Menu
RSS

თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ACCOR HOTELS ჯგუფის სასტუმრო _ ibis Tbilisi Stadium გაიხსნა

თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ACCOR HOTELS ჯგუფის სასტუმრო _ ibis Tbilisi Stadium გაიხსნა. 150-ნომრიანი სასტუმრო, ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში _ აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მზადაა სტუმრების მისაღებად.

ეკონომ-კლასის სასტუმრო, ACCOR HOTELS ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა თბილისში. მისი დიზაინი სტუდია Sundukovy Sisters-მა შეიმუშავა, რაც თანამედროვე და ნათელი გარემოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. სასტუმრო მომხმარებლებს საქმიანი შეხვედრებისა და მოსასვენებელ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას _ საჯარო სივრცეებს სთავაზობს. 

ACCOR HOTELS ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსის დელაროფი მოხარულია, რომ თბილისში, რიგით მესამე სასტუმრო გაიხსნა: 

„ეკონომ-კლასის სასტუმრო ibis Tbilisi Stadium მოსახერხებელია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისთვის. მომგებიანი ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო სტუმრებისათვის სასიამოვნო გამოცდილებას შექმნის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია კი აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა''. 

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით _ 800 მილიონი ლარია. 

ფრანგული ACCOR HOTELS ჯგუფი, სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წლის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით 110 ქვეყანაში, 4 900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს. 

ACCOR HOTELS ჯგუფის სასტუმროების ბრენდი _ IBIS, 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე, ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში