Menu
RSS

საბა კვირკველიას სათადარიგო „რუსული სკამი“

როდის შეერკინებიან ქართველი ფეხბურთელები ბელორუსებს და შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები სტადიონზე მისვლას

უეფა-ს აღმასკომმა, მორიგი ვიდეოკონფერენციის დროს, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების თარიღები დაადგინა. ჩვენთვის ეს საინტერესო იმიტომაა, რომ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებიცაა გასული. შესაბამისად, მატჩი, რომელიც წესით, 26 მარტს უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო გადაიდო. ჰოდა, ახლა დადგინდა, რომ საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ბელარუსთან, 8 ოქტომბერს, თბილისში ჩაატარებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, 12 ნოემბერს უმასპინძლებს. მთავარი კითხვა, რომელიც გულშემატკივარს აწუხებს: შეძლებს თუ არა ქომაგი სტადიონზე მისვლას? მოგეხსენებათ, დაპირისპირება ერთმატჩიანია და შესაბამისად, გულშემატკივრის მხარდაჭერას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. აი, ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში კი გუნდებს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მასპინძელია და ვინ _ სტუმარი. როგორც ფედერაციაში ამბობენ, ამის თაობაზე, უეფასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული პასუხი ჯერ არ არის და ვერც იქნება _ არავინ იცის, რა მდგომარეობაში ვიქნებით ოქტომბერში.

 

პარალელურად, უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის კალენდარიც გამოაქვეყნა და ბებერი კონტინენტის პირველობაზე უკვე გასული ნაკრებები, ამ კალენდრის მიხედვით გეგმავენ სამომავლო სპარინგებსა და მეტოქეებს. მაშ ასე, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მატჩები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება: 

ჯგუფური ეტაპი 

პარასკევი, 11 ივნისი 

ჯგუფი A: თურქეთი-იტალია (23:00 საათი, რომი) 

შაბათი, 12 ივნისი 

ჯგუფი A: უელსი-შვეიცარია (17:00 საათი, ბაქო) 

ჯგუფი B: დანია-ფინეთი (20:00 საათი, კოპენჰაგენი) 

ჯგუფი B: ბელგია-რუსეთი (23:00 საათი, პეტერბურგი) 

კვირა, 13 ივნისი 

ჯგუფი D: ინგლისი-ხორვატია (17:00 საათი, ლონდონი) 

ჯგუფიC: ავსტრია VS პლეი-ოფის გამარჯვებული D ან A (20:00 საათი, ბუქარესტი) 

ჯგუფიC: ნიდერლანდები-უკრაინა (23:00 საათი, ამსტერდამი) 

ორშაბათი, 14 ივნისი 

ჯგუფი D: ერთა ლიგის ჩ დივიზიონის გამარჯვებული - ჩეხეთი (17:00 საათი, გლაზგო) 

ჯგუფი E: პოლონეთი-ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული (20:00 საათი, დუბლინი) 

ჯგუფი E: ესპანეთი-შვედეთი (23:00 საათი, ბილბაო) 

სამშაბათი, 15 ივნისი 

ჯგუფი F: პლეი-ოფის გამარჯვებული A ან D - პორტუგალია (20:00 საათი, ბუდაპეშტი) 

ჯგუფი F: საფრანგეთი-გერმანია (23:00 საათი, მიუნხენი) 

ოთხშაბათი, 16 ივნისი 

ჯგუფი B: ფინეთი-რუსეთი (17:00 საათი, სანკტ-პეტერბურგი) 

ჯგუფი A: თურქეთი-უელსი (20:00 საათი, ბაქო) 

ჯგუფი A: იტალია-შვეიცარია (23:00 საათი, რომი) 

ხუთშაბათი, 17 ივნისი 

ჯგუფი C: უკრაინა-პლეი-ოფის გამარჯვებული D ან A (17:00 საათი, ბუქარესტი) 

ჯგუფი B: დანია-ბელგია (20:00 საათი, კოპენჰაგენი) 

ჯგუფი C: ჰოლანდია-ავსტრია (23:00 საათი, ამსტერდამი) 

პარასკევი, 18 ივნისი 

ჯგუფი E: შვედეთი-ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული (17:00 საათი, დუბლინი) 

ჯგუფი D: ხორვატია-ჩეხეთი (20:00 საათი, გლაზგო) 

ჯგუფი D: ინგლისი-ერთა ლიგის ჩ დივიზიონის გამარჯვებული (23:00 საათი, ლონდონი) 

შაბათი, 19 ივნისი 

ჯგუფი F: პლეი-ოფის გამარჯვებული A ან D-საფრანგეთი (17:00 საათი, ბუდაპეშტი) 

ჯგუფი F: პორტუგალია-გერმანია (20:00 საათი, მიუნხენი) 

ჯგუფი E: ესპანეთი-პოლონეთი (23:00 საათი, ბილბაო) 

კვირა, 20 ივნისი 

ჯგუფი A: იტალია-უელსი (20:00 საათი, რომი) 

ჯგუფი A: შვეიცარია-თურქეთი (20:00 საათი, ბაქო) 

ორშაბათი, 21 ივნისი 

ჯგუფი C: პლეი-ოფის გამარჯვებული D ან A - ჰოლანდია (20:00 საათი, ამსტერდამი) 

ჯგუფი C: უკრაინა-ავსტრია (20:00 საათი, ბუქარესტი) 

ჯგუფი B: რუსეთი-დანია (23:00 საათი, კოპენჰაგენი) 

ჯგუფი B: ფინეთი-ბელგია (23:00 საათი, სანკტ-პეტერბურგი) 

სამშაბათი, 22 ივნისი 

ჯგუფი D: ჩეხეთი-ინგლისი (23:00 საათი, ლონდონი) 

ჯგუფი D: ხორვატია-ერთა ლიგის ჩ დივიზიონის გამარჯვებული (23:00 საათი, გლაზგო) 

ოთხშაბათი, 23 ივნისი 

ჯგუფი E: ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული-ესპანეთი (20:00 საათი, ბილბაო) 

ჯგუფი E: შვედეთი-პოლონეთი (20:00 საათი, დუბლინი) 

ჯგუფი F: გერმანია-ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული (23:00 საათი, მიუნხენი) 

ჯგუფი F: პორტუგალია-საფრანგეთი (23:00 საათი, ბუდაპეშტი) 

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს, პლეი-ოფის სტადიაზე, 4 საუკეთესო მე-3-ეადგილოსანი შეუერთდება. 

მერვედფინალი 

შაბათი, 26 ივნისი 

1: 2A-2B (20:00 საათი, ამსტერდამი) 

2: 1A-2ჩ (23:00 საათი, ლონდონი) 

კვირა, 27 ივნისი 

3: 1ჩ-3D / E / F (20:00 საათი, ბუდაპეშტი) 

4: 1B-3A / D / E / F (23:00, ბილბაო) 

ორშაბათი, 28 ივნისი 

5: 2D-2E (20:00 საათი, კოპენჰაგენი) 

6: 1F-3A / B /ჩ (23:00 საათი, ბუქარესტი) 

სამშაბათი, 29 ივნისი 

7: 1D-2F (20:00 საათი, დუბლინი) 

8: 1E-3A / B /ჩ / D (23:00, გლაზგო) 

დასვენების დღეები 30 ივნისსა და 1 ივლისს. 

მეოთხედფინალი 

პარასკევი, 2 ივლისი 

QF1: მე-6 გამარჯვებული-მე-5 გამარჯვებული (20:00 საათი, პეტერბურგი) 

QF2: მე-4 გამარჯვებული-მე-2 გამარჯვებული (23:00 საათი, მიუნხენი) 

შაბათი, 3 ივლისი 

QF3: მე-3 გამაჯვებული-პირველი გამარჯვებული (20:00 საათი, ბაქო) 

QF4: მე-8 გამაჯვებული-მე-7 გამარჯვებული (23:00 საათი, რომი) 

დასვენების დღეები 4 და 5 ივლისს. 

ნახევარფინალი 

სამშაბათი, 6 ივლისი 

შF1: გამარჯვებული QF2-გამარჯვებული QF1 (23:00 საათი, ლონდონი) 

ოთხშაბათი, 7 ივლისი 

SF2: გამარჯვებული QF4 გამარჯვებული QF3 (23:00 საათი, ლონდონი) 

დასვენების დღეები 8, 9, 10 ივლისს. 

ფინალი 

კვირა, 11 ივლისი, (23:00 საათი, ლონდონი). 

* * * 

პოლონეთში, საუცხოო პერიოდი უდგას ვაკო გვილიას. მისმა ლეგიამ ბოლო ორი შეხვედრა მოიგო, შესაბამისად, 2:1 და 2:0. პირველ მატჩში, ვაკომ ერთი გოლი გაიტანა, მეორეში _ დუბლი შეასრულა და ის, რომ მისი გუნდი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია, სწორედ გვილიას დამსახურებაა. უპერგოლი (მაკრატელათი) გაიტანა „რუბინში“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ და საკუთარ გუნდს გაამარჯვებინა კიდეც. 

* * * 

სამწუხაროდ, მოსკოვის „ლოკომოტივში“ მოთამაშე საბა კვირკველია, ახალმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა და ფეხბურთელი, რომელსაც ორი წლის წინ, ინგლისის პრემიერლიგის კლუბები ეპატიჟებოდნენ, ახლა სათადარიგოა, რაც როგორც მის კარიერას, ისე ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად არ წაადგება. 

რუსულ პრემიერლიგაში, გასულ უქმეებზე, ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი მატჩი გაიმართა _ „უფამ“ „ტამოვს“ უმასპინძლა და ნიკა გიორგობიანის გოლით მოიგო, თუმცა ნიკა რუსეთის მოქალაქეა. ამავე მატჩში, გააძევეს კიდევ ერთი „რუსი“ გურამ თეთრაშვილი, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრმა, ჯიმი ტაბიძემ მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა. 

მხოლოდ რუსეთზე რომ არ ვთქვათ, უნგრეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, „მეზოკოვეშდი“-„ფეჰერვარის“ დაპირისპირებაში, გამარჯვების გოლი უკრაინის მოქალაქემ, მიხაილო მესხმა გაიტანა. ჩვენი ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა გუნდში, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვას მოქალაქე, სამასამდე ქართველი თამაშობს ანუ ეს ბიჭები საქართველოში რომ ირჯებოდნენ, ჩვენს ჩემპიონატსა და ფეხბურთს ნამდვილად ეშველებოდა. 

* * * 

მწვრთნელი შეეცვალა ჰოლანდიურ „ტვენტეს“. გონსალო გარსია, რონ იანსმა ჩაანაცვლა და პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ გუნდში, მხოლოდ ოთხი ფეხბურთელის დონე მაკმაყოფილებსო. ჟურნალისტებმა კითხვა გიორგი აბურჯანიაზე დაუსვეს, რომელსაც წინა დამრიგებელი მუდმივად ენდობოდა. 

„ვინ არის აბურჯანია? აუცილებელია, მასზე ვისსუბრო? ეს თემა არ მაინტერესებს“, _ განაცხადა იანსმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურს კარგი დროება ნამდვილად არ დაუდგა. 

* * * 

დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორია ის, რასაც გასულ კვირას, ეჭვით ვწერდით. აღარავინ მალავს, რომ ახალ სეზონს, ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია, მოსკოვის ცსკა-ში დაიწყებს. გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან, საქართველოს ნაკრების კაპიტნის რუსულ არმიულ კლუბში გადასვლას უკმაყოფილება მოჰყვა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შენგელიას კრიტიკას, თუმცა მას „ბასკონიას“ კულშემატკივრები, მეტსახელად „მეფეს“ ეძახიან, ხელის გულზე ატარებენ და რამდენად წაადგება მეფობიდან არმიული კლუბის რიგით ჯარისკაცობამდე დაქვეითება, დრო გვიჩვენებს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში