2025 წელი მკვლელობის სერიებით დაიწყო. პირველი სასტიკი მკვლელობა იანვარში მოხდა, 26 წლის ახალგაზრდა საკუთარმა მეგობარმა სასტიკად მოკლა.
ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე სასტიკი მკვლელობა 9 თებერვალს მოხდა, თბილისში - 37 წლის ავთო ჯოხაძე საკუთარი სახლში იარაღით ჩაცხრილეს. დამნაშავემ კაცს თავში ჯერ კონდახი ურტყა გონების დაკარგვამდე, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილა. ირკვევა, რომ თავდამსხმელი 37 წლის კაცის სახლში დღის 18:00 საათზე ისე შეიპარა, რომ ის ვერავინ შენიშნა. ჯერ ძაღლი იარაღით გაანეიტრალა, შემდეგ კი ნათელმირონს 10-ჯერ ესროლა და გაიქცა.
“ძაღლი ვნახე, დარბოდა, გზაჯვერედინზე იდგა და ადამიანივით კიოდა. თქვეს იარაღიდან რამდენიმე გასროლა იყო. მე მიკვირს. გინდაც , აქ, მაღაზიები რომაა, გასროლის ხმა როგორ ვერ გაიგეს“ - ამბობს ადგილობრივი.
სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიებაა. ერთი ვერსიით, მკვლელობა გემის კაპიტანმა დაუკვეთა. მეზღვაურმა კონფლიქტის ამოწურვის მიზნით ჯოხძის ნათელმირონს, მეტსახელად "ჭიჭყინას" მიმართა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მას ხელბორკილი ორდღიანი ძებნის შემდეგ დაადეს. დავით ფაილოძემ ციხეში წასვლა თავად მოითხოვა, რადგან მის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას მოკლულის ოჯახი გეგმავს.
ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16 წლამდე ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 8 მარტს არის ჩანიშნული.
მესამე მკვლელობა 31 იანვარს მოხდა, 47 წლის მშენებელი თემურ ტოლიაშვილი, ლოლოში, საქ ნავთის დასახლებაში, სადაც კამერები არ არის, სამი ტყვიით მოკლეს.
საბურთალოს გამგებლის მოადგილესთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბიზნესმენ ზუკა შენგელიასაც. მისი დაკვეთით აშენებდა ლილოში საწყობს მშენებელი თემურ ტოლიაშვილი. მკვლეობაც სწორედ მშენებარე საწყობთან მოხდა.
მოკლულის ძმა ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული, საბურთალოს გამგებელის მოადგილე კომპანიებს, რომლებიც საგზაო და ინფრასტრუქტურლ სამუშაოებს ასრულებედნენ, წილს სძალავდა და რომ რეკეტს მერიის მაღლაჩნოსსნისა სახელით, სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
ტოლიაშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ მერიის მაღლჩინოსანმა მისი ძმის მკვლელობა შურისძიების მოტივით წინასწარ მოამზადა, რადგან სავარუდოდ კანკავას მორიგ ჯერზე ტოლიაშვლმა თანხის გამოძალვის უფლება არ მისცა.
მამუკა ტოლიაშვილი ამბობს რომ ყველა მოგებული ტენდერიდან ლუკა კანკავა მათ წილს თხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგებული ტენდერის შესრულებაში ხელს უშლიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მეოთხე შემთხვევა ბათუმში მოხდა, საბედნიეროდ ეს დაჭრა ფატალურად არ დასრულებულა.
10 თებერვალს, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.
შუა ხნის მამაკაცი კი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მამაკაცებს შორის ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19 - 108 -ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბოლოში კრიმინალური დაპირისპირება 9 თებერვალს თბილისში მოხდა, - მამაკაცმა ცეცხლი რესტორანში გახსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსნტუტუციის ქუჩაზე ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" ორჯერ გაისროლა.
ირკვევა, რომ ჩხუბი გოგოს გამო მოხდა, რასაც ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტში მონაწილეობდნენ ქალებიც, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.
თბილისის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მომხდარ ინციდენტზე პოლიცია ამ დრომდე არაფერს ამბობს. არ ვრცელდება ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ. უცნობია ისიც, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.
ავტორი-სალომე ნოზაძე