Menu
RSS

ადამიანები, რომლებიც კორონაზე სიმართლის თქმისთვის გააქრეს

კორონაპანდემია თანდათან კორონატერორს ემსგავსება ანუ, მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებების მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებს. ასე, მაგალითად, საპროტესტო აქცია გაიმართა ისრაელში, ასევე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ხალხმა მუშაობის უფლება მოითხოვა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა აშშ-ს მკაცრი კარანტინიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავისას არ იშლის და ამტკიცებს, რომ წინ უფრო საშინელი მოვლენები გველის. ამ ტრენდს ქართველი ექიმების ნაწილიც იზიარებს და ხალხს ეუბნება, რომ მომავალი 3-4 კვირა უმძიმესი იქნება. ამასობაში კი, ხალხს ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა, რომელზეც პასუხი არ არსებობს.

ასე, მაგალითად, მოსახლეობის ნაწილს აინტერესებს, როდემდე უნდა დავრჩეთ სახლში ან რას მოგვიტანს სახლში დარჩენა, როცა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა არსებობს, არც - სამკურნალო პრეპარატი და ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტია? ჯოგური იმუნიტეტი კი, ცხადია, სახლში დარჩენით ანუ იმით, თუ ადამიანები ქუჩაში არ გავლენ, ვერ გამომუშავდება. ამასთან, ისიც საინტერესოა, პიკი, თუკი ასეთი დადგება, რამდენ ხანს გასტანს და პიკის გადავლის მერეც მოგვიწევს თუ არა შინ დარჩენა?

ერთი სიტყვით, როგორც აღვნიშნეთ, ბევრი პასუხგაუცემელი და რიტორიკული კითხვა არსებობს. ეს გაურკვევლობა კი იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქიკაზე კოვიდზე არანაკლებ უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოზე ბევრად ძლიერი ეკონომიკა აქვთ, დაუსრულებელი შინ დარჩენა, შესაძლოა, ნაკლებად პრობლემური იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ათასობით ბავშვი შიმშილობს. კორონაპანდემიის გამო შემოსავალი თვითდასაქმებულმა ადამიანებმაც დაკარგეს, შესაბამისად, თანდათან რეალური ხდება, რომ ადრე თუ გვიან შესაძლოა, შიმშილის პანდემიის წინაშე დავდგეთ, რომელსაც სახლში დარჩენა ნამდვილად ვეღარ უშველის.

კიდევ ერთი, რაც ისედაც დრამატულ ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის, ისაა, რომ მკაცრი შეზღუდვები ყველაზე არ ვრცელდება ანუ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და „ზემოთ“ ერთი-ორი ნაცნობი უმეტესობას ჰყავს, იგივე ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილზე ვრცელდება. ესე იგი, ხალხს უსამართლობის განცდა აქვს, რაც პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენაა.

ერთი სიტყვით, კორონაისტერიკას დასასრული არ უჩანს და ამასობაში იგივე ინტერნეტში პერიოდულად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ხელოვნურადა არაა შექმნილი, მაგრამ მას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ.

მანიპულაციების თემას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ დასავლური მედიის ცნობით, ჩინეთში რამდენიმე ათასი ექიმი, რომელმაც კორონაზე საუბარი თავიდანვე დაიწყო ანუ კითხვები დასვა, უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. ამასთან, დასავლური მედია იმის შესახებაც ავრცელებს ცნობას, რომ პიროვნებები, რომლებიც კორონაზე გარკვეულ კითხვებს სვამდნენ, ჩინეთის ხელისუფლებამ საავადმყოფოში გამოკეტა.

ზოგადად, ჩინეთში მკაცრი ცენზურა კორონამდეც არსებობდა და შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ კორონას გაჩენის შემდეგ ეს ცენზურა კიდევ უფრო გამკაცრდა, მაგრამ ინტერნეტში იმის შესახებაც იწერება, რომ კორონაპანდემიის პარალელურად, გარკვეულ ადამიანებს, ესე იგი მათ, რომლებიც კორონაზე კითხვებს სვამდნენ, სამართალდამცავებთან პრობლემები ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაშიც შეექმნათ, თუმცა ამჯერად ამ თემას არ განვავრცობთ და ჩინეთში გაუჩინარებულ რამდენიმე ადამიანზე მოგაწვდით მეტ-ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას.

დავიწყოთ ექიმ ლი ვენლიანი, რომელიც კორონამდე ჩინეთში გმირად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში კორონავირუსის გავრცელების შესახებ დაწერა, პოლიციამ ჯერ გამაფრთხილებელი, მუქარის წერილი გაუგზავნა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ექიმის მთელი „დანაშაული“, როგორც ირკვევა, ის იყო, რომ კორონაპანდემიის თაობაზე ჩინეთის საზოგადოება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გააფრთხილა და იმ დღიდან მოყოლებული, მასზე მკაცრი მეთვალყურეობა დაწესდა. 

რენ ჟიხიანი ჩინელი მილიონერი გახლდათ, რომელმაც კორონას თაობაზე სოციალურ ქსელში უმძიმესი სტატუსი გამოაქვეყნა ანუ ყველაფერში ჩინეთის კომუნისტური პარტია დაადანაშაულა და პრეზიდენტს „კლოუნი“ უწოდა. ამის შემდეგ მილიონერი, როგორც ირკვევა, თვალით აღარავის უნახავს. 

ჟურნალისტი ჩენ ქიუში კი მოულოდნელად გარდაიცვალა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ ვუჰანში აფეთქებულ კორონავირუსის სიმძიმეზე კითხვები დასვა. 

კიდევ ერთი ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც კორონაპანიკას შეეწირა, ფანგ ბინი გახლდათ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფანგმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა. ვიდეოში უჰანის საავადმყოფოს მიღმა დარჩენილი ცხედრები იყო აღბეჭდილი. ჟურნალისტის ბინაში ჯერ პოლიცია შევიდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ის გარდაცვლილი იპოვეს. 

ლი ზეჰუაც ჩინელი ჟურნალისტი იყო და აპირებდა, უჰანზე რეპორტაჟი მოემზადებინა, მაგრამ არ დასცალდა -  26 თებერვლის შემდეგ გაუჩინარდა.

ყველა ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ კორონაპანდემიას ცალკეული ქვეყნების მმართველი წრეები ადამიანებზე ანგარიშსწორებისთვის იყენებენ ანუ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში კორონადიქტატურის აჩრდილი დადის, თუმცა 21-ე საუკუნეში ადამიანების მასობრივი გაკონტროლება მაინცდამაინც მარტივი არა

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში