Menu
RSS

ინოვაციური კორპორაცია GM Pharma-ს განცხადება

 

კორპორაციაში დასაქმებული 6 000 ადამიანი და ბიუჯეტში გადახდილი 8 მილიონი ლარი!

ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინოვაციურმა კორპორაცია GM Pharma-მ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სესხით ისარგებლა. კორპორაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ჰოთ ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ინოვაციური კორპორაცია GM Pharma, ქართული და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი, ექსპორტზე ორიენტირებული, ინოვაციური, საერთაშორისო კომპანაა, რომელიც საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში მედიკამენტებს აწარმოებს. ვინაიდან არსებობდა ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სახით, 2015 წელს, GM Pharma-მ გადაწყვიტა, წარმოება გაეფართოვებინა და ამ მიზნით, დამატებითი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის საერთო ოდენობა 14 მილიონამდე აშშ დოლარი იყო, აქედან 10 მილიონამდე - GM Pharma-ს საკუთარი ინვესტიციაა, ხოლო 3 768 000 დოლარი - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული სესხი. სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ 3 768 000 დოლარიანი საბანკო სესხი, 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით მოიზიდა.

შეღავათიან პერიოდში, სახელმწიფოს თანადაფინანსება მხოლოდ 472 605 აშშ დოლარი იყო. ეს ხელშეწყობა ჩვენთვის ფსიქოლოგიურ მოტივატორად იქცა, რათა აღნიშნული ინვესტირება საქართველოში განგვეხორციელებინა და არა საზღვარეთ. ინვესტიციის ძირითადი თანხა ახალი, ავტომატური ინოვაციური სამრეწველო ხაზების შესაძენად დაიხარჯა, ხოლო მისი 18% - დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა, რაც დაახლოებით, 2 500 000 დოლარი ანუ ხუთჯერ მეტი იყო, ვიდრე სახელმწიფოსგან მიღებული ირიბი მხარდაჭერა.

აპარატურითა და წარმოების ხაზის გაზრდით, ინოვაციური კორპორაცია GM Pharma-ს ექსპორტი საქართველოდან, 2015 წლის შემდეგ, 64%-ით გაიზარდა და 20 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რითაც GM Pharma-ს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მხოლოდ გასულ წელს, PSP ჯგუფმა, რომელშიც 6 000 ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ამ თანხიდან, GM Pharma-ს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა 8 მილიონი ლარია. PSP ჯგუფის მიერ გადახდილი გადასახადები, ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი შეთავაზება რომ არა, შესაძლოა, ეს ინვესტიცია საქართველოს ნაცვლად, საზღვარგარეთ განხორციელებულიყო. ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი პატარაა, რის გამოც ის ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ფარმაცევტული საქმიანობისთვის კი გაცილებით უფრო მიმზიდველი დიდი ქვეყნებია.

სახელმწიფოსთან ერთად დაგეგმილი და განხორციელებული ეს წარმატებული პროექტი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ინვესტირება საკუთარ ქვეყანაში. ინოვაციური კორპორაცია GM Pharma, კვლავ აპირებს 100-მილიონიანი დოლარის ინვესტიციის პროექტების განხორციელებას, თუმცა ცალკეული ბანკების მხრიდან, ხელისუფლების ხელშეწყობით, არაპროფილური აქტივების ფლობის საშუალებით, კონკურენციის შეზღუდვა გრძელდება. ასეთ პირობებში, ინვესტიციის სხვა ქვეყნებში განხორციელებაც განიხილება, თუ რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს მყისიერად არ აღდგება/შეიქმნება.

ჩვენი კორპორაციის დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით, რომ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ სესხი მიიღო, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ათჯერ მეტი უკვე დაუბრუნა კიდეც სახელმწიფოს, ჩვენი კორპორაციისა და მისი დამფუძნებლების იმიჯის შელახვის მცდელობაა. ესაა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ამ კამპანიას თავისი დამკვეთები და შემსრულებლები ჰყავს!

PSP ჯგუფის წევრ კომპანიებზე იერიშები, საეჭვოდ ემთხვევა პერიოდებს, როდესაც ჯგუფის დამფუძნებელი საბანკო სფეროს აკრიტიკებს და პირდაპირ ადანაშაულებს მას ბიზნესისა და მოსახლეობის გაკოტრებაში, რისი ერთ-ერთი შედეგიცაა ლარის დევალვაცია“.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში