Menu
RSS

ექიმი ვაჟა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ღირსება და სინდისია

გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი,  გაეროში უკრაინის, საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი დელეგაციის წევრი, ანა რეხვიაშვილი კიევიდან განცხადებას ავრცელებს რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 სრულიად დამთრგუნველი იყო  ჩემთვის და ყველა  ჩვენთაგანისათვის, როდესაც სიცრუის ფაბრიკის და  ბოტების შემდეგ,   ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ოცბების ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ჩაერთნენ.  ეს ხომ ხელისუფლების გამიზნული და შორსმიმავალი  ბრძოლაა სამშობლოსათვის თავდადების და თავგანწირვის წინააღმდეგ

ექიმი ვაჟა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ღირსება და სინდისია , ასე ჩავწერთ ჩვენ  უკრაინის, საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი დელეგაციის წევრები ჩვენს ერთობლივ განცხადებაში. რომელიც  მიმართულია გაეროს გენერალური მდივნის, გაეროს წევრი სახელმწიფოების მეთაურების და მსოფლიო საზოგადოებისადმი.  

- ჩვენ, უკრაინისა და საქართველოს ქალები-სამოქალაქო  და პოლიტიკრი ლიდერები, რომლებიც ამ წუთებშიც კი,   გაძლიერებული გეოპოლიტიკური აგრესიის ზონებში ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ;

- როდესაც ჩვენი ხალხები ცხოვრობენ პოსტ ომის ტრავმულ და სტრესულ რეალობაში;

- როდესაც  ჩემი თანამემამულე, უკვე მთელს მსოფლიოში გახმაურებული ექიმი და ჰუმანისტი  ვაჟა გაფრიდანშვილი  რამდენიმე  დღის წინ , კვლავ პატიმრობაში დატოვეს ცხინვალის ( სამხრეთ ოსეთი) ციხეში,  მხოლოდ იმიტომ, რომ  მან შეასრულა ექიმის მოვალეობა,  დახმარება გაუწია პაციენტს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააპატიმრეს    და ამ დღეებშიც,   ღირსეულმა ექიმმა და საქართველოს მოქალაქემ იგივე გაუმეორა  საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს, როდესაც   განაცხადა, რომ  მან, თავის  სამშობლოში - საქართველოში შეასრულა ექიმის   მოვალეობა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებულ არც ერთ სხვა საზღვარს არ აღიარებს;

- როდესაც უკრაინელი ხალხი ვერ ეგუება და არასოდეს შეეგუება უკრაინის დაშლას ოკუპირებულ და ბუფერულ ზონებად და რამდენიმე დღის წინ, უკრაინის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მანდატით აღჭურვილმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სრულიად მკაფიოდ  უთხრა ნორმანდიული ფორმატის   მოლაპარაკების ყველა მხარეს, რომ ის არსოდეს წავა დათმობაზე უკრაინის საზიანოდ  და ყველგან და ყოველთვის მოლაპარაკება რუსეთთან წარიმართება  მხოლოდ ერთიანი უკრაინის ფარგლებში.

 ჩვენ ამ  და სხვა  ძლიერი გზვნილებით  მივმართავთ  გაეროს გენერალურ მდივანს და მსოფლიო საზოგადოებას და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან  64-ე სესიაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართბა გაეროს შტაბ-ბინაში.

 ჩვენ ვართ  ძლიერი ქალების თაობა

ჩვენ ვართ  ძლიერი ქალების თაობა და  არავითარი უფლება არა გვაქვს  შევეგუოთ და გულგრილად  ვუყუროთ იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.

- დღეს , ჩვენ კიევიდან ვეუბნებით საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ არის ადვილი დრო ყველასთვის.

- დღეს, როდესაც ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებს კრიზისების მოგვარების გზებს, როდესაც ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი შფოთვით ფიქრობს  შვილებზე და მომავალზე,  ჩვენ, განსაკუთრებით ქალებს გვესმის კარგად  ჩვენი მისია. ჩვენი  პასუხისმგებლობა და საჭიროება, რათა  აქტიური მონაწილეობა  მივიღოთ ჩვენი ქვეყნების და საერთაშორისო  გადაწყვეტილებებში,უმნიშვნელოვანესი  სასიკეთო  ცვლილებებისათვის.

ამიტომაც , მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები,  ამიტომაც შევქმენით ერთანი დელეგაცია გაეროში და ვეუბნებით მსოფლიოს, რომ  ჩვენ ძლიერი ქალების თაობამ, უკრაინის,  საქართველოს და  პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების ქალებმა, სამოქალაქო და პოლიტიკურმა ლიდერებმა, შევქმენით  მშვიდობის და განვითარების,  ნდობის და პარტნიორობის, ღირსების, დამოუკიდებლობის და თავისუფლების  სარტყელი.

ბარბარობას გილოცავთ ყველას!

                                                                  

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში