Menu
RSS

„დინამოს“ გულშემატკივარი ფაშისტური ჟესტით

დღეს ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი თბილისის „დინამო“ ჩაატარებს საკუთარ შეხვედრას და „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს. პირველი მატჩი ჰოლანდიურმა გუნდმა 4:0 მოიგო და იმის მიუხედავად, რომ თბილისური გუნდის თავკაცი აცხადებს, შეგვიძლია, 4 გოლის გატანაო, პირდაპირ ვთქვათ, ამის გაკეთება ქართულ კლუბს არ შეუძლია და, უბრალოდ, თავს ვიტყუებთ.

უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა მაყურებლების დასწრება აკრძალა და ეს იმიტომ, რომ „ფეიენოორდამდე“ აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე „დინამოს“ გულშემატკივრებმა დროშა გადმოფინეს, რომელზეც ფოთლებში ჩასმული ციფრი „88“ ეწერა. ეს ფაშისტური და ნაცისტური სიმბოლიკაა, მაგრამ „დინამოს“ ხელმძღვანელობამ თავი იმართლა, ეს იმ წლების აღმნიშვნელია, როცა „დინამოს“ პირველი გულშემატკივართა კლუბი შეიქმნაო და უეფა-შიც აპელაცია აფრინეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სასჯელი არ შეცვალა და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ „დინამოს“ შეფებმა ან არ იციან, ან უბრალდო, გვატყუებენ, რომ ეს სიმბოლიკა სწორედ ფაშისტურია და თუ არ გჯერათ, აგერ, ბატონებო, იმავე დროშით, ჩვენი გულშემატკივარი, ნაცისტური ჟესტით... უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში