Menu
RSS

კანონდარღვევა ელცინის სახელით

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სეზონის სტარტზე წლის ბოლომდე ფიოდორ სმოლოვი ვიგოს „სელტაში“ გაანათხოვრა. საყოველთაო კარანტინის ფონზე, სმოლოვი ესპანეთდან რუსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებდა და კლუბის აკრძალვის მიუხედავად, მან კერძო თვითმფრინავი იქირავა და მოსკოვში მაინც დაბრუნდა. ამის მიზეზი კი... ბორის ელცინია.

„ჩემი საცოლე, ბორის ელცინის შვილიშვილი, მარია იუმაშევა 18 წლის ხდება და არ შემეძლო, ამ ღონისძიებას არ დავსწრებოდი“, - ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა სმოლოვმა კლუბის პრეზიდენტს და ელცინი, თურმე, იმიტომ ახსენა, ვიგოელები კარგად მიმხვდარიყვნენ, თუ ვინ უყვარს ფედიას.

 

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში