Menu
RSS

ეკლესიისა და პოლიტიკური ელიტის კორონათამაშები

კოროანაპდემია თანდათან პოლიტიკურ თამაშებს ემსგავსება, რაც ყველაზე ნათლად საქართველოში ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ პოლიტიკური ელიტა დ საპატრიარქო მომაკვდინებელ ვირუსს იმისთვის იყენებს, რომ ხაზი საკუთარ ძლევამოსიელბას გაუსვას. ეს შესაძლოა, ვინმემ ხმამაღალ შეფასებად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე საგანგებო მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სახე აქვს ანუ ის, რაც არ ეპატიებათ რიგით მოკვდავებს და რის გამოც 3-ათასით ჯარიმდებიან, ეპატიებათ სასულიერო პირებს და მრველს.

 ეს „ორმაგი სამართალი“ განსაკუთრებით თვალნათელი ბზობაზე გამოჩნდა, როცა ტაძრებში სამ ადამიანზე მეტი იყო შეკრებილი, მაგრამ აზრად არავის მოსვლია, რომ კანონდამრღვევები დაეჯარიმებინათ. ისე, დაჯარიმებას ვინ ჩივის, როცა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, როცა ეს კითხვა დაუსვეს, ჟურნალისტებს ორაზროვნად უპასუხა, თქვენ, რა, გინდათ, ეკლესიაში პოლიცია შევიდესო?

 ამავე კონტექსტში ისიც უნდა ვთქვათ, რომ როცა საზოგადოება „ორმაგ სამართალზე“ იწყებს საუბარს, საპატრიარქო და მრევლი ყველაფერ ამას ეკლესიაზე შეტევად მიიჩნევს, არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივად არის - კორონავირუსი ეკლესიის კედლებშიც ისევე ვრცელდება, როგორც მაგალითად, რომელიმე პარტიის ოფისში. ამას გარდა, ისიც ცნობილია, რომ ნაკურთხი წყალი ვირუსს არ კლავს. შესაბამისად, იმის მოშველიება, რომ ეკლესიებში რეკომენდაციები დაცულია და ხატები ნაკურთხი წყლითაა გაწმენდილი, ცხადია, არასერიოზულია.

 რატომ არ იხევს საპატრიარქო უკან? - ეს არის კითხვა, რომელიც საქართველოში ბევრს აქვს, თუმცა პასუხს ვერ იღებს. საქმეში ჩახედულნი კი ამბობენ, რომ ამ „ძიძგილაობით“ ეკლესიის ადმინისტრაცია ცდილობს, საერო ხელისუფლებას დაანახოს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად იტყვის. სხვა დროსა და სიტუაციაში საპატრიარქოს პოზიცია შესაძლოა, გასაგები და მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ახლა, როცა საუბარი ადამიანების ჯანმრთელობაზეა, სასულიერო პირების უმეტესობის „მყარი პოზიცია“ და იმაზე ხაზგასმა, რომ სააღდგომო წესებში ცვლილებების შეტანა ქრისტეს ღალატი იქნება, ცოტა არ იყოს, არამყარი არგუმენტია.

 ღმერთმა დაიფაროს და, თუ ისე მოხდა, რომ იგივე სააღდგომო წირვა-ლოცვის დროს კორონავირუსმა მასიურად იფეთქა, აი, საინტერესოა, მაშინ რას იტყვიან უფლის მსახურები?

 ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეკლესია და საერო ხელისუფლება ერთმანეთს ღიად თუ ფარულად ექიშპება და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც „ციანიდის საქმე“ და ასევე, ის სკანდალი, რომელიც მეუფე პეტრემ (ცაავა) გასულწ ელს ააგორა. ყველაფერ ამის გამო, ნათელია, რომ წაგებული ეკლესიის ადმინისტრაცია დარჩა - სხვადასხვა მონაცემებით, ეკლესიების, მინიმუმ, შემოწირულობები შემცირდა. ყველაფერ ამის გათვაისწინებით, კორონა ალბათ, იმის კარგი საშუალება, რომ საპატრიარქომ მეტ-ნაკლებად დაცემული იმიჯი აღიდგინოს ანუ მტკიცე პოზია დაიკაოს და კორნასაფრთხის მიუხედავად, სააღდგომო რიტუალებში ცვლილებები არ შეიტანოს. არადა, ეს მაშინ ხდება, როცა თითქმის ყველა ქრისტიანულმა ეკლესიამ, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებულურმა ეკლესიამაც კორონასაფრთხე უფრო ადექვატურად შეაფასა და ვნების კვირის თითქმის ყველა ღონისძიების აპრობირებული პროტოკოლი შეცვალა.

 რითი დასრულდება პოლიტიკური ელიტისა და საპატრიაქროს კორონაქიშპი? - ამის თქმა ძალიან ძნელია, თუმცა ეპიდემიოლოგები მიანიშნებენ, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს. მართალია, ღიად არავინ ამბობს, ამ მომატების საბაბი შესაძლოა, ის გახდეს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია-მონასტრებში თავს უამრავი ადამიანი მოიყრის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ სოციალური დისტანციის დარღვევა შესაძლოა, ეპიდაეფთქების საბაბი გახდეს.

 ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ არ ხდება საერო კანონის გავრცელება თუნდაც მრევლზე, რომელიც იგივე ბზობას ეკლესიებში შესაძლოა, დისტანციით შეიკრიბა, მაგრამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადამიანი იყო თავმოყრილი? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს თუმცა კორონაპანდემიის დასრულების შემდეგ, ყველაფერს, ალბათ, ნათელი მოეფინება.

 

ნინო დოლიძე

 

 

 

დაბრუნება დასაწყისში