Menu
RSS

გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა რეხვიაშვილი ოფიციალური ვიზიტით კიევში გაემგზავრა

 საერთაშორისო  გეოპოლიტიკური პლატფორმის, უკრაინის, საქართველოს და პოლონეთის სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერ ქალთა გეოპოლიტიკური ალიანსის მიწვევით გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა რეხვიაშვილი  ოფიციალური ვიზიტით კიევში გაემგზავრა.

16 დეკემბერს, 15:00 კიევში, უკრაინის ახალი ამბების სააგენტოში  გაიმართება  ალიანსის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც Ukrinform პირდაპირი ეთერით გადასცემს.

ანა რეხვიაშვილი, კიევში გამართულ  პრესკონფერენციაზე, უკრაინული და საერთაშორისო მედიის წინაშე წარსდგება, როგორც  საერთაშორისო ევროპული ორგანიზაციის _EUGS- International Development and Leadership Network პრეზიდენტი, რომელიც გეოპოლიტიკური ალიანსის გადაწყვეტილებით გახდა   გაეროში უკრაინის, საქართველოს და პოლონეთის ლიდერ ქალთა  ერთობლივი დელაგაციის წევრი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება არის ის, რომ გაეროში უკრაინის, საქართველოს და პოლონეთის ლიდერ ქალთა  ერთობლივი დელაგაცია, უკრაინული და საერთაშორისო მედიის წინაშე  კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმისა და ჰუმანისტის ვაჟა გავრინდაშვილის გათავისუფლებისათვის სპეციალურ  მიმართვას გაუგზავნის გაეროს გენერალურ მდივანს.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ისაუბრებს,   საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში