Menu
RSS

პატიმრობაში მყოფ კალაშოვს ახალი ბრალი წაუყენეს

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, შაქრო კალაშოვი, რომელიც მოსკოვის სასამართლომ ციხეში 10 წლით გაისტუმრა, საპყრობილეში, სავარაუდოდ, დაგეგმილზე მეტს გაატარებს. მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, უკვე მისჯილ 10 წელზე ცნობილ ავტორიტეტს, მინიმუმ, 8 წელი დაემატება. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებს გადაწყვეტილი აქვთ, კალაშოვი რაც შეიძლება, დიდი ხნით გამოკეტონ ციხეში.

საქმე ეხება ორი კაზინოს, „კრისტალისა“ და „გოლდენ პალასის“ აქციების გადაფორმებას. როგორც ვარაუდობენ, კალაშოვმა აქციები თავის ნათესავზე მუქარითა და ძალადობით გადააფორმა. საქმე რამდენიმე თვის წინ კი იყო აღძრული, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მტკიცებულებების 14 ტომი სადღაც გაქრა და კალაშოვს დანაშაულს ვეღარ უმტკიცებდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ დაკარგული ტომების კვალს მიაგნეს და მათი პოვნის შემთხვევაში, უკვე ციხეში მყოფ ქურდს დამატებითი სასჯელი არ ასცდება.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში