Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ უშგულში, IX-X საუკუნეებში აშენებული ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. უწყების ცნობით, „მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია“.

„აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა“, - აცხადებს სააგენტო, თუმცა არ აღნიშნავს, ვინ აწარმოებდა სამშენებლო პროცესს ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, 8 ივლისს ”ჩაინახამ გამოაქვეყნა ირკვეოდა, რომ უშგულში, სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარე IX-X საუკუნეების ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვოდ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სააგენტომ განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.