Menu
RSS

ქართველი მიკრობიოლოგის სკანდალური სიმართლე კორონავირუსზე

ლევან ჩხიკვაძე: „ეს გენოციდის მცდელობაა!“

 

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ისევ მძვინვარებს. საქართველოში ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი სამი ათასს აჭარბებს. საქართველოს ხელისუფლება წერტილოვანი შეზდუდვების სტრატეგიას ირჩევს და ჯერჯერობით, სრულ ლოქდაუნზე უარს ამბობს, რადგან ე.წ. ჩაკეტვები ეკონომიკას კოლოსალურ ზიანს აყენებს და ეს თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე მკვეთრად აისახება. ამასობაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა და თუ ქუჩაში მარტო სეირნობთ, პირბადე მაინც უნდა გეკეთოთ. რატომ? _ ამის დასაბუთებული არგუმენტი ჯერ არ მოგვისმენია. 

სხვათა შორის, პირბადის ტარებასა და კორონავითარებაზე განსხვავებული მოსაზრება და პოზიცია აქვს ჩემს რესპონდენტს, მეცნიერსა და მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ არსებული პანიკური ვითარება ხელოვნურადაა შექმნილი და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

_ ბატონო ლევან, როგორ აფასებთ კორონაპანდემიური ვითარების იმ მონაცემებს, რომელსაც მედია ყოველდღე გვაცნობს? 

_ ერთმანეთში არეულ მედიცინასა და პოლიტიკას ვერ დავეთანხმები. ვერ გადავუხვევ იმ აქსიომას, რომელიც ბიოლოგიასა და დამოუკიდებელ, პოლიტიკისგან დაცლილ მედიცინას აქვს. 

_ კი, მაგრამ რას იტყვით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ციფრებზე, რომელსაც გვაცნობენ? 

_ რომელ ციფრებზე მესაუბრებით? აბა, დაფიქრდით, რა ციფრებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? მარტო ერთი დაავადებით ინფიცირდება და გარდაიცვლება ამდენი ადამიანი? დანარჩენი ხალხი რით იხოცება? გაკვეთის შედეგები სად არის? რას გავუკეთო ანალიზი?.. 

_ თქვენს ვერსიას არსებობის უფლება აქვს... ისე, საინტერესოა, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა? როგორც ვიცით, დროთა განმავლობაში, ყველა ვირუსი განიცდის მუტაციას... 

_ ვირუსი არაცოცხალი წარმონაქმნია. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ვირუსი 22:00-დან დილის 5 საათამდე დადიოდეს, ქორწილს, ქელეხისა და პოლიტიკური შეკრებებისგან არჩევდეს. შეუძლებელია, რომელიმე ვირუსი ისეთი იყოს, რომ სანამ ვიღაც მუშკეტერები, რომლებიც სისულელეებს საუბრობენ, რამეს არ იტყვიან, უფრო და უფრო ბრაზდებოდეს! 

_ თუ ასეა, როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ეს რას ემსახურება? 

_ პოლიტიკაში არ ვერევი. მე მიკრობიოლოგი, მეცნიერი გახლავართ 35-წლიანი სტაჟით. განათლება მიღებული მაქვს მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, მათ შორის, იმ პიროვნებასთან, რომელმაც შექმნა თავად Pჩღ _ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. ამ კაცის ვიდეოც დავდე Fაცებოოკ-ის ჩემს გვერდზე და შეგიძლიათ, ნახოთ. თავად ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის, რადგან გამოიწვევს ციფრებით მანიპულაციას. ხალხმა უკვე ყველაფერი კარგად იცის და... 

_ დიახ, ასეც იქნება, რადგან უკვე კარგა ხანია, მედიისთვის გაშუქების მთავარ თემად კორონავირუსი იქცა. 

_ რასაც მასმედია აკეთებს, ეს მიკერძოებული და გარკვეული ინტერესების გამო, მხარედ ყოფნაა. ხალხი ბრძენია, მედეას ქვეყანა ვართ ანუ მედიცინაში ვერავინ ვერაფერს გვასწავლის. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, თუ ჟურნალისტიკა ხალხისთვის ზრუნავს, ის გააშუქოთ, რაც რეალურად მანკიერი მხარეა და რაზეც პოლიტიკოსების მიერ აქცენტი უნდა კეთდებოდეს და არ კეთდება. 

ახლაა პანდემია, ხომ? ჯერ ერთი, პანდემია და ეპიდემია ბუნებაში არ არსებობს, ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესია ხელისუფლებაში ყოფნისთვის. აქედან გამომდინარე, ხალხს სულ სხვა რამ აინტერესებს. ვის რაში აინტერესებს, ვინ დაჯდება პარლამენტში? _ ამისთვის არსებობს არჩევნები. 

_ მაინც, რომელ მანკიერ მხარეებს გულისხმობთ? 

_ იმას, რომ სიმართლე არ არის, თუმცა სიმართლე უკვე ყველამ იცის. იტალიაში, საფრანგეთში რა ხდება, სულ არ გვაინტერესებს, ჩვენს ქვეყანას მოვუაროთ. ეს იმას ჰგავს, სახლი რომ გაქვს არეული და მეზობელზე ლაპარაკობ. 

_ ბატონო ლევან, ჩვენ გვერდით ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ინფიცირდებიან ამ ვირუსით და იღუპებიან კიდეც. ამაზე რას იტყვით? 

_ კაცობრიობა ისე არ მოსულა დღემდე, რომ ავად არ გამხდარიყო. ადამიანი ხან ჯანმრთელად იქნება და ხან _ ავად. უფალმა რომ შექმნა ადამიანი, ისეთი სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემით აღჭურვა, რასაც ჰქვია იმუნიტეტი. ჩვენ კიდევ რას ვშვრებით? უცოდინრობითა თუ ზედმეტი ცოდნით ვაზიანებთ _ შიშით, პანიკით, არაჯანსაღი კვებით, დამატებითი რაღაცების მიჩხერ-მოჩხერით, აქ აცრებსაც ვგულისხმობ და სხვა ათას რამესაც. 

მოკლედ, ბევრი ფაქტორია. გარემოს აბინძურებს ადამიანი, ეკოლოგიურ ჯაჭვებს წყვეტს, მაგალითად, თუ გავანადგურებთ მგლებს, ირმები თავისით დაიხოცებიან. ასეა ადამიანიც, თუ ადამიანი ანტიბიოტიკს თავისით ან ექიმის არასწორი მითითებით მიიღებს, იმუნიტეტი უქვეითდება. 

37 გრადუს ტემპერატურაზე რომ სიცხის დამწევ პრეპარატს იღებენ, როგორ შეიძლება? 38.6 გრადუსზე იწყებს ინტერფერონი მუშაობას, რაც იმუნიტეტს მოქმდების საშუალებას აძლევს და ამ დროს ძალით ვაგდებთ. 

მეორე ფაქტორი ისაა, რომ მედიცინა, სამწუხაროდ, მიკერძოებულია და ჩამოკიდებულია ბიზნესინტერესებზე. 

_ ე.ი. გავრცელებული აზრი, რომ შესაძლოა, ფული კეთდებოდეს კორონატესტებით, აზრს მოკლებული არაა? 

_ არ მაინტერესებს, სამედიცინო ბაზარზე რა ხდება. არ ვარ ჩახედული, თუმცა ელემენტარულია, სარეკლამო ბანერს რომ შეხედავ _ ერთი კომპანია გვთავაზობს ტესტს 80 ლარად, მეორე _ 150-ად. ეს რას ნიშნავს? _ ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა. 

_ გასაგებია, მაგრამ ყოველდღე რომ ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ქვეყნდება და დღეში 30-მდე გარდაცვლილი თითქმის ნორმად იქცა, ამაზე რას იტყვით? 

_ მე არ გახლავართ პათანატომი, რომელიც გვამს კვეთს და ადგენს გარდაცვალების მიზეზს. ეს ციფრები თუ არსებობს, თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა მოიკვლიოთ და მოითხოვოთ, მოხდა თუ არა გარდაცვლილი ადამიანის პათანატომიური გაკვეთა, ან ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზი თუ დადგინდა. რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რამდენი გარდაიცვალა სიმსივნით და სხვა მიზეზებით, რადგან ყველა გართულებას თავის მიზეზი აქვს. ასე რომ, ამას მე ვერ გეტყვით, უბრალოდ, შესაძლოა, მოსაზრება მქონდეს. 

ამასთან, ქვეყანაში ადამიანის უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია. კონსტიტუციაში, საერთაშორისო კანონმდებლობებში წერია, რომ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელად და ასევე, ავად ყოფნის უფლება. ადამიანებზე არ შეიძლება რაიმე ტიპის სამედიცინო იძულება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ინფორმაციულია, ფიზიკური თუ მედიკამენტური. 

პირბადეების ტარება, როგორ ფიქრობთ, როგორი იძულებაა? _ როგორც მიკრობიოლოგი, აგიხსნით, საკუთარი ამოსუნთქული უკან რომ შეისუნთქება და არავინ მითხრას, რომ პირბადის გარეთ გადის, სად მიდის ტვინიდან? _ პირდაპირ ტვინსა და ფილტვებში. 

გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმში ჩადის ის ამოსუნთქული პათოგენები, მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, რომლებიც გაცილებით მძვინვარეები და რთულები არიან, ვიდრე ვირუსები და კოკები, რომლებიც კიდევ უფრო რთული და მავნეა. ყველაფერი ეს რომ უკან ჩადის, ხომ ცხადია ნებისმიერი მედიკოსისთვის, რომ ფილტვების ანთებას გამოიწვევს _ ან ბაქტერიულს ან კოკურს? ამას გარდა, ბუნებაში მცენარეები გამოიმუშავებენ ფიტონციდებს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, რომელთა ჩასუნთქვა ადამიანისთვის აუცილებელია. ასევე, ჰაერში არსებობს იონები, რომელთა ჩასუნთქვა აუცილებელია ორგანიზმისთვის, ყველაფერ ამას კი პირბადე ვერ ატარებს. 

სხვათა შორის, ვირუსი ისეთი მცირე ზომისაა _ სულ 5 მიკრონია, რომ 3 პირბადეშიც კი გაეტევა. 

ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ასევე, მინდა, ვთქვა, რომ კოვიდსასტუმროებში, როდესაც ავადმყოფის ახლობელი მიდის რაიმე ნივთის შესაგზავნად, ადგილობრივი დაცვის წარმომადგენელი ჩხრეკს იმ ნივთებს. ეს კანონდარღვევაა იმიტომ, რომ ჩხრეკა საგამოძიებო ქმედებაა, რომელსაც უნდა ატარებდეს უფლებამოსილი პირი და ვერავინ ჩაატარებს, თუ რაიმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებო რამაა, ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა კი არა, ყველაფრის თავზე გადახევაა! აქ მთავრობა არაფერ შუაშია, აქ კონკრეტული პირები იღებენ საკუთარ თავზე ზედმეტებს. 

_ ვაქცინასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ? 

_ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ცერცვაძის ინტერვიუ, სადაც საუბრობდა ახალ ვაქცინაზე. ეს გენოციდის მცდელობაა, რამდენადაც ის, რასაც ეს კაცი ამბობს, ადამიანის გენეტიკურ კოდში ჩარევაა და წაიკითხეთ, ეს კანონით როგორ ისჯება. ადამიანზე ცდების ჩატარება არ შეიძლება, დანაშაულია! 

_ თქვენ ისეთ პროფესიულ დეტალებში შედიხართ, მიჭირს გამოგყვეთ, თუმცა ვხვდები, რომ ვაქცინის სანდოობაზეც სკეპტიკური განწყობა გაქვთ. 

_ სანდოობა-არასანდოობაზეც აღარაა უკვე ლაპარაკი, ეს დანაშაულია, რამდენადაც არ შეიძლება გენეტიკაში ჩარევა! 

_ ბატონო ლევან, როგორც მიკრობიოლოგი, მოსახლეობას რას ურჩევდით? 

_ შეინარჩუნონ სიმშვიდე, ამ პანიკას არ მიაქციონ ყურადღება. გაიხსენონ, როგორ იყვნენ, როცა არ არსებობდა მასმედია. ხალხი ნამდვილად ბრძენია, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი, ისუნთქონ სუფთა ჰაერი. მეტი პოზიტივი გამოასხივონ, რადგანაც ეს ადამიანში იწვევს ე.წ. ენდორფინის გამოყოფას, ამიტომ ჩაეხუტონ კიდეც ერთმანეთს, მაგრადაც იყვნენ. რეკლამა არ სჭირდება რამეს, თუ ის საუკეთესოა. საკუთარ თავს და ერთმანეთს ვცეთ პატივი, თუ ვინმე ავად გახდება, სხვას რომ არ გადასდოს, მარტივი პროცედურა აქვს დასაცავი და ჯანსაღად მყოფმა ადამიანმა შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ასევე, მარტივი წესით _ „ცე“ ვიტამინი წყალში გახსნილი, ლიმონიანი წყალი, კომშის კომპოტი, ანწლის წვენი, ვაშლი მიირთვით, მიხედეთ სოფელს, ჩვენს ქართულ მიწას, ჩვენი მიწა ხომ სასწაულია. გავაჯანსაღოთ ერთმანეთთან ურთიერთობები და ქვეყანაც გაჯანსაღდება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში