Menu
RSS

PSP ჯგუფმა, საზოგადოების სახლში დარჩენის მიზნით, ონლაინაფთიაქის მომსახურების არეალი გააფართოვა

25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქტს თბილისის გარდა, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობა დისტანციურად იძენს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში ბიზნესიც ჩაერთო. ამ მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვა. კერძო სექტორის ამ ინიციატივის განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შესაბამისი პლატფორმა შეიქმნა. პლატფორმის ფარგლებში, #STOPCOV-ის ფონდი დაარსადა, სადაც ნებისმიერ კომპანიასა და მოქალაქეს შეუძლია, რომ ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ ფონდში PSP ჯგუფის წევრმა, ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ჯი-ემ ფარმამ“ 300 000 ლარი უკვე ჩარიცხა, თუმცა ამ კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ თანხის ჩარიცხვით არ შემოფარგლულა. საზოგადოებისთვის სახლში დარჩენის მოტივაციის შექმნის მიზნით, PSP ჯგუფმა ონლაინაფთიაქი მხოლოდ თბილისის კი არა, ახლა უკვე საქართველოს მასშტაბით, რეგიონებშიც აამოქმედა.

 კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი საშუალება მისი გავრცელების შეჩერება ანუ სახლში დარჩენა და საზოგადოებისგან მაქსიმალური იზოლირებაა, მაგრამ წამალი, ბავშვთა კვება, საფენები და ჰიგიენის სხვა საშუალებები აქტუალობას არ კარგავს. მომხმარებლები სახლიდან რომ არ გამოვიდნენ, PSP ჯგუფი მათ სრულ ონლაინაფთიაქს სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები, 25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქტს სახლიდან გაუსვლელად შეიძენენ.

PSP ონლაინაფთიაქი - https://psponline.ge უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია, რომ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტაფთიაქის მომსახურებით, მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს.

შეუკვეთეთ სასურველი პროდუქტები PSP-ს სრული ასორტიმენტიდან.

მიტანის სერვისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი ახორციელებს.

ონლაინაფთიაქის საშუალებით, თქვენთვის სასურველი მედიკამენტის, ან სხვა სახის პროდუქტის გამოწერა ძალიან მარტივია. იხილეთ გამოწერის მარტივი ინსტრუქცია აქ

  • გაიარეთ ავტორიზაცია ვებ-გვერდზე psponline.ge
  • შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი
  • მიუთითეთ შეკვეთის მიღების მისამართი
  • მიიღეთ შეკვეთა სწრაფად და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.

 

ონლაინაფთიაქში psponline.ge, 25 000 დასახელების სხვადასხვა პროდუქტია ოჯახის ყველა წევრისთვის: მედიკამენტები, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებები.

2007 წელს, PSP-მ პირველმა დანერგა ინტერნეტაფთიაქი და მას შემდეგ, კომპანია მუდმავად მის გაუმჯობესებაზე მუშაობს. შესაბამისად, 2017 წლიდან, მომხმარებლებს განახლებული ინტერნეტაფთიაქი ემსახურება.

ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების აქტუალობის გათვალისწინებით, PSP ჯგუფმა მაქსიმალურად დახვეწა სააფთიაქო პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის დისტანციურად დაკმაყოფილების პროცესი. დღეს მომსახურება სრულად ფარავს თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ბათუმს და უკვე ზუგდიდის მოსახლეობაც სარგებლობს PSP აფთიაქის დისტანციური სერვისით.

 

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში