Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 16 წლის ბიჭი. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევა დღეს გამთენიას მოხდა. არსებული არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა და მათ ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი. ამ დროისთვის დეტალები უცნობია. 

 

"მთავარი"