Menu
RSS

თიბისი COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

,,თიბისი შენთვის’‘ _ თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის. ეს პროგრამა COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად, თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი _ სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი _ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის. 

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა _ „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისისა და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინკომერციასა და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც ამ ახალ რეალობაში, მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს. 

მთლიანობაში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის მხარდასაჭერად, თიბისი 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებასა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში გამოიხატება.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში