იაზე ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების კომფორტულად გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა.

„იმის გამო, რომ ავტობუსებს საცობში დგომა უწევდათ, გაჩერებებზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. ავტობუსის გაჩერებაზე მისვლას 10-15-წუთიანი ინტერვალი აქვს, თუმცა მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა. აღარ ვსაუბრობ გადაადგილებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ეს აბსოლუტურად მესმის. ადამიანი, რომელიც დილას მიდის სამსახურში, შემდეგ მთელი დღე მუშაობს და საღამოს დაღლილი ბრუნდება სახლში, მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილების შედეგად, არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირებულია, თუმცა რჩება პრობლემური მონაკვეთი და მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო რვა წუთით შემცირდა, ხოლო ექვსი წუთით შემცირებულია - ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისევ გვრჩება გამოწვევა. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მიმართულებით მუშაობენ, აწარმოებენ ყოველდღიურ მონიტორინგს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბასლეინის დახაზვამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფებში ისინი საცობების გააქტიურებასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების სირთულეებზე წერენ.