მადრიდის სასამართლომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იტალიელ კარლო ანჩელოტის, 2014 წელს გადასახადების დამალვის გამო ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
წყაროების თანახმად, სასამართლომ ანჩელოტის 386 361.93 ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრა, ასევე სამი წლის განმავლობაში ჩამოართვა სახელმწიფო დახმარებების, სუბსიდიების, საგადასახადო და სოციალური შეღავათების მიღების უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტი 2015 წლის სავარაუდო გადასახადების დამალვის საქმეზე გამართლდა, სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში ის მაინც ვალდებულია 386 361.93 ევროს ჯარიმა გადაიხადოს.
პროკურატურის განცხადებით, იტალიელი მწვრთნელი მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში ჯამში 1 062 079 ევროს გადასახადების განზრახ დამალვაში იყო ბრალდებული, აქედან 386 361 ევრო 2014 წელს და 675 718 ევრო 2015 წელს.