Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ზამთრის სეზონი მხოლოდ ლანდშაფტების ცვლილებით ან ტემპერატურის ვარდნით არ შემოიფარგლება — იგი პირდაპირი გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობაზე და ზოგად თვითშეგრძნებაზე. ბევრი ადამიანი ზამთარში უჩივის კანის გამოშრობას,  გაღიზიანებას, იმუნიტეტის დასუსტებასა და ენერგიის კლებას. 
სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ცივი ამინდი კანსა და ორგანიზმზე და რა ნაბიჯებით შეგვიძლია დავიცვათ თავი უკმაყოფილო ზამთრისგან.

როგორ მოქმედებს ცივი ამინდი კანზე
1. კანის გამოშრობა და დატენიანების დაკარგვა
სუსხი და ძლიერი ქარი კანის ზედაპირს არღვევს,  ამიტომ ზამთარში უფრო ხშირია:
კანის სიმშრალე და აქერცვლა; დაჭიმულობის შეგრძნება; გაღიზიანება და სიწითლ; ალერგიული რეაქციების გამწვავება.
2. ბზარები და გაღიზიანება ხელებზე
ხელებზე კანი ყველაზე თხელია და სუსხის მიმართ მგრძნობიარე. ზამთარში ხშირია: კანის ბზარები; გაწითლება; კანის გაღიზიანება და ტკივილი.
3. ტუჩის მშრალი და დახეთქილი კანი
ტუჩები არ შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, ამიტომ განსაკუთრებით სწრაფად კარგავს ტენიანობას.
4. სისხლის მიმოქცევის შენელება
ცივ ამინდში სისხლძარღვები ვიწროვდება, რის შედეგადაც:
კანი ხდება უფრო ფერმკრთალი; ხელები და ფეხები სწრაფად ცივდება;
შესაძლოა განვითარდეს ცივი ალერგია ან კანზე “გაყინვის” ნიშნები.

ცივი ამინდის გავლენა ორგანიზმზე

1. იმუნიტეტის დასუსტება
ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს სიცივესთან ბრძოლაზე, რის შედეგადაც იმუნური სისტემა უფრო მოწყვლადი ხდება ვირუსების მიმართ.
2. ენერგიის დაქვეითება და სეზონური დეპრესია
მზის ნაკლებობა და მოკლე დღეები იწვევს: D ვიტამინის დეფიციტს; დაღლილობას; განწყობის ვარდნას
3. სუნთქვითი გზების გაღიზიანება
ცივი ჰაერი შრება და აზიანებს სასუნთქ გზებს, რაც ხელს უწყობს: ხველას;
ყელის სიმშრალეს; ბრონქების გაღიზიანებას.

როგორ მოვუაროთ თავს ზამთარში — პრაქტიკული რეკომენდაციები

კანის მოვლა

გამოიყენეთ დამატენიანებელი, ზეთის ბაზაზე.
ზამთარში სასურველია: მკვებავი კრემები; შიის კარაქი; ჰიალურონის მჟავა და სხვა.
2. ნუ გამოიყენებთ ცხელი წყალს
ცხელი წყალი აშრობს კანს. სასურველია: თბილი წყალი; ცხელი აბაზანების შემცირება.
3. დაიცავით კანი გარეთ გასვლის წინ
გამოიყენეთ: დამცავი კრემი; ტუჩის ბალზამი; ხელთათმანები; ქუდი. 

4. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საცხს.
ზამთარშიც კი, განსაკუთრებით თოვლიან დღეებში, UV სხივების 80% აირეკლება.

ორგანიზმის მხარდაჭერა

1.სწორი კვება;
ყურადღება მიაქციეთ: D ვიტამინს; C ვიტამინს; Omega-3 ცხიმოვან მჟავებს;
სითხის საკმარის რაოდენობას.
2. რეგულარული ფიზიკური აქტივობა
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება დაგიცავთ სიცივისადმი ზედმეტი მგრძნობელობისგან.
3. ოთახის ტენიანობის კონტროლი
გამათბობლები ჰაერთან ერთად კანსაც აშრობს. საუკეთესო გამოსავალია:
ჰაერის დამატენიანებელი; ოთახის რეგულარული განიავება.

ზამთარი კანსა და ორგანიზმზე დამატებით დატვირთვას ქმნის, თუმცა სწორი მოვლის შემთხვევაშიც კი მარტივად შეგვიძლია შევინარჩუნოთ კომფორტი, ჯანმრთელობა და ლამაზი კანი. ყურადღება მივაქციოთ დამატენიანებელ საშუალებებს, თბილად ჩაცმას, სწორ კვებასა და იმუნიტეტის გაძლიერებას.