Menu
RSS

სკანდალი ფეხბურთში - ფიფამ კლუბები გაკოტრებისთვის გაწირა

 

 წესითა და რიგთ, წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი პანდემიის გამო გადაიდო. შესაბამისად, შეჩერებულია, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი ჩემპიონატი (მხოლოდ ბელორუსში აგორებენ ბურთს) და ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლო, რომელიც მაისში უნდა ყოფილიყო, გაურკვეველი ვადითაა გადაწეული. კლუბებმა ფეხბურთელებს ხელფასების 30% უკვე დააკლეს, ზოგიერთმა კლუბმა კი ხელფასები, საერთოდ, შეაჩერა. პარალელურად, ფიფამ ახალი რეგულაცია გამოსცა, რამაც შესაძლოა, ყველა კლუბს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენოს.

„ფეხბურთელთა რაოდენობა, რომელთაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, ათასობითაა. ამიტომ, სანამ სეზონი ოფიციალურად დასრულებულად არ გამოცხადდება, აღნიშნული კონტრაქტები იმოქმედებს“, - წერია ფიფას გადაწყვეტილებაში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბებმა ფეხბურთელებს ფული მაშინაც უნდა გადაუხადონ, როცა რეალურად კონტრაქტი ამოწურული იქნება. არადა, დიდი კლუბების ზარალი ათეულობით მილიონს ურტყამს და ისინი გაკოტრებასთან ძალიან ახლოს არიან. ისეთი გრანდებიც კი, როგორებიც „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „ლივერპულია“, ამბობენ, რომ ამას ვერ მოახერხებენ და კლუბის ბიუჯეტი, უბრალოდ, განულდება. ფიფა კი იმუქრება, რომელი კლუბიც ამას არ გააკეთებს, სანქციებს დავუწესებო და ვნახოთ, რა მოხდება.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში