Menu
RSS

აზრთა სხვადასხვაობას „ებრძვიან“ პარტიული კუთვნილების მიკუთვნებით

ქართული პოლიტიკური გარემო აჩვენებს, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პოზიცია და ოპოზიცია. ასევე, საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც პოზიციასთან და ოპოზიციასთან ერთად იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. თუმცა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის კონტრასტიდან გამომდინარე, საზოგადოების უმრავლესობა: 

  • არც პოზიციას ემხრობა და არც ოპოზიციას. ამასთან, შეუპოვრად და დამოუკიდებლად იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. ასეთი მოცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ მოთხოვნებს უყენებს პოლიტიკურ სპექტრს (როგორც ოპოზიციას ისე პოზიციას), „მოთხოვნები არ მუშაობს“; 
  • „ვერ კარნახობს“ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოს, რადგან მისი როლი შემცირებულია, შესაბამისად პოლიტიკის ეფექტიანობაც დაბალია; 
  • აკეთებს შეფასებებს, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები განიხილავს, როგორც კრიტიკას. აღსანიშნია, რომ საზოგადოებების შეფასებები არის ერთგვარი რეცენზირება . რეცენზია პოლიტიკურ აქტივობაზე, პროგრამებზე, რეფორმებზე, პოლიტიკურ სიტყვასა და პროცესზე. ამასთან, საზოგადოებრივი რეცენზია არ ნიშნავს მხოლოდ კრიტიკასა და მხოლოდ ნეგატიური მხარეების წარმოჩენას. „საზოგადოებრივი რეცენზირების პროცესი“ პოლიტიკური პროცესებისა თუ სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და სრულყოფისაკენ მიმართული პროცესია; 
  • იდეებითა და ინიციატივებით „კვებავს“ აღმასრულებელ ორგანოებს. თუმცა იდეების რეალიზება და მუშა ინიციატივების არსებული შედეგები ჯამში, საზოგადოებრივი ოპტიმიზმსაც „ვერ კვებავს“; 
  • აჩვენებს აზრთა სხვადასხვაობასა და დემოკრატიულ მსოფლმხედველობას. სამწუხაროდ, საქართველოში აზრთა სხვადასხვაობას „ებრძვიან“ პარტიული კუთვნილების მიკუთვნებით. ხაზგასასმელია, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს არც ოპოზიციას და არც პოზიციის პარტიულ კუთვნილებას; 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აღვნიშნავ, რომ: 

  • საზოგადოებამ აჩვენა ლოიალობისა და მიტევების გაკვეთილი. ამასთან, პოლიტიკაში ძალაუფლების კონცენტრაციის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს პოტენციალი აჩვენოს საზოგადოებრივი მონიტორინგის, პოლიტიკის შეცვლის, დისციპლინისა და ორგანიზების გაკვეთილი. 
  • საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, არის სწორედ ის მესამე ძალა, რომელიც თვითდინებით მიიღებს ორგანიზებულ სახეს; 
  • ჯამში, აღვნიშნავ, რომ მართალია, საზოგადოებას არ აქვს ადეკვატური რესურსები, რაც ასუსტებს მის გავლენებს (რითაც პოლიტიკა სარგებლობს), თუმცა უცხოეთში მყოფი ქართული სათვისტომოების რესურსი და ფინანსური პოტენციალი არის ახალი ძალის ხელშემწყობი საფუძველი; 

რატი აბულაძე

დაბრუნება დასაწყისში