Menu
RSS

21-ე საუკუნის „ჰაჩიკო“

ტრაგიკულად გარდაცვლილ სალას ძაღლი ელოდება

აკიტას ჯიშის ძაღლს, სახელად ჰაჩიკო, მსოფლიო იცნობს. მას ძეგლიც კი დაუდგეს და ფილმიც გადაიღეს, როგორც ერთგულების სიმბოლოზე. ის გარდაცვლილ პროფესორს რკინიგზის სადგურზე, ათი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე ადგილზე ელოდა და იქვე, პატრონის მოლოდინში გარდაიცვალა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ფრანგული ,,ნანტიდან'' ინგლისის პრემიერლიგურ ,,კარდიფში'', ემილიანო სალა გადავიდა. ბრიტანელებმა მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. ფეხბურთელმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ერთი დღე ითხოვა იმისთვის, რომ ყოფილ თანაგუნდელებს დამშვიდობებოდა. 

კარდიფიდან ნანტში სალა კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელიც ლა მანის სრუტეში ჩავარდა და რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა მხოლოდ ფეხბურელის სხეულს მიაგნეს, მფრინავის გვამი დღემდე იძებნება. 

სანამ გვამს აღმოაჩენდნენ, ფეხბურთელს, როგორც ,,კარდიფის'' გულშემატკივრებმა, ისე ხელმძღვანელობამ პატივი მიაგეს და იმის მიუხედავად, რომ ემილიანო სალა დაკარგულად ითვლებოდა, იგი ,,არსენალთან'' მატჩის განაცხადში შეიყვანეს. 

პარალელურად, ფეხბურთელის დამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ელოდება სალას ძაღლი ,,ნოლა'' პატრონს. 

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის სხეული იპოვეს, ძაღლი ფანჯარას მაინც არ შორდება, პრაქტიკულად, არ ჭამს და მხოლოდ პატრონის მოლოდინშია. 

როგორც სალას ოჯახის წევრები ამბობენ, ძაღლის გადარ  

ჩენისთვის ისინი ყველაფერს იღონებენ და მას გადასხმაც კი გაუკეთეს. 

გარდაცვლილ ფეხბურთელს განსაკუთრებული პატივი მიაგო ფრანგულმა კლუბმა. სალა ,,ნანტში'' 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და ამის შემდეგ, ამ ნომერს ,,ნანტში'' ვეღარავინ მოირგებს _ ის სამუდამოდ სალას კუთვნილება იქნება. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ,,კარდიფს'' 17 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს, რადგან ტრანსფერი ფიფა-ში ოფიციალურად დარეგისტრირებულია და შესაბამისად, მყიდველმა გამყიდველს უნდა გადაუხადოს. ერთი ეგაა, სალას ,,კარდიფის'' მაისურით მონაწილეობა, ერთ შეხვედრაშიც არ მიუღია. 

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში