Menu
RSS

ქალმა ქმარს, რომელიც სექსს აძალებდა, ყელი გამოჭრა!

„მამალი ქალების“ კრიმინალური „პრიკლუჩენიები“

წინა ხელისუფლების დროს, პატიმრები რა დღეშიც იყვნენ, კარგად მოგეხსენებათ. პრინციპში, არც მოგეხსენებათ, რადგან მოყოლილი სხვაა, გადატანილი და ნანახი _ კიდევ სხვა. აქ საუბარი არ გვაქვს უშუალოდ ციხეში, პატიმრებთან ურთიერთობაზე, არამედ, იმას გიამბობთ, რა ხდებოდა, როცა პატიმარს სასამართლო უწევდა და რა პირობებში მიჰყავდათ ისინი გლდანის ციხიდან დიღომში, საქალაქო სასამართლომდე.

ე.წ. ვარონკა, 12 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ სავარაუდოდ, იმისთვის, რომ თანხები და დრო დაეხარჯათ, „ვარონკებში“ 30-დან, 35 პატიმრამდე ტენიდნენ და გარეთ ყინვა რომ ყოფილიყო, დიღომში მიყვანილი პატიმრები უჰაერობისა და სიმჭიდროვის გამო, ოფლში იწურებოდნენ. 

 

პატიმრები სასამართლოში დილით ადრე, 7 საათზე მიჰყავდათ ანუ თუ ზაფხული იყო, კატასტროფული სიცხე დიდ გავლენას არ ახდენდა, მაგრამ სასამართლოდან უკან წამოსვლა, რაც ძირითადად, დღის 3 საათზე ხდებოდა, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, 12-ადგილიან „ვარონკაში“ შეტენილი 30 კაცი და გარეთ _ 40-45 გრადუსი სიცხე... 

„ხვალ სასამართლოზე რომ მიგიყვანენ, მიშკა იკითხე, ბადრაგია, აგრესიულად კი მოვა, მაგრამ უთხარი, რომ ჩემი ახლობელი ხარ და ცალკე საკანში გადაგიყვანს. მაგას გარეთ ფულს უხდის მამაჩემი და ამიტომ, კარგად მოგექცევა“, _ უთხრა პატიმარ #0578-ს თანასაკნელმა და მეორე დღეს, როგორც კი პატიმარი დიღმის სასამართლოს სარდაფში შეაგდეს, მიშკა მოიკითხა. 

დაბალი ბადრაგი ამრეზილი სახით მივიდა და აგდებულად ჰკითხა _ „რა გინდა?!“ 

#0578-მა თანასაკნელის დანაბარები გადასცა, მიშკა უხმოდ გატრიალდა და ორ წუთში, პატიმარი საერთო სარდაფიდან გაიყვანა, დაახლოებით, 20 მეტრი გაატარა და ცალკე საკანში, „აბეზიანკაში“ ჩასვა. იქ ჰაერიც იყო და რაც მთავარია, გისოსებიდან ყველაფრის დანახვა შეიძლებოდა _ ვინ გაჰყავდათ სასამართლოზე, ან ვინ მოჰყავდათ. 

#0578-თან ერთად, კიდევ ერთი პატიმარი შემოაგდეს, როგორც ჩანს, იმის მშობლები თავისუფლებაზე, სხვა ბადრაგს „აჭმევდნენ“. მოპირდაპირე მხარეს, კიდევ ერთი „აბეზიანკა“ იყო, ოღონდ ცარიელი და მოულოდნელად, იქ ორი ქალი პატიმარი შეაგდეს. ერთი მორჩილად შევიდა, მეორემ კი ჯერ კაცების ბადრაგს შეუკურთხა, მერე გამცილებელ ქალ ბადრაგს გახედა და ყავა მომიტანეთო, უბრძანა. 

#0578-ს გაეღიმა, მაგრამ ახლადგამოჩეკილმა თანასაკნელმა მთელი სერიოზულობით უთხრა _ „ნუ იცინი, ყავასაც მიუტანენ, სიგარეტსაც და ყველაფერსაც აიტანენ“. 

„რატო, კაცო? ალ კაპონეა?“_ ისევ გაეღიმა #0578-ს. 

„შენ გინდა ალ კაპონე ეძახე და გინდა _ ლაკი ლუჩიანო, ქალების „ზონის“ მაყურებელია, სამი „ტრუპი“ ჰყავს აკიდებული და მერამდენე „სროკზეა“, კაცმა არ იცის“, _ ჩურჩულით თქვა პატიმარმა. 

„ვა, სვაბოდა ბიჭებს“, _ მოულოდნელად დაიძახა პატიმარმა ქალმა და #0578-სა და მის თანასაკნელს ხელის აწევით მიესალმა, მერე მისთვის მოდუღებული ყავა გამოართვა ზემდეგს და მშვიდად მოწრუპა. 

„შენ იცნობ?“ _ ჰკითხა #0578-მა თანასაკნელს. 

„პირადად არა, მაგრამ ვიცი, ვინც არის. აისორია, ლოტკინზე ცხოვრობს. ახლა დაჭრაზეა დაჭერილი, მეზობელი კაცი დაჭრა“, _ ჩურჩულით მიიღო პასუხი. 

„რატო, აუპატიურებდა?“ _ ღიმილით ჰკითხა #0578-მა. 

„შენ იცინე და ახლა რომ ჩვენს კამერაში შემოაგდონ, ორივეს გაგვაუპატიურებს. ასაკს ნუ აქცევ ყურადღებას, ფოცხვერივითაა. ის კაცი მევახშე იყო და მაგიტომ დაჭრა, არასწორი ხარო. ქურდული კანონებით ცხოვრობს, ჭკუას ეკითხებიან, გავლენა აქვს და როცა სვაბოდაზეა, უბნის კაი ბიჭები არჩენენ“, _ ისევ ჩურჩულებდა თანამოსაკნე. 

„და ხალხი რაღაზე დახოცა?“ 

„ერთი, ვიცი, ქმარი იყო, ხასიათზე არ ვიყავი და ძალადობდა, სექსი უნდოდაო და გამოუსვა დანა ყელში. მეორე რესტორანში მოკლაო, კომუნისტების დროს იყო ეგ ამბები და მესამე არ ვიცი“. 

ამ დროს, მეორე ქალს დაუძახეს, სასამართლო გეწყებაო და საკნიდან გაყვანა დაუპირეს. სანამ კარს გაუღებდნენ, აისორმა პატიმარმა ქალმა ყავის ჭიქა თავზე დააფშვნა, მერე წიხლი ჩააზილა და მიაფურთხა. ბადრაგებმა კარი სწრაფად გააღეს და ისე, რომ არაფერი უთქვამთ, ქალი სასწრაფოდ გაიყვანეს, აისორი კი „აბეზიანკაში“ დარჩა. 

#0578-მა იქვე მდგომ მიშკას დაუძახა და ჩურჩულით ჰკითხა, რა ხდებაო?! 

„ეს მეორე ქალი წამლის ბარიგაა, მაგაზეა დაჭერილი. ახლა გადის, საპროცესოს უკეთებენ და ამანაც გააცილა, რა“, _ გაეღიმა მიშკას. 

„და პატიმრებს შორის ცემა-ტყეპა მოსულა?“ _ გაუკვირდა #0578-ს. 

„დაგიხოციათ ერთმანეთი... ისე კიდევ, ამას ეპატიება და თქვენ რომ რამე ამიტეხოთ ახლა აქ, ორივეს მაგრად გცემთ“, _ მუქარა გაურია მიშკამ ხმაში. 

* * * 

დაახლოებით, ორი წლის წინ, უკვე თავისუფლებაზე მყოფი #0578, თავისუფლების მეტროსთან მეგობარს ელოდებოდა, როცა ის აისორი ქალი დაინახა. იმანაც თვალი ჰკიდა და პირდაპირ მიადგა. 

„საიდან მეცნობი?“ 

„დიღომში, სასამართლოზე, მოპირდაპირე საკნებში ვისხედით“, _ გაუღიმა #0578-მა. 

 

„ა, ხო, გამახსენდა... პირი რომ გქონდა ღია და ისე მიყურებდი, _ მხარზე ხელი დაარტყა ქალმა და გააგრძელა, _ და პირდაღებული რატო მიყურებდი, ქალი გენატრებოდა, თუ მე დაგევასე?“ 

„უბრალოდ, მოულოდნელი იყო ყველაფერი“, _ უხერხულად გაეღიმა #0578-ს. 

„არაფერი მოულოდნელი, ამათ ასე უნდა მოექცე, სად არის ამათი საბლატაო? აი, მეორედ რომ მოხვდები, მიაწექი და ნახავ, როგორ ცუციკებივით იქნებიან“. 

„იმედი მაქვს, მეორედ არ მოვხვდები“. 

„ჰო, მეც მასე ვამბობდი პირველი სროკის შემდეგ, მაგრამ შვიდი მოვიხადე. ახლა ფული უნდა მომიტანოს ერთმა თავგასიებულმა და თუ არ მომიტანს, მერვეზე წავალ უეჭველი“, _ თქვა ქალმა და მეტროდან გამოსული კაცისკენ წავიდა, რაღაც გამოართვა, თავში წამოარტყა და ისევ #0578-ს დაუბრუნდა. 

„თუ გინდა, წავიდეთ, სვაბოდაზე შეხვედრა აღვნიშნოთ“. 

„არა, მეგობარს ველოდები და მერე საქმეზე უნდა გავიდეთ. მადლობა“, _ თავაზიანი ღიმილით უთხრა #0578-მა. 

„ეჰ, ასაკში არ ვიყო, კი ვიცი, იმ მეგობარს როგორ გადააგდებდი“, _ გაიცინა ქალმა და წავიდა. 

* * * 

„სალამი, მარინა“, _ ყოფილი პატიმარი #0578, საყვარლის მკვლელობისთვის გასამართლებულ მარინას მიესალმა. 

„ვახ, როგორ ხარ? ჩემი არ იყოს, შენც კარგად გაწვალეს ამ ბოზებმა, ხო?“ _ გაუხარდა ქალს ძველი მეგობრის ნახვა და გადაეხვია. 

„ჩემი ამბავი გასაგებია, მაგრამ 50 წლის ასაკში, კაცის მკვლელობა რამ მოგაფიქრა?“ _ სიცილი დაიწყო #0578-მა. 

„აი, მაგის დედა რომ ვატირე. ბიჭო, ცხოვრებაში ოჯახი და შვილი არ მინდოდა, ეს შემომიჩნდა, გინდა თუ არა, ცოლად უნდა მოგიყვანოო. ბავშვს ვერ გავაჩენდი და ჯანდაბას, იყოს, თან ასაკში ვარ, კაცის პოვნა გამიჭირდება-მეთქი და ხელის მოწერას დავთანხმდი. აღვნიშნოთო და მაღაზიიდან კონიაკი ამოიტანა, დავლიეთ და კომპიუტერში პორნო ჩამირთო, ასე მინდა შენთანო. პორნო ნანახი როგორ არ მქონდა, მაგრამ ის რომ გამეკეთებინა, რასაც იქ აკეთებდნენ, ან ხერხემალზე გადავტყდებოდი, ან გავიგუდებოდი. არა-მეთქი და მეცა. ამ ჯაჯგურში ხელი ვკარი, შუშის პატარა მაგიდაზე დაეცა, კეფასთან ხე შეერჭო და მოკვდა. გაუფრთხილებელი მკვლელობა შემტენეს, რა. ისე, ღადაობა ხომ იცი, რა იყო? _ სასწრაფო მე გამოვიძახე, სად მეცალა კომპიუტერისთვის და შემოვიდნენ ექიმები, შეხედეს, დაბლა ნახევრად შიშველი კაცი გდია, მეც ნახევრად შიშველი ვარ და კომპიუტერის ეკრანზე დაუნდობელი პორნო მიდის. კი არ ვიცი, რა იფიქრეს, მაგრამ რომ მახსენდება, სულ მეცინება“, _ თქვა მარინამ. ამ ამბის მერე, მალევე, რუსთავში, გაჩერებაზე მდგარს, ავტომობილი დაეჯახა და კიდევ ერთ მგზავრთან ერთად, ადგილზე მოკლა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში