Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.