Menu
RSS

15 წლის ბიჭმა მეზობლის ბავშვი გააუპატიურა

„გავიხადე, „ტრუსიკით“ დავდიოდი ოთახში. იმ ბავშვმაც გაიხადა, ხტუნაობდა, არ ვიცი, რა დამემართა...“

მარტში ორი გახმაურებული სასამართლო პროცესი გველოდება: გორის საქალაქო სასამართლო მალხაზ კობაურის საქმეს განიხილავს, რომელსაც ბრალად გასულ წელს, ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის გაწყვეტა ედება, ხოლო სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში ანუ ე.წ. კრიტში, იაგო ნებიერიძის სასამართლო შედგება. ნებიერიძეს ბრალად გორში, 9 წლის ბავშვის, ნინო ბერიაშვილის მკვლელობა აქვს წაყენებული. ნებიერიძის პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმართება, რადგან სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ გარდაცვლილის ოჯახი შურისძიებას შეეცდება. სხვათა შორის, გარდაცვლილი ბავშვის უფლებამონაცვლედ ანუ დაზარალებულად მისი მამა სცნო სასამართლომ და ახლა საინტერესო ის არის, მისცემენ თუ არა მამას პროცესზე დასწრების უფლებას, თუ ნებიერიძეს მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი ეყოლება დამსწრედ.

 

სხვათა შორის, ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი თქვა, აქაოდა, საზოგადოებაში ჩემი საწინააღმდეგო აზრია შექმნილი და თავს მათ გარეშეც დავიცავო. 

რაც შეეხება კობაურს, მან ბედი სწორედ ნაფიც მსაჯულებს მიანდო. 

ჩვენ ორ ანალოგიურ საქმეზე გიამბობთ და შევეცდებით, პარალელები გავავლოთ. 

,,ზონაზე'' იყო პატიმარი, რომელმაც ოჯახი გაწყვიტა, თუმცა ეს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოხდა და მას მაშინდელი საზომებით მაქსიმუმი _ 15 წელი მისცეს (სამუდამო არ შეუფარდეს, რადგან, როგორც თქვეს, დიდი ფული გადაიხადა). ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩადენილ დანაშაულზე გიამბობთ, რადგან სააკაშვილის შემდეგ, ამ მიმართულებით კანონი არ გამკაცრებულა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ ორივე შემთხვევაში, რომელზეც მოგიყვებით, პატიმრები სამუდამოს გადაურჩნენ, არადა, თითქმის ანალოგიური დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. კობაურის და ნებიერიძის შემთხვევაში კი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ სამუდამო პატიმრობას ელოდება, სხვა განაჩენი ბევრს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია... 

,,ბიჭო, რა ქენი ასეთი, 15 წლის ასაკში, 15 წელი რომ მოგარჭვეს და თან საქათმეში გაგიშვეს?!'' _ ჰკითხა პატიმარმა #0578-მა, რუსთავის #17 დაწესებულებაში ,,მალალეტკებიდან'' რამდენიმე დღის წინ მოყვანილ პატიმარს, რომელსაც მკლავზე ე.წ. ,,ქათმების'' აღმნიშვნელი ლენტი ეკეთა და ციხის კორპუსზე დერეფანს გვიდა. 

ახლადმოსულმა #0578-ს ახედა, არაფერი უთქვამს და დერეფნის დალაგება გააგრძელა. 

,,დადე ცოცხი და გამომყევი'', _ მოკლედ მოუჭრა #0578-მა და ისიც, როგორც ,,ქათამი'', იძულებული იყო, მოთხოვნას დაჰყოლოდა, ცოცხი კედელზე მიაყუდა და მისთვის უცნობ პატიმარს თავდახრილი გაჰყვა. პატიმარი #0578 თავის საკანში შევიდა, ,,ნარზე'' ჩამოჯდა და ახლადმოსულს კითხვა გაუმეორა. 

,,ბავშვი მოვკალი'', _ ამოილუღლუღა მოსულმა. 

,,ბავშვი კი არა, აქ ტიპებს საბავშვო ბაღები აქვთ გაწყვეტილი, მაგრამ საქათმეში არ არიან. სანამ განაჩენი მოგატანინე და მერე დასტა-დასტად უკან გაგიკეთე, მოყევი-მეთქი'', _ ხმას აუწია #0578-მა. 

,,ჩემი მშობლები მუშაობენ, მე სკოლიდან რომ მოვდიოდი, მერე პატარა და გამომყავდა ბაღიდან. ერთ დღესაც რომ გამოვიყვანე, მეზობლის კაცმა მითხრა, ჩემი შვილიც შენთან იყოს, ცოლი მყავს საავადმყოფოში, წავალ, 1 საათში მოვალო. მაისი იყო და მაგრად ცხელოდა. სახლში რომ მოვედით, შუქი არ იყო, ვინტილიატორი ვერ ჩავრთე და გავიხადე, ტრუსიკით დავდიოდი ოთახში. ჩემმა დამ და იმ მეორე ბავშვმაც გაიხადეს, ხტუნაობდნენ, თამაშობდნენ. არ ვიცი, რა დამემართა და... მეზობლის ბავშვი... აი, ისა რა...'' _ პატიმარი გაჩუმდა. 

ყველაფერ ამას ,,ნარზე'' მყოფი კიდევ ერთი პატიმარი, დათა ს. უსმენდა. უცებ დათა წამოხტა, ფეხი მთელი ძალით მოიქნია და ახლადმოსულს სახეში ჩაარტყა. 

,,დაწყნარდი, დათა, ბოლომდე მოვუსმინოთ. ამის ცემას ყოველთვის მოასწრებ'', _ აკანკალებული ხმით უთხრა #0578-მა და ისევ იმას მიუბრუნდა, გააგრძელეო. 

,,რა გავაგრძელო, დავამთავრე'', _ ცხვირიდან სისხლი მოიწმინდა პატიმარმა. 

,,რა დაამთავრე, ბიჭო? როგორ მოკალი, ეგ არ გითქვამს. არც ის გითქვამს, შენი და რა ჭკუაზეა, ამ ყველაფერს რომ უყურა'',-ხმას აუწია #0578-მა. 

,,ჩემს დას არ უნახავს, აბაზანაში ჩავკეტე, ვითომ დამალობანას ვთამაშობდით და... მე არ მომიკლავს, სისხლისგან დაიცალა. სისხლდენა ვერ შევუჩერე, სასწრაფოსთვის კიდევ არ დამიძახია, შემეშინდა'', _ დაასრულა მოყოლა პატიმარმა. 

,,მამა რომ მოვიდა ბავშვის წასაყვანად, რატომ არ მოგკლა?!'' _ ამოიხრიალა დათამ. 

,,ჯერ ჩემები მოვიდნენ, მე სახლიდან გავიქეცი და დილით უკვე პოლიციამ დამიჭირა.'' 

,,და მე ამათი დედა რომ ვატირე, წამალზე 20 წელი მაქვს და შენ მარტო 15 წელი როგორ მოგცეს?!'' _ გაუკვირდა დათას. 

,,მალალეტკობის'' გამო. ეს მაქსიმუმია ,,მალალეტკებზე'', _ თქვა პატიმარმა და... ნახევარ საათში, სასტიკად ნაცემი ახლადმოყვანილი პატიმარი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დათა და #0578 კი _ ,,კარცერში''... 

*** 

,,ქილერას'' რომ გეძახიან, არ გიტყდება, გლდანის ციხის უფროსს, ალექსანდრე მუხაძეს ეძახიან ასე'', _ ღიმილით ჰკითხა პატიმარმა #0578-მა გიორგი ა-ს, რომელიც სასჯელს მასთან ერთად, რუსთავის #17 დაწესებულბაში იხდიდა. 

,,მუხაძის დედაც, მე ვარ ნამდვილი ,,ქილერა'', _ გაეცინა გიორგის. 

,,რატომ დაგარქვეს?'' 

,,ოთხი ,,ტრუპი'' ავიკიდე და აბა, რა უნდა დაერქმიათ?!'' _ სიცილით გააგრძელა გიორგიმ და #0578-მაც სთხოვა, იქნებ მომიყვეო. 

,,მოსაყოლი ბევრიც არაფერია, რა. რესტორანში ვქეიფობდით, მერე როგორც ხდება, გვერდითა სუფრასთან კამათი მოგვივიდა, ჩხუბი ატყდა, იქ რომ დავლეწეთ ყველაფერი, გარეთ გამოვედით და იქ გავაგრძელეთ. გვერეოდნენ, რა. მანქანასთან მივედი, ,,ბარდაჩოკიდან'' იარაღი ამოვიღე და დავუშვი. ორი დაიჭრა, ერთი ადგილზე მოკვდა, მე გავიქეცი'', _ ,,მამაო ჩვენოსავით'' ჩაარაკრაკა ქილერამ. 

,,და ის ორი მერე საავადმყოფოში მოკვდა?! და მეოთხე?'' _ დაინტერესდა #0578. 

,,არა, ის ორი გადარჩა. დანარჩენი სამი ტრუპი, ,,პაბეგში'' რომ ვიყავი, მაშინ ავიკიდე.'' 

,,როგორ მოახერხე?!'' _ სიცილი ვერც #0578-მა შეიკავა. 

,,როგორ და... მაგ ამბიდან ორ კვირაში, მაგარი მთვრალი ვიყავი, ვიღაც ტიპი ამიშარდა, ,,სტაიანშჩიკი'', რა. ქუთაისში იყო ეს ამბავი და ის იარაღი ხომ თან მქონდა, ფეხში ვესროლე. არტერია გაეგლიჯა და სასწრაფოს უკვე გაციებული დახვდა. მერე პოლიცია ხომ მიხვდა, რომ ეგეც მე ვქენი და თბილისში მოკლულის ახლობლებმა დამიწყეს ქუთაისში ძებნა. არ ვიცი, ვინ ჩამიშვა, მაგრამ გააბაზრეს, რომ რაჭაში ვიყავი და იქ ჩამომაკითხეს. მიპოვეს, სროლა ატყდა და ერთიც იქ დავაწვინე.'' 

,,ეგ სამია და მეოთხე?!'' _ არ მოეშვა #0578. 

,,მეოთხე სომეხი იყო. რაჭიდან ახალციხეში წავედი, ვიღაც სომეხი ტიპი ვნახე, რომელმაც მითხრა, ათი ათასი დოლარი მომეცი და საზღვარზე გაგაპარებო. მივეცი და იმან კიდევ პოლიციაში ,,ჩამიშვა'', თქვენ რომ კაცს ეძებთ, აქა და აქ იმალებაო. იმ დღეს სახლში მისვლა დამაგვიანდა და რომ მივდიოდი, დავინახე, ,,ზასადა'' მელოდებოდა. იმ სომხის სახლისკენ წავედი, დავუძახე და რომ გამომხედა, კარბთან დავტოვე. ეგეც ოთხი და შემეშვი ახლა'', _ გაიცინა გიორგიმ. 

,,მოიცა, კაცო... როგორ დაგიჭირეს და სამუდამოს როგორ გადარჩი?'' 

,,თბილისში დავბრუნდი და მეორე დღეს დამიჭირეს. მგონი, ძამაკაცმა ,,ჩამიშვა'', რა, წამალზე იჯდა და სავარაუდოდ, მაგის გამო პრობლემები ჰქონდა და ჩემით მოაგვარა. სამუდამოს რაც შეეხება, ,,მაყუთიც გავმაზეთ'', ადვოკატმაც ივარგა, აუცილებელი მოგერიება დამიდგინეს პირველ საქმეზე, რაჭაში მოკლულის ძმაკაციც აუცილებელ მოგერიებად შემიფასეს, ის სომეხი აფექტს დაბრალდა და რეალურად, მარტო ქუთაისელი სტაიანშიკის განზრახ მკვლელობა ,,შემეტენა''. ,,იტოგში'', შემიკრიბეს ყველაფერი, ზედ ჩემი ოჯახის 250 ათასი და 30 წელი მომცეს'', _ დაასრულა ქილერამ. 

,,ბევრია 30 წელი'', _ თავი გადაიქნია #0578-მა. 

,,კი, ბევრია, მაგრამ საქართველოა, რა, ან ,,ვლასტი'' შეიცვლება, ან 10 წელი რომ გავა, ვიღაც ,,მაყუთს'' მოკიდებს ხელს და გავძვრები, რა'', _ იმედიანად თქვა გიორგიმ და არც შემცდარა _ ის ახლა ჰოლანდიაში ცხოვრობს. 

*** 

ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს სასამართლო კობაურის და ნებიერიძის შემთხვევაში, მაგრამ... მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სამუდამოს გარდა, სხვა განაჩენს რომ არ განიხილავს, ფაქტია.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში