Menu
RSS

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16.00 საათზე გაიმართება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თიბისის საქმეზე, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო გამოიყენოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა თიბისის დამფუძნებლებისგან, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონი ლარის გადახდას მოითხოვს. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, დღეს მიმართა. პროცესი საქალაქო სასამართლოში, 16.00 საათზე გაიმართება.

24 ივლისს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში