Menu
RSS

რა ინფორმაცია მიაწოდეს „გამარჯვებული საქართველოს ლიდერებმა კოტე კემულარიამ და ანა რეხვიაშვილმა ავტორიტეტულ უფლებადამცველებს

,,გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერები კოტე კემულარია და ანა რეხვიაშვილი ავტორიტეტულ და გავლენიან უფლებადამცველებსა და ინსტიტუტებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრები შედგა: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ეკა გიგაურთან, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილესთან და საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან უჩა ნანუაშვილთან.

„ირაკლი ოქრუაშვილი პოლტიკური პატიმარია“, - განაცხადა ანა რეხვიაშვილმა და გავლენიან უფლებადამცველებს გადასცა ყველა ის მასალა და ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში არსებულ უამრავ ხარვეზს, დარღვევას, ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტისადმი ღია ანგარიშსწორებასა და გამოკვეთილად პოლიტიკურ დევნას შეიცავს.

,, ჩვენ ვთხოვეთ ცნობილ და გავლენიან უფლებადამცველებს, აქტიურად მიადევნონ თვალი ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს ისევე, როგორც პოლიტპატიმრების საქმეებს. მათ დასკვნებსა და პრინციპულ პოზიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ,, გამარჯვებული საქართველო’’ ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები, მჭიდროდ ითანამშრომლებენ უფლებადამცველ გავლენიან ინსტიტუტებთან , როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო გამოცემებთან, რათა დემოკრატიულმა სამყარომ ყოველდღიურად და კიდევ უფრო მეტი შეიტყოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიმართ ოლიგარქის ანგარიშსწორების შესახებ. პოლიტპატიმრები, რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდნენ ციხეებიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნიდან,“ - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ ,, გამარჯვებული საქართველოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა რეხვიაშვილმა.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში