Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    197
    7 h

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

    დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი სამჯერ ნაკლები, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    371
    1 d

    დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი სამჯერ ნაკლები, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ - ირაკლი კობახიძე

    დავაკონკრეტეთ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი თვითონ თუ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, იმთავითვე მოვაწერდით ხელს - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    417
    1 d

    დავაკონკრეტეთ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი თვითონ თუ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, იმთავითვე მოვაწერდით ხელს - ირაკლი კობახიძე

    ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    344
    1 d

    ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    26917
    5 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    74287
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    87831
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    63974
    11 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
    Details
    კრიმინალი
    171
    6 h

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს
    Details
    სპორტი
    227
    20 h

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს
    Details
    სამართალი
    307
    20 h

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს
    Details
    კრიმინალი
    505
    1 d

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ანალიტიკა
1 y
1176

აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და ნატოს წევრობაზე უარის შესახებ - WSJ

აშშ უკრაინისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს, მზად არის თუ არა ომის დასასრულებლად ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვას ნატოს წევრობის განზრახვაზე.

გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა ინფორმაციით, კიევმა ვაშინგტონის წინადადებას პასუხი უნდა გასცეს ამ კვირაში, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა ოფიციალური პირები.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ვაშინგტონმა კიევს ეს წინადადება გასულ კვირაში წარუდგინა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. 17 აპრილს აშშ-ის წარმომადგენლები პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს.

მედიასაშუალებები ამ შეხვედრის შემდეგ წერდნენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას, აშშ კი მზად არის აღიაროს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი.

The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, თუ ლონდონში შეხვედრის შედეგად ამერიკული, უკრაინული და ევროპული პოზიციების დაახლოება მოხერხდება, წინადადება მოსკოვს გაეგზავნება.

გამოცემა ვაშინგტონის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ეხება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეშემო არსებული ტერიტორიისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებას და შეერთებული შტატებისთვის კონტროლის გადაცემას.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

20 აპრილს ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.

ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა,  რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება" და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს", აშშ განზე გადგება.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
  •  უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღებას. 

წყარო: რადიო თავისუფლება 

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    სამგორის რაიონში, 178-ე საჯარო სკოლაში, ღობის მოწყობისა და შესასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

  • ეკონომიკა

    ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“

  • კრიმინალი

    პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

  • მსოფლიო ამბები

    პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

  • პოლიტიკა

    პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

  • სპორტი

    რამაზ სვანაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართავს

  • სამართალი

    ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს

  • დედაქალაქი

    დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

  • კრიმინალი

    მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

  • საზოგადოება

    რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს - განცხადება

VERSIA.GE