Menu
RSS

ფასდაკლების მნიშვნელოვანი აქცია ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიისგან

რას ნიშნავს PSP-ს აქცია „60 პლიუსი“ და რომელ პრეპარატებს შეიძენენ მომხმარებლები ფასდაკლებით?

 

1 ნოემბრიდან, ფარმაცევტული კომპანია PSP, მომხმარებლებს ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე სასარგებლო აქციას სთავაზობს. შეგისრულდათ 60 წელი? ნუ დაელოდებით სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს (ფასდაკლების დღეები PSP-ს ქსელის აფთიაქებში), კვირის ნებისმიერ დღეს მიბრძანდით აფთიაქში და მიიღეთ თქვენთვის აუცილებელი და საჭირო მედიკამენტი, პირადად თქვენთვის განკუთვნილი ფასდაკლებით. რატომ პირადად თქვენთვის და კონკრეტულად, რას გულისხმობს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიის ეს მნიშვნელოვანი აქცია? ამ და სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე, ,,ვერსიას'' ფარმაცევტული კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნათია ხაბეიშვილი ესაუბრება.

- ქალბატონო ნათია, კონკრეტულად რას გულისხმობს PSP-ს ახალი აქცია _ ,,60 პლიუსი''? 

- ეს მართლაც, ძალიან საინტერესო სიახლეა, რადგან ყველა იმ ადამიანს ეხება, რომელსაც უკვე შეუსრულდა 60 წელი. აქციის ფარგლებში, ისინი ყოველდღე, კვირის ნებისმიერ დღეს ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ქრონიკული დააავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებზე მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე 60 წელი შეუსრულდათ. ვფიქრობთ, ეს აქცია იმიტომაცაა საინტერესო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შესაძენად, თავიანთი ბიუეჯეტიდან თანხის გამოყოფა მუდმივად უწევს. არც ისაა დასამალი, რომ წამალში გადახდილი თანხა, ბევრი ფაქტორის გამო, ადამიანს გულს სტკენს. გაცილებით სასიამოვნოა, თქვენი ბიუჯეტი სილამაზისა და მომსახურების სხვა სფეროში დახარჯოთ, ვიდრე წამლებში და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის. ამის მიუხედავად, რეალობასაც ვერ გავექცევით _ ქრონიკული დაავადებები ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვიფიქრეთ, ერთგვარი კომფორტის ზონა შეგვექმნა ამ ადამიანებისთვის. გადავწყვიტეთ, რომ ისინი, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 60 წელი, მხოლოდ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს კი არა, კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის განმავლობაში ისარგებლებენ პირადად მათთვის შექმნილი ფასდაკლებით. 

- რას ნიშნავს, პირადად მომხმარებლებისთვის შექმნილი ფასდაკლება? 

- ეს ნიშნავს, რომ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებებისთვისაა განკუთვნილი და რომლებსაც რეგულარულად იყენებენ, განსაკუთრებულ ფასად შეიძენენ. ეს ასევე, გულისხმობს იმასაც, რომ ,,60 პლიუსი'' აქციის მონაწილეები, სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს არსებული ფასდაკლებითაც ისარგებლებენ. აქედან გამომდინარე, ისინი მართლაც განსაკუთრებულ და განსხვავებულ ფასდაკლებას იღებენ. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში არსებული ფასდაკლების დროს, ეს ადამიანები არ კარგავენ იმ ბენეფიტსაც, რაც PSP ბარათის მფლობელებს აქვთ, როდესაც ბარათის მფლობელი, ყველა შენაძენზე, 6%-იან ფასდაკლებას იღებს. შესაბამისად, თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 60 წელი, შეგიძლიათ მობრძანდეთ PSP-ში და ჩვენი ბარათის ფლობის გამო, 6%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლოთ, ასევე სამშაბათის, ოთხშაბათისა და პარასკევის ფასდაკლებიდაც, რასაც 1 ნოემბრიდან, უკვე ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე განსაკუთრებული ფასდაკლებაც დაემატა; ამასთან, ლიბერთი ბანკის ბარათის მფლობელები, ზემოთ ჩამოთლილ ყველა ბენეფიტთან ერთად, დამატებით, 5%-იანი ,,ქეშბექის'' აქციით სარგებლობენ, რაც ნიშნავს, რომ PSP-ში, ლიბერთი ბანკის ბარათით შეძენისას დახარჯული თანხის 5%, ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. 

- საბოლოოდ, ეს მართლაც შთამბეჭდავი ფასდაკლება გამოდის მათთვის, რომლებსაც უკვე 60 წელი შეუსრულდათ... 

- დიახ, ასეა, რადგან ერთია, რომ კარგი ფასდაკლება გამოსდით, ხოლო მეორე ის, რომ აღარ ელოდებიან სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დასამალი არაა, რომ საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურია ფასდაკლების დღეები. ეს ისეთივე ცნობილი ფაქტია, როგორც მაგალითად, ფრანგული კოსმეტიკის ფასდაკლების დღეები _ ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე. ვინც ფრანგულ კოსმეტიკას მოიხმარს, მოუთმენლად ელის ყოველი თვის 1-დან 7-მდე რიცხვს და ეს ძალიან ბუნებრივია. რაც შეეხება აქციას ,,60 პლიუსს'', მისი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნიუანსი ისაა, რომ ვიფიქრეთ, ძალიან კომფორტული იქნებოდა, თავისუფლება მიგვეცა ამ ადამიანებისთვის, რათა მედიკამენტების ფასი ნებისმიერი ფორმით გადაიხადონ _ ნაღდი ანგარიშსწორებითაც და ამა თუ იმ ბანკის ბარათითაც. დღეს, საქართველოში, საბანკო ბარათით მომსახურება უცხო აღარაა, მათ შორის, 60 პლიუს ასაკის ადამიანებიც შეეჩვივნენ და საბარათე სისტემას ისინიც აქტიურად იყენებენ. 

- გარდა იმისა, რომ 60 წელი შეუსრულდათ, კიდევ რა პირობაა დაწესებული, რათა მოქალაქეებმა ,,60 პლიუს'' აქციით ისარგებლონ? 

- პირობა ძალიან მარტივია - 60 და 60 პლიუს ასაკის მოქალაქეებს PSP-ს ბარათი უნდა ჰქონდეთ. საბედნიეროდ, ჩვენი ბარათი საკმაოდ პოპულარულია და საქართველოს მოსახლეობის ფაქტობრივად, ორ მესამედს აქვსის. თუმცა თუ ისეთი ადამიანიც აღმოჩნდება, რომელსაც არ აქვს PSP-ს ბარათი, უკვე შეუსრულდა 60 წელი და სურვილი გაუჩნდა, ჩვენი შეთავაზებით ისარგებლოს, მიბრძანდება PSP-ს ქსელის ნებისმიერ აფთიაქში, სადაც მომენტალურად გახსნის ბარათს და შეძლებს, ამ კონკრეტული შეთავაზებით ისარგებლოს. სხვათა შორის, ფასდაკლება ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატების საკმაოდ დიდ ჯგუფს შეეხო. საქართველოში ძალიან გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა და მისი თანხმლები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის, რევმატოლოგიური და სხვა დააავადებები. აქედან გამომდინარე, აქცია ,,60 პლიუსისთვის'' შეირჩა ყველაზე ხშირად მოხმარებადი სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კარდიოლოგიურ, ანგიოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, რევმატოლოგიურ, პულმონოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. საბოლოოდ, მედიკამენტების საკმაოდ დიდი სპექტრი გამოდის, რაც 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, ყველაზე ხშირად აქვთ დანიშნული. 

- ქალბატონო ნათია, როდემდე გაგრძელდება ეს აქცია? 

- აქცია ახალი დაწყებულია და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ვინაიდან აქცია ,,60 პლიუსი'' მომხმარებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, პირიქით, მოტივირებულებიც ვართ, რომ რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. მეტსაც გეტყვით, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ აქცია, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში