Menu
RSS

კორონაპარადოქსი - არველაძემ ჩაკვეტაძე დააჯარიმა

პანდემიის გამო შეჩერებული საფეხბურთო ჩემპიონატები მოთამაშეებისთვის დიდი პრობლემაა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არქონა და შესაბამისად, მსუბუქი დატვირთვები ყველა მათგანზე უარყოფითად აისახება. ლეგიონერების უმრავლესობა სამშობლოშია და სახლის პირობებში ცდილობს ფორმის შენარჩნებას. გამონაკლისი არც ქართველები არიან და, პრაქტიკულად, ყველა საქართველოში დაბრუნდა. ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც შინ ვარჯოშობს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მან ველოსიპედით ვარჯიში გადაწყვიტა და ავტომობილებისგან დაცარიელებულ ქუჩაში გავიდა. გაგიკვირდებათ და, თავისუფალ, თუმცა საავტომობილო სავალ გზაზე ველოსიპედით გადაადგილების გამო, ჩაკვეტაძეს 3 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ფეხბურთელმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ასე უცნაურად დააჯარიმეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ პატრულ-ინსპექტორი გოჩა არველაძეა ანუ ისე გამოვიდა, რომ არველაძემ ჩაკვეტაძე ვარჯიშის გამო დააჯარიმა.

 

დაბრუნება დასაწყისში