Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    204
    8 h

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

    დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი სამჯერ ნაკლები, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    379
    1 d

    დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი სამჯერ ნაკლები, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ - ირაკლი კობახიძე

    დავაკონკრეტეთ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი თვითონ თუ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, იმთავითვე მოვაწერდით ხელს - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    425
    1 d

    დავაკონკრეტეთ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი თვითონ თუ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, იმთავითვე მოვაწერდით ხელს - ირაკლი კობახიძე

    ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    352
    1 d

    ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    26923
    5 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    74293
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    87838
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    63980
    11 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
    Details
    კრიმინალი
    183
    8 h

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს
    Details
    სპორტი
    234
    22 h

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს
    Details
    სამართალი
    323
    22 h

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს
    Details
    კრიმინალი
    517
    1 d

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 y
819

მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს - პრემიერი

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

 

კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.

 

„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არაერთი მიმართულებით სამწუხარო ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა. 

„ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, ემსახურება სწორედ შესაბამის ინტერესებს, ეს ემსახურება საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს. 
იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და არა პირიქით, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. 
ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის. მე პირადად, არაერთხელ მოვიწვიე დებატებში თუ დისკუსიაში შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის, უცხოელი დიპლომატები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები. ყოველ ჯერზე ისინი ამბობდნენ ამ დისკუსიაზე უარს იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფერი აქვთ სათქმელი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვართ ღია დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები და არა ასეთი უხეში საუბრები, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე. 
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკუსია შედგეს საჯაროდ, საზოგადოებამ მოისმინოს რეალურად ეს დისკუსია და გაირკვეს, რა არის ამ დისკუსიის შინაარსი. დღემდე ჩვენ რასაც ვხედავთ, ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და არიან ამ კანონების ოპონენტები, რომლებიც არგუმენტების გარეშე აკეთებენ უხეშ განცხადებებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შედგეს საჯარო დისკუსია. საზოგადოების თვალწინ უნდა შედგეს ასეთი საჯარო დისკუსია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ან ერთი ან მეორე მიმართულებით რაიმე სამართლებრივი პრინციპები ირღვევა, ან სხვა კუთხით არის პრობლემური ესა თუ ის კანონი, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    სამგორის რაიონში, 178-ე საჯარო სკოლაში, ღობის მოწყობისა და შესასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

  • ეკონომიკა

    ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“

  • კრიმინალი

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

  • მსოფლიო ამბები

    პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

  • პოლიტიკა

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

  • სპორტი

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს

  • სამართალი

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს

  • დედაქალაქი

    დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

  • კრიმინალი

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

  • საზოგადოება

    რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს - განცხადება

VERSIA.GE