Menu
RSS

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ნინო ცაციაშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში უწყების მიერ მიღწეული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.

3-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან.

ნინო ცაციაშვილი, ასევე, შეხვდა დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული პროგრესი, შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში