრონის“ მფლობელი ალექსანდრ ჟდანოვი. მას გაეყინა აქტივები და აკრძალა მოგზაურობა. სანქციები შეეხო ექვს გემს – Arctic Express, Perseas, Torvian, Asteras, Visund და Zenturo.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებს რუსული თხევად ბუნებრივ აირი და ნავთობი მესამე ქვეყნებში გადაჰქონდათ.

ამ გემებს აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა. ბრიტანეთის ხელისუფლებას უფლება ექნება ისინი დააკავოს ან ქვეყნის ტერიტორიული წყლები დაატოვებინონ. ასევე აიკრძალა მათთვის ტექნიკური, ეკიპაჟის, საოპერაციო, ჩარტერული, საბროკერო და ფინანსური მომსახურების გაწევა.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს, ასევე ორ რუსულ კომპანიასა და ხუთ რუსეთის მოქალაქეს.

Share Article
VERSIA.GE