Menu
RSS

საქართველოს ბანკი, მთელი რეგიონის მასშტაბით, უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს

საქართველოს ბანკი, მთელი რეგიონის მასშტაბით, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბანკმა 2020 წელი, ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელ რეგიონში, პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition-ით, იგივე „ღიმილით გადახდა“. მეორე ინოვაცია კი, რის დანერგვასაც ბანკი აპირებს, სრულიად ახალი პროდუქტი _ სმარტფონის გატერმინალებაა. 

 

„გატერმინალება“ ნიშნავს, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე, მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით, მომხმარებელიცა და ბიზნესის წარმომადგენელიც შეძლებენ, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ხურდის მოძიებაზე. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას, მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. 

გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის (Visa და Mastercard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თა და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით. ამისთვის, საჭიროა საბანკო ბარათის, ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის, რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება. ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი არ აქვთ, თუმცა ინოვაციით სარგებლობა სურთ, ბანკი მათ ანდროიდის ტელეფონს, დროებით სარგებლობაში გადასცემს. 

ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali. 

გადახდის ახალი სისტემა ინოვაციური პროდუქტია, რომ ლის ანალოგიც, რეგიონის მასშტაბით, დანერგილი არაა. საქართველოს ბანკი პირველი ბანკია, რომელმაც ეს სიახლე დანერგა. 

„საქართველოს ბანკი მუდმივად საკუთარი მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს და ცდილობს, უფრო მეტი კომფორტისთვის, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. ჯერ კიდევ წინა წელს, განვაცხადეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას შევთავაზებდით და ამ დანაპირებს ვასრულებთ კიდეც. მოხარულები ვართ, რომ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა, თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ, სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მის სამომავლო განვითარებაში“, _ აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში