Menu
RSS

რა უფლებები აქვთ და რა შემთხვევაში უნდა მოსთხოვონ დაზარალებულმა მგზავრებმა კომპენსაცია ავიაკომპანიებს

ყველაფერი ის, რაც ფრენის დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ

,,დაგიგვიანდათ, გადაიდო, ან გაგიუქმდათ ფრენა? უარი გითხრეს ჩასხდომაზე? თქვენი ბარგი იგვიანებს? მიმართეთ კომპანია SPY LAWYER-ს და მოითხოვეთ კომპენსაცია 600 ევრომდე!'' იურიდიული მომსახურების კომპანია SPY LAWYER ანუ ადვოკატი ცაში, ნებისმიერ პრობლემას მოგიგვარებთ, რაც ამა თუ იმ რეისზე, ავიაკომპანიებთან ურთიერთობისას შეგექმნათ. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, შეავსოთ ონლაინ-აპლიკაცია, რისთვისაც ზუსტად წუთნახევარი დაგჭირდებათ, მიანდეთ თქვენი უფლებების დაცვა პროფესიონალ იურისტებს და მიიღეთ 2 000 ლარამდე თანხა, კომპენსაციის სახით. 

იურიდიული კომპანია SPY LAWYER _ FLIGHT COMPENSATION-ის მომსახურების საფასური, ავიაკომპანიისგან მოპოვებული ფულადი კომპენსაციის 25%-ია. სურვილის შემთხვევაში, ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსოთ, გნებავთ, კომპანიის ვებგვერდზე, გნებავთ _ სოციალურ ქსელში, თუკი ამ კომპანიის გვერდს მოიწონებთ. რატომ SPY LAWYER? პასუხი ამავე კომპანიის გვერდზე ამოვიკითხეთ: 

,,კომპანია დაზარალებულ მგზავრებს სთავაზობს იურიდიულ დახმარებას ავიაკომპანიასთან ურთიერთობაში _ უფლებების დაცვასა და კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში. ჩვენ უფასოდ შევისწავლით თქვენს პრობლემას და შეგატყობინებთ, გეკუთვნით თუ არა ავიაკომპანიისაგან კომპენსაციის მიღება. ამის შემდეგ, თქვენი სახელით შევადგენთ საჩივარს და ყველა საჭირო იურიდიულ დოკუმენტს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან და ბოლომდე დავიცავთ თქვენს უფლებებს. კომპანია საკუთარ თავზე იღებს დავის წარმოების პროცესში არსებულ ყველა სხვა ხარჯს. თუ კომპენსაცია ვერ მოვიპოვეთ, კლიენტს არ მოუწევს არანაირი საფასურის გადახდა, ან ხარჯის დაფარვა''. 

რა შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან და, საერთოდ, რა უფლებები აქვთ მგზავრებს იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დააზარალებთ? SPY LAWYER-ის ადვოკატების განმარტებით, სამი ძირითადი შემთხვევა არსებობს, როდესაც მგზავრს უფლება აქვს, ავიაკომპანიისგან კომპენსაცია მოითხოვოს: რეისის გაუქმება, რეისის დაგვიანება და უარი ჩასხდომაზე. იმის გამო, რომ ავიაკომპანიამ მგზავრს ყველაზე ძვირფასი ანუ დრო წაართვა, ლოგიკურია, რომ ამისთვის კომპენსაციაც გადაიხადოს. 

სხვათა შორის, თუ ღამის რეისი იგვიანებს, მგზავრს უფლება აქვს, ავიაკომპანიას სასტუმროში უფასოდ განთავსება მოსთხოვოს; თუ მგზავრის სხვა ადგილზე გადაყვანაა აუცილებელი, ავიაკომპანია ვალდებულია, მგზავრს ამ შემთხვევაშიც უფასოდ მოემსახუროს; მგზავრს უფლება აქვს, ავიაკომპანიისგან სატელეფონო ზარისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებაც უფასოდ მოითხოვოს, რათა ახლობლებს რეისის დაგვიანების, ან გადადების შესახებ აცნობოს. 

კომპენსაციის მოთხოვნის ვადა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად, ეს პერიოდი ორიდან ხუთ წლამდე მერყეობს, საქართველოს კანონმდებლობით კი ამისთვის სამწლიანი ვადაა განსაზღვრული. ასე რომ, თუ რომელიმე ავიაკომპანიამ თქვენი უფლებები ორი-სამი წლის წინ დაარღვია, არ ინერვიულოთ, თამამად შეგიძლიათ, კუთვნილი კომპენსაცია მოითხოვოთ. ამისთვის საკმარისია, ბილეთი გქონდეთ შენახული, მაგრამ თუ არ შეგინახავთ, ან დაკარგეთ, არც ამაზე იდარდოთ _ ბოლო დროს, ავიაბილეთები ელექტრონული ფოსტით იგზავნება, შესაბამისად, კონკრეტული რეისის შესახებ ინფორმაციასა და თქვენს ბილეთსაც კი იმ ავიაკომპანიაში მოძებნიან, რომლისგანაც სავარაუდოდ, კომპენსაცია უნდა მიიღოთ. 

ამა თუ იმ ავიაკომპანიასთან იურიდიული ვადის მოსაგვარებლად, SPY LAWYER-ის ადვოკატებს, საშუალოდ, 2-3 თვე დასჭირდებათ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში, კომპანიის იურისტებს დაუჯერეთ და ავიაბილეთი, ასევე, ჩასხდომის ბარათი აუცილებლად შეინახეთ! მეტიც, შეეცადეთ, მტკიცებულებები აეროპორტშივე შეაგროვოთ. მაგალითად, თუ ავიაკომპანიის წარმომადგენლები გედავებიან, რომ სარეგისტრაციო დაფასთან სათანადო დროს არ გამოცხადდით, მაგრამ სინამდვილეში, თქვენ არ დაგგვიანებიათ, ტელეფონი ხომ თან გაქვთ? გადაიღეთ ფოტო, ან ვიდეო მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო დაფას მიუახლოვდებით. 

რაც შეეხება ბარგის დაკარგვა-დაზიანებას, თქვენ ამ შემთხვევაშიც ისევე გეკუთვნით კომპენსაცია ავიაკომპანიისგან, როგორც რეისის გადადების, ან დაგვიანების დროს. კანონმდებლობით, ბარგის დაკარგვის ვადად 21 დღეა მიჩნეული ანუ თუ 21 დღის შემდეგ, ბარგს ვერ მიიღებთ, ავიაკომპანიას კომპენსაცია მოსთხოვეთ! იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი 22-ე, ან 25-ე დღეს გამოჩნდება, არ ინერვიულოთ, კომპენსაცია მაინც გეკუთვნით, რადგან 21-დღიანი ვადა გასულია. 

ერთი წელია, რაც იურიდიული კომპანია SPY LAWYER საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში, უკვე ათასამდე მგზავრს მოემსახურა. კომპანიის FACEBOOK-ის გვერდის ცნობით, ამ დღეებში, დაზარალებული მგზავრების კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშნელოვანი საქმე მათი გამარჯვებით დასრულდა: 

,,კიდევ ერთი, რთული საქმე წარმატებით დავასრულეთ. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი ისტორია, ჭიზზ Aირ-მა 24 ადამიანი, საქართველო-იტალიის რაგბის თამაშზე წასულები, მილანში რომ სრულიად უმიზეზოდ ჩაგვტოვა. ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაიხურეს ქუდები, სახლებში წავიდნენ და დაკეტილ აეროპორტში გვაყურყუტეს მთელი ღამე. ეს იყო ჩვეულებრივი ჰორორი, ამდენი ადამიანი ცარიელ აეროპორტში, რკინის სკამებზე, საჭმლისა და წყლის გარეშე. ჩვენი სახსრებით რომ ჩამოვაღწიეთ თბილისში და ეს ამბავი გავახმაურეთ, ყველამ თქვა, რომ ალბათ ჩვენივე არაორგანიზებულობის ბრალი იყო, ქართველი მოგზაურების იმიჯის გაფუჭებაშიც კი დაგვდეს ბრალი დიად ტურისტულ ჯგუფებში. შევეხმიანეთ უმეტეს კომპანიას, რომლებიც კომპენსაციაზე მუშაობენ და ყველამ უარი გვითხრა, რადგან მათაც არ სჯეროდათ ჩვენი სიმართლის. 

ერთადერთი კომპანია, რომელმაც ჩვენი ქეისი აიღო, SPY LAWYER _ FLIGHT COMPENSATION იყო. მათ წელიწადზე მეტი იმუშავეს იტალიელ იურისტებთან ერთად, შედეგად, რამდენიმე დღის წინ, ,,ვიზეარმა'' თავისი ბრალეულობა აღიარა და ფულადი კომპენსაციაც გადაგვიხადა. ამით დამტკიცდა ჩვენი სიმართლე და ის ფაქტი, რომ ყოველთვის აქვს აზრი ბოლომდე ბრძოლას, თუ მართალი ხარ, თუნდაც ავიაციის გიგანტებთან''. 

გადადებული რეისის გამო დაზარალებული სხვა მგზავრი კი წერს: 

„ბოლო მომენტამდე არ მოველოდი, რომ გაცდენილი რეისისთვის კომპენსაციის მიღება შემეძლო, მაგრამ SPY LAWYER-მა ყველა ეჭვი გამიფანტა. მათი დახმარებით მივიღე კომპენსაცია, რომელმაც ბილეთში გადახდილ თანხას ერთი-ორჯერ გადააჭარბა. დიდი მადლობა SPY LAWYER-ს დახმარებისთვის!“ 

* * * 

ორიოდე წლის წინ, ,,ვერსია'' დაინტერესდა, რა უფლებებით სარგებლობენ მგზავრები ფრენების გაუქმებისა და რეისების დაგვიანების დროს, როგორ და რა ვითარებაში იცავს ავიამგზავრებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რა შემთხვევებში ეკუთვნით მათ კომპენსაცია? _ კითხვებზე პასუხებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დავუკავშირდით და საკმაოდ შთამბეჭდავი ინფორმაციაც მივიღეთ. როგორც გითხარით, ეს სტატია ორიოდე წლის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე დეტალის გახსენება საინტერესო იქნება, მით უფრო, ახლა, როდესაც მგზავრების უფლებებს უკვე სერიოზული იურიდიული კომპანია იცავს. 

სტატია, რომელიც ,,ვერსიაში'' ორიოდე წლის წინ გამოქვეყნდა, საერთაშორისო კომპანია AIRHELP-ის კვლევით დავიწყეთ, რისთვისაც ევროკავშირის ზონაში, 7 000 მცხოვრები გამოკითხეს. ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, ავიამგზავრთა 85% არ იცნობს კანონს _ 261, რომელიც მათ უფლებებს იცავს. არადა, სწორედ 261-ე კანონის მიხედვით, რომელიც 14 წლის წინ მიიღეს, ავიარეისის დაგვიანების, გადადების, ან ჩასხდომაზე უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია კომპენსაცია _ ერთ ადამიანზე, 600 ევროს ოდენობით. რაც მთავარია, თანხის მიღებაზე განცხადების შეტანა, ამ შემთხვევიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება. 

ევროკავშირის 261-ე კანონის მიხედვით, კომპენსაცია არ გაიცემა გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი გამონაკლისებია, მაგალითად, გაფიცვა, ქარიშხალი, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. სხვა შემთხვევებში, თანხის ასანაზღაურებლად საკმარისია, აფრენისა და დაფრენის აეროპორტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარეობდეს, ან ავიაკომპანია, რომლითაც მგზავრობას აპირებდით, ევროკავშირში იყოს ბაზირებული. სხვათა შორის, კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ამ უფლების უცოდინრობის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაახლოებით 13 მილიონი მგზავრი, ყოველწლიურად, მილიარდამდე ევროს კარგავს! 

მას შემდეგ, რაც AIRHELP-ის კვლევის შედეგებს გავეცანით, ცხადია, დავინტერესდით, რა ვითარება იყო ამ მხრივ, საქართველოში. იმის გათვალისწინებით, რომ გადადებული, ან თუნდაც დაგვიანებული ავიარეისის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმეტესობამაც კი არ იცოდა საკუთარი უფლებების შესახებ, ძნელი წარმოსადგენი არ იყო, ქართველ ტურისტებსაც არაფერი სცოდნოდათ. არადა, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ან სხვადასხვა მიზეზების გამო, საერთაშორისო რეისები საქართველოს აეროპორტებშიც ხშირად ფერხდებოდა და ახლაც ფერხდება. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, მოქმედებს თუ არა საქართველოში ევროკავშირის კანონი _ 261, რაც ავიარეისების გადადების, ან დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის 600 ევროს ოდენობით კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს, სამოქალაქო ავიაციის საგენტოში გვიპასუხებს, რომ დიახ, მოქმედებს: 

,,2012 წელს, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე მის წევრ სახელმწიფოებს შორის, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ დაამტკიცა. ეს წესი ევროკავშირის 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია _ #261/2004-ის შესაბამისადაა შემუშავებული. საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმისა და ფრენის გაუქმებისთვის, კომპენსაცია შემდეგი ოდენობით განისაზღვრება: 250 EUR – 1 500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია); 400 EUR – 1 500-დან 3 500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია); 600 EUR – 3 500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია)''. 

ბუნებრივია, ,,ვერსია'' იმითაც დაინტერესდა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ვინაიდან საკუთარი უფლებების შესახებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამაც კი არაფერი იცის: 

,,ჩვენს მიერ შემუშავებული რეგულაცია ავიაგადამზიდველებს ავალდებულებს, უზრუნველყონ მგზავრების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. კერძოდ, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი, ვალდებულია, რომ მგზავრთა რეგისტრაციის დახლთან, განათავსოს განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აისახება საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევებში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი. აგრეთვე, ინფორმაცია იმ შესახებ, რომ სააგენტო ახორციელებს კონტროლს და ზედამხედველობას ამ მოთხოვნების შესრულებაზე. ავიაკომპანია ვალდებულია, რომ საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევებში, მგზავრები უზრუნველყოს წერილობითი შეტყობინებით (ელ.ფოსტა, ფაქსი, მოკლე ტექსტური შეტყობინება), სადაც აისახება კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი. უსინათლო და ახლომხედველ მგზავრებს კი ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით უნდა მიაწოდონ. 

საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის საშუალებით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს ავიაგადამზიდველის საშუალებით. 

რაც შეეხება კომპენსაციის მიღების ვადებს, ევროპის რეგულაცია #261/2004, მსგავს ვადებს არ აწესებს, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობაზე მიუთითებს. ჩვენს შემთხვევაშიც, ანაზღაურების მისაღებად კონკრეტული ვადა დაწესებული არაა, თუმცა ეს წესი ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში