Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

9-10 მაისს ქალაქ გორის სპორტის სასახლეძიუდოშიუფროსებს შორის ევროპის თასს უმასპინძლა.  საქართველოს ამ ისტორიულ ქალაქში პირვფელობისთვის ბრძოლაში 18 ქვეყნის 200-მდეძიუდოისტმა მოიყ თავ.

ქართველმა ძიუდოისტებმა სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს. 9 მაისს აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ინგილო ქართველმა ძიუდოისტმა, ევროპის ჩემპიონმა ისლამ რაჰიმოვმა (ძველი გვარი იაშვილი) 66 კგ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და გორის ევროპის თასის ფინალის გამარჯვებული გახდა. მისი კიდევ ერთი ოქროს მედალი განსაკუთრებით გაუხარდათ საინგილოში, მის მშობლიურ სოფელ მოსულში (ზაქათალის რაიონი), თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური ძიუდოისტის გამარჯვება ქართული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა.

ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 3000-მდეჩვენი თანამემულე ცხოვრობს (მოსახლეობის 99% ეთნიკური ქართველია). სოფლის სკოლის ქართულსექტორზე დღეისათვის დაახლოებით 150-მდემოსწავლე სწავლობს, უფრო დიდი ნაწილი კი ამავესკოლის აზერბაიჯანულ სექტორზე. იმის გამო, რომზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებეთნიკური ქართველების უმრავლესობას (იშვიათიგამონაკლისის გარდა) საბჭოთა პერიოდშიპასპორტებში ძველი ინგილოური, ქართული გვარებიაზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს, ინგილოქართველი სპორტმენების წარმატებებიაზერბაიჯანისა თუ საერთაშორისო ასპარეზზექართული საზოგადოებისა და მედიის ფოკუსშიპრაქტიკულად ვერ ხვდება.

ისლამ რაჰიმოვმა (იაშვილი) ზაქათალის რაიონისსოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორიდაამთავრა და ამავე სოფლის ძიუდოს სკოლისაღზრდილია (მთავარი მწვრთნელი აბდურაჰიმალახვერდიევი). ინგილო ძიუდოისტი აზერბაიჯანულდა ინგლისურ ენებთან ერთად სრულყოფილადფლობს მშობლიურ ქართულ ენას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2029 წელს საქართველო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატსუმასპინძლებს.

ავტორი: გიორგი კერესელიძე