Menu
RSS

თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი. 

ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს, იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული, მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის: 

•თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად; 

•თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად; 

•ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას; 

•სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს: 

•შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას; 

•სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას; 

•წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვა. 

 

პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე, სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნისა და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება. 

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია _ tbcmortgage.ge ბმულზე.

 

დაბრუნება დასაწყისში