Menu
RSS

„მე გეი ვარ!“ _ ძალოსნობის სომხური სკანდალი

ძალოსანი, რომელიც მსოფლიოს ქალი ეგონა, კაცი აღმოჩნდა

გასულ კვირას მსოფლიო სპორტში რამდენიმე საინ¬ტერესო ფაქტი მოხდა. ყველაზე დიდი სკანდალი სომხ-ეთში აგორდა: როგორც გაირკვა, ძალოსნობაში სომხეთის მრავალგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ქალბატონი მელინა დილაზიანი სინამდვილეში, მალომ დილაზიანი ანუ კაცი ყოფილა. 

,,ჩემი ბრალი არაფერია. მე გეი ვარ, შესაბამისად, სხვა ბიჭებს ჩემთან ერთად ვარჯიში არ სურდათ. შემდეგ იყო, მწვრთნელმა რომ შემომთავაზა, ქალთა ნაკრებში გამოდიო და მეც დავთანხმდი. რომ არა მწვრთნელი, ეს აზრადაც არ მომივიდოდა. ახლა კარიერა დავასრულე და ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ქვეყანაში, სადაც ჰომოსექსუალიზმის გამო არავინ მავიწროვებს'', _ განაცხადა დილაზიანმა. 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე განაცხადეს, რომ ქალბატონ თუ ბატონ დილაზიანს ყველა ჯილდოს ჩამოართმევენ და მას ყველა მოპოვებული მედლის დაბრუნება მოუწევს. 

არანაკლებ საინტერესო რამ მოხდა ირანში და შუაში აქაც ქალია _ უკვე რამდენიმე წელია, ბუნდესლიგაში ქალბატონი ბიაბიანა შტაინჰაუსი მსაჯობს. ფრაუ ბიაბიანა დაკისრებულ მოვალეობას თავს არცთუ ურიგოდ ართმევს და ევროპულ სარბიელზეც წარმატებით უსტვენს. ჰოდა, ბუნდესლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება, სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანსაც აქვს ნაყიდი. აი, გასულ უქმეებზე კი ირანის ტელევიზიამ აუგსბურგი-ბაიერნის შეხვედრა არ აჩვენა. როგორც ტელევიზიამ საზოგადოებას განუმარტა, ამ შეხვედრას სწორედ ქალბატონი შტაინჰაუსი მსაჯობდა და ვინაიდან ის მოედანზე შორტებით იქნებოდა, რეპორტაჟის ჩვენება არამიზანშეწონილად ჩაითვალა. ადგილობრივი მოსახლეობა ამას გაგებით მოეკიდა და აღნიშნა, რომ შორტებიანი ქალების ტელევიზიით ჩვენება არ შეიძლება. 

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში