პროექტის ავტორების განცხადებით, თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ახალი სავარძლები, პრაქტიკულად, ნებისმიერ ბაქტერიას ანადგურებენ. მათი ზედაპირი ანტისეპტიკით არის გაჟღენთილი. ამგვარი სავარძლებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ავიასალონების ბიზნეს-კლასი აღიჭურვება. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავებში უსაფრთხოების ღვედის მხოლოდ ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე, ასობით სიცოცხლისუნარიანი ბაქტრია და სოკო ცხოვრობს, სტაფილოკოკის სპორები კი სავრძლების ზედაპირზე ერთი კვირის განმავლობაში რჩება. გარდა ბაქტერიების განადგურებისა, ახალი სავარძლები ზურგის მასაჟსაც აკეთებენ, მომავალში სპეციალისტები აპირებენ, მას ტემპერატურის, ხმაურისა და შუქის კონტროლიც დაუმატონ. ანტიბაქტერიული სავარძლები ბაზარზე გასაყიდად ერთი წლის განმავლობაში გამოვა, თითოეულის ფასი კი 95 ათასი (!) დოლარი იქნება.