ჩეხეთის ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეში ორი მატარებლი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ხუთმა ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, კიდევ ათობით მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი დროით 06:20 საათზე ექსპრეს მატარებელი სამგზავროს შეეჯახა - ქალაქში დროებით შეიზღუდა სარკინიგზო ტრანსპორტი და მგზავრები ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე გადაეწყვნენ.
"ჩეხეთის რკინიგზამ" დაადასტურა, რომ სარკინიგზო შემთხვევაში კომპანიის ორი მატარებელი მონაწილეობდა. შეჯახება დილის პიკის საათში მოხდა, როდესაც ტრანსპორტი განსაკუთრებით დატვირთულია სამსახურისკენ მიმავალი მგზავრებით.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სამაშველო ჯგუფი და ვერტმფრენიც. პირველადი ინფორმაციით, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით 5 მგზავრი გადაიყვანეს, მსუბუქად კი 42 ადამიანი დაშავდა.
შეჯახების ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები დაიწყო.