Menu
RSS

მეცნიერი: კორონაკოშმარი მალე დამთავრდება

 კანადის ლავალის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე ამბობს, რომ კორონაპანდემია მალე დასრულდება. 

„ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“, – უთხრა მეცნიერმა „ფორტუნას“ მეცნიერმა.

ამასთან, ბაბუაძემ, რომელიც კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს., განმარტავს, თუ რატომ არ ემართებათ ბავშვებს კორონავირუსი.

 

„ძალიან ბევრი მწერს მესენჯერში, თუ რატომ არ ემართებათ კორონავირუსიბავშვებს? პასუხია ემართებათ მარგრამ მათ ეს გადააქვთ უფრო მსუბუქ ფორმებში.

 

ჩემი აზრს დავწერ, თუ რატომ ?

იმუნოლოგიაში არსებობს ფენომენი, რომელსაც ციტოკინური შტორმი ეწოდება (ციტოკინები კონკრეტული იმუნური უჯრედების მიერ წარმოებული მოკლე ზომის პეპტიდები, რომლებიც ასევე ებრძვიან უცხო ანტიგენს) . გარკვეული მიზეზების გამო ხშირად , არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ორგანიზმი მთლიანი ძალებით ცდილობს შეუტიოს ანტიგენს და სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ციტოკინური შტორმი. სწორედ ეს ფენომენი იყო ე.წ კორონა SARS-1 (2003) და ღორის გრიპის (2009) პანდემიებისას სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

კავშირი:

ბავშვებს, არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა და ცნობილია, რომ მათი იმუნური უჯრედები გაცილებით ნაკლები რაოდენობის ციტოკინებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანების იმუნური სისტემა.

პ.ს პოლემიკა მოსულა, კამათი მხოლოდ ნიძლავზე“.

 

 

 

დაბრუნება დასაწყისში