Menu
RSS

დამალული სიმართლე კორონავირუსზე - ჩინეთმა მკვლელ ვირუსზე შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებზე ცენზურა დააწესა

 იქიდან გამომდინარე, რომ ბუნება უცნობია და ქცევის წესებიც არავინ იცის, ახალი კორონავირუსის შესახებ მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, მთელ მსოფლიოში სხვდასხვა და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ამასთან, რაც დრო გადის, ადამიანებს უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ, მაგალითად, ასეთი - თუ კაცობრიობა კორონასთან ომშია, მაშინ რატომ ჩავსხედით სანგრებში და რატომ ველოდებით, მტერი როდის გაგვანადგურებს? ზოგადად, ომის დროს ე.წ. ბრძოლა ზურგშიც იშლება ხოლმე ანუ იქმნება „საომარი იდეოლოგია“ და ადამიანები შრომას, მინიმუმ, აათმაგებენ, რათა ომი მოიგონ, მაგრამ რა ხდება დღეს? - დედამიწა დაპაუზებულია და ელოდება, როდის გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი კი ჯერ არ ჩანს.

და აი, ზუსტად ამ დროს, დასავლურმედიაში ვრცელდება ცნობა, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ იმ მეცნიერების ნაშრომებ, რომლებშიც კომუნისტური პარტიის არასათანადო ქცევებია ასახული, ცენზურას ადებს. სწორედ ეს გარემოება უბიძებს შეთქმულების თეორიის მოყვარულებს, იეჭვონ, რომ კორონავირუსი თავისით კი არ გაჩნდა, არამედ, ვიღაცებმა გარკვეული მიზნით გააჩინეს.

 

„აკადემიური ნაშრომები, რომლებიც შეეხება ვირუსის წარმომავლობას, მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული,“ - ესაა ჩინეთის განათლების მინისტრის განცხადება.

 რას და რატომ მალავს ჩინეთი?

„ვფიქრობ,ესაა კოორდინირებული ძალისხმევა ჩინეთის მთავრობის მხრიდან, რომ გააკონტროლოს ინფორმაცია. მაუნდა, ხალხს დააჯეროს, თითქოს ეს დაავადება არ წარმოიშვა ჩინეთში,- განუცხადა ერთ-ერთმა ჩინელმა მკვლევარმა CNN-ს და დასძინა,  - არმგონია, მათ მიიღონ და მოითმინონ ნებისმიერი ობიექტური კვლევაამ დაავადების წარმოშობის შესახებ.”

 

ისე, ჩინური ცენზურა ლოგიკურია, რადგან ასეთი კვლევა, როგორც დასავლური მედია წერს, გამოაშკარავებს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ დამალა სრული ინფორმაცია ვირუსის შესახებპირველ დღეებში და მონაცემები გააყალბა. ამით კი მსოფლიო მეცნიერები შეცდომაში შევიდნენ.

 

სხვათა შორის, ჩინური ცენზურის თანახმად, პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში შექმნილმა საბჭომ უნდა გადახედოს კვლევას და გადაამოწმოს ყველა ნაშრომი.ასევე, უნდა გაივალისწინოპოლიტიკური კლიმატი და დაადგინოს, „სწორი დროთუ არა შერჩეული“ ნაშრომის გამოსაქვეყნებლად ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კორონაზე ექმნილი ნაშრომი ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის პროპაგანდასთან თანხვედრაში უნდა იყოს.

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში