პოლიტიკა - ვერსია - ვერსია http://versia.ge Sat, 24 Aug 2019 20:00:37 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb პრემიერობის ახალი კანდიდატი - „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ბახტაძის ოთარ დანელიათი შეცვლას ითხოვს http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6295-პრემიერობის-ახალი-კანდიდატი-„ოცნების“-საპარლამენტო-უმრავლესობა-ბახტაძის-ოთარ-დანელიათი-შეცვლას-ითხოვს.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6295-პრემიერობის-ახალი-კანდიდატი-„ოცნების“-საპარლამენტო-უმრავლესობა-ბახტაძის-ოთარ-დანელიათი-შეცვლას-ითხოვს.html

„დანელია, როგორც პრემიერი, ხელისუფლებისთვის სტაბილურობის მომტანი იქნება“ - ხათუნა ლაგაზიძე

მმართველ გუნდში დიდი ვნებათაღელვაა, ანუ პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე, მინისტრთა კაბინეტი უნდა შეიცვალოს. ახლა კამათი, როგორც კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, იმაზე არ მიდის, თუ ვინ დაიკავებს განათლების ან სულაც, შერიგების მინისტის პორტფელს ვინ დაეპატრონება. მთავარი ინტრიგა ის გახლავთ, ვინ გახდება ახალი პრემიერი და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი. ბოლო დღეებში მედია აქტიურად ასახელებს პრემიერობის ორ კანდიდატს - გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილს, თუმცა, ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას მოიაზრებს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მათ განსახილველად გიორგი გახარიას კანდიდატურას არ წარუდგენს. უფრო მეტიც, როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, მმართველი გუნდის დეპუტაცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევაში მომავალი პრემიერი არათუ თავად დაასახელოს, არამედ მინისტრთა კაბინეტის ახალი მეთაურის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დასახელდეს.

არის თუ არა უმრავლესობაში ვინმე ისეთი, ვინც შესაძლოა, პრემიერი გახდეს? - ჩვენი წყარო ღიად ამბობს, რომ დიახ, ასეთი კანდიდატურა არსებობს და ის ოთარ დანელიაა, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით მუშაობის ბეგრაუნდი კი არ აქვს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის.

„დანელიას განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თეთრი სახლისთვის მისაღები იქნება. ამასთან, დანელიას შესწევს უნარი, იგივე კრემლთანაც ხისტი პოზიცია დაიკავოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ამას გარდა, დანელიას სასარგებლოდ ისიც მუშაობს, რომ გაეროში საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და იდეალური მენეჯერული თვისებებითაც გამოირჩევა“, - ამბობენ საპარლამენტო უმავლესობაში, სადაც კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, დანელია, დავალებების უსიტყვო შემსრულებელი არ არის, ანუ მას შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პერსონებს, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში არიან შემჩნეულნი. 

რატომ სურთ „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურა მათი რიგებიდან დასახელდეს? - ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პასუხისმგებლობა უდევს, ანუ დასამალი არავისთვის არის, რომ წინა პრემიერების შერჩევაში „ოცნების“ დეპუტაციამ მინიმალური მონაწილეობა მიიღო. მიუხედავად ამისა, ყველა პრობლემაზე, რაც თუნდაც მამუკა ბახტაძის პრემიერობისას წარმოიქმნა, მოსახლეობასთან თავის მართლება სწორედ დეპუტატებს უწევთ. ზოგადად, მსგავს გართულებებს ადგილი მომავალშიც რომ აღარ ჰქონდეს, „პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ ახალი პრემიერის დასახელებამდე მმართველი გუნდის ხელმძღვანელმა ბირთვმა კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთან გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელოს ახალი პრემიერის კანდიდატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფი ისევ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება“.

 

რას ფიქრობენ დანელიას გაპრემიერებაზე უმრავლესობის წევრები და ექსპერტები? - ჩვენ ამ კითხვით პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას მივმართეთ. მართალია, კაკულიამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ღიად არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. ყოველ შემთხვევაში, სატელეფონო საუბრისას შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაცია აპირებს, პრემიერის პოსტზე, იმ შემთხვევაში თუ გახარია არ იქნება წარდგენილი, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს და ეს, დიდი ალბათობით, ოთარ დანელია იქნება.

 

„სიმართლე გითხრათ, ამ სიღრმეებში შესვლა არ მინდა, რადგან ასეთი ტიპის კონსუტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ზოგადად, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ პრემიერის გამოსვლას დაველოდებოდი, რომელიც პარლამენტში იგეგმება და აქედან გამომდინარე, არ მინდა, ამ თემაში შევდიოდე, მით უმეტეს, რომ ასეთ კონსულტაციაში მონაწილეობის ფაქტი არ შემდგარა. ამ ეტაპზე კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული პასუხის გაცემაც არ შემიძლია,“ - გვითხრა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ექსპერტებს, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ცალსახად მისასალმებელია, რომ უმრავლესობას თავისი სურვილები გაუჩნდა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი დადგება თუ არა, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, ოთარ დანელიამ ის შეძლო, რაც მისმა ძალიან ბევრმა წინამორბედმა ვერ შეძლო - მიწის კოდექსი მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მით უმეტეს, რომ მიწის კანონმდებლობა მანამდე დაურეგულირებელი იყო და უამრავ ადამიანს პრობლემას უქმნიდა. მოკლედ, დანელიამ ამ საკითხის მოგვარება შეძლო.

ამას გარდა, ამ ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე, დანელია ერთგვარად ნეიტრალური და კონსენსუსური ფიგურაა, რომელზეც არც კორუფციული სკანდალები მახსენდება და არც - ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული მიუღებლობა. ამ თვალსაზრისით, სიმშვიდის ბარომეტრს თუ გავზომათ, მისი ფიგურა, როგორც პრემიერის, ხელისუფლება შეიძლება კარგად გამოადგეს.

სხვათა შორის, ამ სიტუაციაში მისი დასავლური განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაერო-სთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს. ერთი სიტყვით, დანელია, შეიძლება, კარგად „გაიყიდოს“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დასავლეთშიც, რადგან გარკვეული ბმა დასავლეთთან აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ჯერ მთავრობის შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუმცა, თუ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი, „ოცნება“ დადგება არჩევანის წინაშე: სტაბილურობა თუ რევოლუციური ძვრები. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დასჭირდება ფიგურა, რომელიც სტაბილურობის მომტანი იქნება იმ ძალიან მძიმე და რთული წლის განმავლობაში, რომელიც „ოცნებას“ ელის“. დანელიას ფიგურამ, შესაძლოა, სწორედ ეს რევოლუციური დუღილი აარიდოს ხელისუფლებას თავიდან“, - აცხადებს გავლენიანი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ოცნებას“ ბევრი ფიქრის დრო აღარ აქვს.

 

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Thu, 22 Aug 2019 12:29:55 +0400
გვარამია - „ოცნების“ დილემა http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6288-გვარამია-„ოცნების“-დილემა.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6288-გვარამია-„ოცნების“-დილემა.html

როგორ გახდა პოლიტიკური აქტიორი და აქვს თუ არა პრემიერობის ამბიცია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 

თაფლი, შაქარი და მურაბა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ისეთი აგრესიული და ეპატაჟურრი გახდა, რომ თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი შეშურდება. ისე, ხმა დადის, მიშაზე დიდი ამბიციები აქვსო ანუ ახლა, პრეზიდენტობა არ ენდომება, რადგან მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ, ბუტაფორიაა. მას კი ბუტაფორიობა არაფერში სჭირდება. ჰოდა, ამიტომაც, კულუარებში ჩურჩულით კი არა, უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პრემიერის პოსტს მოითხოვსო. ცხოვრებაში ადამიანმა არასოდეს უნდა თქვას „არასოდეს“. ამიტომაც, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ პრემიერობას მართლა უმიზნებს. სხვათა შორის, ბრალი რომ წაუყენეს, პრინციპში, პირველად და მკაფიოდ განაცხადა, პოლიტიკაში წავალო.

 

მოკლედ, ალბათ, მიხვდით, ვისზეც ვსაუბრობთ. დიახ, არ შემცდარხართ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფაქტორს განვიხილავთ.

 

სხვათა შორის, გვარამია ახლაც პოლიტიკაშია ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედია-მენეჯერის მანტია მოირგო, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ოპოზიციას და, ასევე, ხელისუფლებასაც დღის წესრიგს ის უდგენდა. უფრო მეტიც, ზოგი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ გვარამია ოპოზიციის არაფორმალური ლიდერია, რომლის მოთოკვა ზოგჯერ თავად სააკაშვილსაც უჭირს.

 

როგორ გახდა ნიკა გვარამია ანგარიშგასაწევი ფიგურა და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური აქტიორი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივიც არის და რთულიც, თუმცა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ: გვარამიას აღმასვლა - არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. იკითხავთ, ეს როგორო? როგორ და მარტივად: გვარამიას ოჯახი, ყოველ შემთხვევაში, მამისი, აწ განსვენებული ანზორ გვარამია ზვიად გამსახურდიას იდეების პატივისმცემელი იყო. თავად გვარამიაც პოლიტიკაში ე.წ. ზვიადისტური ქვოტით მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს ზვიად ძიძიგურის თანამებრძოლი, ესე იგი, საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების წევრი იყო. 

„ნიკა გვარამია 1976 წლის 29 ივნისს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1998 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 2000-2003 წლებში, საადვოკატო კომპანია შპს „სანდო“-ში მუშაობდა. 2004 წელს მუშაობდა სს „თელასში“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების წევრი; არჩეული იყო პარტიული სიით საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების პარტიიდან.

ასევე, იყო საგარეო ურთიერთობათა, იურიდიული საკითხთა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და პარლამენტის საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.

2007 წლის მარტში, ნიკა გვარამია დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ, 2007 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე კი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

აღნიშნული თანამდებობა მან საკუთარი ნებით დატოვა და ის დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, გვარამიას სწავლის გაგრძელება სურდა და თანამდებობაც საკუთარი სურვილით ამიტომ დატოვა,“ - ვკითხულობთ გვარამიას ბიოგრაფიაში, რომელიც ქართულ „ვიკიპედიაზეა“ გამოქვეყნებული.

მართალია, გვარამია რიგითი დეპუტატი არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ფართო საზოგადოებას გენპროკურორობის მოადგილეობით დაამახსოვრდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ეს პოსტი ეკავა 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის დროს და, შესაბამისად, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების ყველა, ან თითქმის ყველა განცხადებას ახმოვანებდა. ეს კი არადა, ხალხური მითოსით, ფილმიც - „ნომებრიდან ნომებრამდე“ გვარამიამ გადაიღო, თუმცა თავად ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, გვარამიას აქტიურობა აღარ შეიმჩნეოდა, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა თუ არა, ცნობილი გახდა, რომ ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ისევ ქართული „ვიკიპედია“ მოვიშველიოთ:

„ნიკა გვარამია 2012 წლის 14 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე წლის 19 დეკემბერს, ის, ალეკო ხეთაგურთან, დევი კანდელაკთან და კახა დამენიასთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ისინი, არასამეწარმეო მიზნით, ენერგოკომპანიების მიერ, თითქოს საკონსულტაციო მომსახურებისთვის, 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. ნიკა გვარამიას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და საპატიმროდან მალევე გაათავისუფლეს. 

„სასამართლო იყო ობიექტური და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო სტაბილური ინსტიტუცია გამოდგა სასამართლო“, - განაცხადა გვარამიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.“ 

ისტორია თითთქოს მეორედება ანუ შვიდი წლის შემდეგ, გვარამიას საქმიანობით ისევ სამართალდამცავები არიან დაინტერესებულნი, თუმცა ამჯერად, წინასგან განსხვავებით, გვარამისთვის წაყენებული ბრალი არცთუ დამაჯერებელია. კერძოდ, გამოძიება ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ მათაც კი, ვისაც გვარამიას მაინცდამაინც დიდი სიმპათია არ აქვთ, ბრალდების უტყუარობაში ეჭვი ეპარებათ. ყოველ შემთხვევაში, არსებობს მოსაზრება, რომ გვარამიასთვის ბრალი, ვთქვათ, ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების გამო რომ წარედგინათ, ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა და იგივე დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს გამადიდებელი შუშით ადევნებენ, კითხვის ნიშნები არ დარჩებოდათ, რადგან დემოკრატიულ და ცივილურ ქვეყნებში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება თვით სიტყვის თავისუფლებაზეც მაღლა დგას.

ახლა კი ისე გამოდის, რომ გვარამიას ხელისუფლება თითქოს მწვავე ოპოზიციონერობისთვის სჯის. სხვათა შორის, საამისოდ ფონს თავად გვარამია და მისი მხარდამჭერებიც ქმნიან, რასაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის ეპატაჟიც ემატება ანუ სანამ სამაუწყებლო კომპანიის მენეჯერი იყო, ცდილობდა, რამე ისეთი გაკეთებინა, რაზეც საზოგადოება კარგა ხანს ილაპარაკებდა. ასე, მაგალითად, ქართულ ჟურნალისტიკაში გვარამიამ ახალი სკაბრეზული სტანდარტის დამკვიდრება სცადა - პირდაპირ ეთერში გინებას და უწმამწური სიტყვების თქმას არ ერიდებოდა. ამით „ანტიოცნებელებს“ თავიდან გულს ფხანდა, მაგრამ იგივე ნაციონალური მოძრაობის ბევრი მიმდევარი პირად საუბრებში ამბობს, რომ გვარამიას ეს უხამსობა არ მოსწონდა და ნერვებს უშლიდა.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვარამია ბრალდებულია და სექტემბრრის შუა რიცხვებამდე თუ გირაოს - 40 ათასს არ გადაიხდის, შესაძლოა, საკანშიც აღმოჩნდეს, ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ შოუს მაინც ის დგამს. დიახ, გვარამია პოლიტიკური ნიუსების „გაკეთების“ დიდოსტატია და იგივე სასამართლო სხდომაც, სადაც იმაზე მსჯელობდნენ, პროკურატურის მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ თუ არა, შოუდ აქცია და ამით ხელისუფლებაზე მორალური უპირატესობა მოიპოვა.

და კიდევ ერთი: ძნელი სათქმელია, ხელისუფლებას გვარამიას დაჭერა აწყობს თუ არა, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ გვარამიას უნდა, დაიჭირონ. რატომ? - იმიტომ, რომ ეს საზოგადოების ნაწილში მის პოლიტიკურ რენომეს გაზრდის და დასავლეთის წინაშეც უფრო მეტი სათქმელი ექნება, აი, პოლიტპატიმარი ვარო. 

მოკლედ, გვარამიასთან მიმართებაში მმართველი ელიტა რთულ სიტუაციაშია და, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, გვარამიას სახით მის წინ კლდეა, უკან - მეწყერი! 

ნინო დოლიძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Tue, 13 Aug 2019 17:23:35 +0400
მშვიდობა, რომელიც ომზე საშიშია! - აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6283-მშვიდობა,-რომელიც-ომზე-საშიშია-აგვისტოს-ომიდან-11-წელი-გავიდა.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6283-მშვიდობა,-რომელიც-ომზე-საშიშია-აგვისტოს-ომიდან-11-წელი-გავიდა.html

200-წლიანმა რუსულმა ოკუპაციამ ქართველებში თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ვერ ჩაკლა!

ხვალ 8 აგვისტოა... 

ხვალ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს თავს უნდა დაესხას, ქართული სოფლები დაბომბოს, მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცოს და ქართველთა სახლ-კარი მიწასთან გაასწოროს... 

დიახ, ხვალ 8 აგვისტოა, თარიღი, რომელმაც 11 წლის წინ, მთელი პლანეტა შეძრა და თარიღი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოში ცივილურმა და დემოკრატიულმა სამყარომ საბოლოოდ ირწმუნა, რომ რუსეთი, უფრო კონკრეტულად, კრემლი და მისი ერთპიროვნული მმართველი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი პირსისხლიანი მმართველია, მმართველი, რომელთანაც ხუმრობა არ შეიძლება! 

ისე, არავინ იცის, ევროპის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო, ხუთდღიანი ომი რამდენ ხანს გასტანდა. ამას გარდა, ბოლომდე არც ის ვიცით, რა წერია ე.წ. სარკოზის გეგმაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა გახდა. სხვათა შორის, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ აგვისტოს ხუთდღიანი ომი მსოფლიოს გავლენიანმა პოლიტიკურმა წრეებმა დაგეგმეს და ყველაფერი ეს იარაღის უკანონო ვაჭრობის მიჩქმალვას ემსახურებოდა. გამორიცხული, რასაკვირველია, არაფერია, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტია: 2008 წლის 8 აგვისტო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში კოშმარული თარიღია, თარიღი, რომელმაც არაერთი მანდილოსანი დააქვრია, არაერთი მოზარდი კი დააობლა.

მოსალოდნელი იყო თუ არა აგვისტოს ომი? - ამ კითხვაზე შეგვიძლია, მარტივად ვუპასუხოთ: დიახ, მოსალოდნელი იყო! ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, პოლიტიკურ წრეებში ხმა დადიოდა, რომ კრემლი საქართველოს სერიოზულ პროვოკაციას უმზადებდა. იმაზე, რომ პროვოკაცია იყო მოსალოდნელი, ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატებიც მიანიშნებდნენ, თუმცა რაც მოსახდენი იყო, სამწუხაროდ, მაინც მოხდა.

ამ ომის ქრორნოლოგია კი ასეთია:

1 აგვისტო - სოფელ ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი;

2 აგვისტო - ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი იჭრება. ასევე, ზიანდება საცხოვრებელი სახლები;

3 აგვისტო - რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყვეტილია;

4 აგვისტო - ოფიციალური თბილისი აცხადებს, ოსებთან ერთად, ქართულ სოფლებს თავს რუსებიც ესხმიან, თუმცა ამას დე ფაქტო ცხინვალსა და ოფიციალურ მოსკოვშიც უარყოფენ;

5 აგვისტო - ოსი სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბართმტყორცნიდან ცეცხლი გახსნეს, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბრალს ქართულ მხარეს უყენებს და ამბობს, რომ ქართველებმა ოსი „სამართალდამცავების“ საგუშაგოები დაცხრილეს. შესაბამისად, ოსების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 „ბოევიკი“ ჩადის, სეპარატისტებს დახმარებას დონის კაზაკების ბატალიონიც უცხადებს. პარალელურად, ცხინვალსა და მისი შემოგარენიდან ოსები ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის გეგმას ამუშავებს... ცნობილი ხდება, რომ 7 აგვისტოს საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, იური პოპოვი გეგმავს ჩამოსვლას;

6 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა სოფლების - ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს.

7 აგვისტო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. უცხოეთში საქართველოს საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოსახლეებიც. 

8 აგვისტო - იწყება მასშტაბური საომარი მოქმედებები. ოფიციალური თბილისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალს სრულად აკონტროლებენ. მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებაში რუსეთის საჯარისო შენაერთები, კერძოდ, 53-ე არმია ოფიციალურად ერთვება. ამასთან, რუსი ოკუპანტები თარეშს, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ, ანუ რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვს აგდებს; რუსული СУ-24 ბომბავს ქარელის რაიონის სოფელი ვარიანს, რომელიც თბილისიდან 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. 6 რუსული ხომალდიდან ორი სამ ჭურვს გორში აგდებს, რომელთაგან ერთი სტადიონთან ახლოს ფეთქდება, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე, მესამე კი - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდანაც შემოდიან და ვაზიანის სამხედრო აეროპორტს ბომბავენ; ამასთან, რუსული სამხედრო ავიაცია მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზებსაც ბომბავენ. ინგრევა შენობა-ნაგებობები... არის მსხვერპლიც;

9 აგვისტო - იბომბება ფოთის პორტი, რის შედეგადაც ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; რუსები სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობ ჭურვებს ყრიან. იღუპება ერთი სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი. ასევე, იბომბება სენაკის რკინიგზის სადგური, სადაც რვა ადამიანი იღუპება. ამავე დღეს დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა;  რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ბომბებს ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კოპიტნარის აეროდრომზეც ყრიან; ასევე, აგრძელებნ გორის დაბომბვას... რუსეთის საჰაერო ძალები თავს ესხმიან ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის, სოფელ ომარიშარას აეროდრომს;

დაიბომბა ქალაქი ონიც.

10 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად, ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტშიც ჩამოყარა;

11 აგვისტო - რუსები გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში მდებარე სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგურს ბომბავენ; რუსული ავიაგამანადგურებლები ისევ აგრძელებენ კოდორის ხეობის დაბომბვას; რუსული ბომბები ცვივა ბათუმთან მდებარე სოფლებში - შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვარი). 

12 აგვისტო - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს. 

ამავე დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, მხარეები ცეცხლის განუახლებლობის შესახებ 6-პუნქტიან ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმდებიან. საქართველოს პარლამენტი კი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ აქტის მზადებას იწყებს.

12 აგვისტოსვე, საქართველო დსთ-ს ტოვებს. 

პარალელურად, საქართველოს მთავრობას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებზე სარჩელი შეაქვს. აღსანიშნავია, რომ სარჩელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას ეფუძნება და მასში ნათქვამია, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციით დამთავრებული, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იარაღის მიწოდებას, ჯარისკაცების დაქირავებასა და რუსეთის კუთვნილი შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას უწყობდა ხელს, რასაც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები მოჰყვა. 

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია სეპარატისტული რეგიონების - ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.

2008 წლის 1 სექტემბერს, ქართველებმა, როგორც მთელ საქართველოში, ასევე, ქვეყნის გარეთაც  „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს და ამით კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია!

***

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, 11 სევდიანი წელი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცების ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, იმ ხუთდღიანი კოშმარის დავიწყება შეუძლებელია! დიახ, 2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ისე, ამაში ეჭვი შეტანა არც მანამდე შეიძლებოდა, რადგან ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეზობელმა ჯერ კიდევ ორასი წლის წინ დაგვიპყრო და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო თავის გუბერნიად ექცია, მაგრამ ამ ორი საუკუნის განმავლობაში, დიდი წნეხისა და რეპრესიების მიუხედავად, ჯერ ცარისტულმა და შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა ქართველებში თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ვერ ჩაკლა და... 2008 წლის აგვისტოში გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის მეომრებმა და სხვებმა მტერთან ბრძოლაში არნახული გმირობა გამოიჩინეს!

****

ხვალ 8 აგვისტოა...

ხვალ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს თავს უნდა დაესხას...

რუსულ-ქართული ომი ხუთ დღეში დამთავრდება და... 11 წელია, მოჩვენებითი მშვიდობაა გამეფებული!

ეს მშვიდობა ომზე უარესია!

დიახ, ომი დამთავრდა, მაგრამ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს და არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია! 

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 07 Aug 2019 16:03:24 +0400
„რუსული ოკუპაციის ავტორი რუსეთია, თანაავტორი კი - ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ღარიბაშვილი http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6282-„რუსული-ოკუპაციის-ავტორი-რუსეთია,-თანაავტორი-კი-ნაციონალური-მოძრაობა“-ირაკლი-ღარიბაშვილი.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6282-„რუსული-ოკუპაციის-ავტორი-რუსეთია,-თანაავტორი-კი-ნაციონალური-მოძრაობა“-ირაკლი-ღარიბაშვილი.html

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ რუსული ოკუპაცია ქართული სახელმწიფოს სხეულზე მოუშუშებელი იარაა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ამ ოკუპაციის ავტორი რუსეთია, თანაავტორი კი ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა „მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.“

 

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.

 

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა, არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს.

მაგრამ იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!“

 

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Tue, 06 Aug 2019 23:31:48 +0400
ვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა ოქრუაშვილი http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6277-ვის-ეყრდნობოდა-და-ეყრდნობა-ოქრუაშვილი.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6277-ვის-ეყრდნობოდა-და-ეყრდნობა-ოქრუაშვილი.html

 

თავდაცვის ექსმინისტრის „გაქოცებული“ თანაგუნდელები და „ოქროს“განქოცებული გარემოცვა 

ის არც რობინ ჰუდია და არც - კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი. ის ოდიოზური ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა. ამის მიუხედავად, უკვე ათ წელზე მეტია, ცდილობს, ერის გადამრჩენელის მანტია მოირგოს და ხალხს თავი ისე მოაჩვენოს, რომ თითქოს ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთია, მაგრამ მის ბიოგრაფიას თვალს კარგად თუ გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს საფუძველი თავად ჩაუყარა. ყოველ შემთხვევაში, „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალებიდან, ის პირველი იყო, რომელმაც ხალხის დაწიოკება დაიწყო - ყველას გვახსოვს, როგორ შევარდა შიდა ქართლის ერთ-ერთ საროსკიპოში და სექსმუშაკები და მათი კლიენტები, სულ „სმირნაზე“ დააყენა. მერე იყო ბონდო შალიკიანის ეპიზოდი, როცა ქუთაისელ „კანონიერ ქურდსა“, თუ „კაი ბიჭს“ საკუთარ სახლში შეეჭრა და... შალიკიანი ტელეკამერების წინ, სულ „ტრუსიკ-მაიკით“ არბენინა. ირაკლი ოქრუაშვილთან ასოცირებული სხვა ძალადობის ფაქტებიც გვახსოვს, თუმცა ამჯერად ეს თემა, როგორც იტყვიან, „დავაქენსელოთ“ და აქცენტი „ოქროს“ ამჟამინდელ და ყოფილ თანაგუნდელებზე გავაკეთოთ.

მაშ ასე, ამჯერად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თუმცა ეს მისი, როგორც დამოუკდიებელი პოლიტიკური მოთამაშის, მესამე რეგალიაა. ჰოდა, ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით და ქრონოლოგიურად.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილსა და ზოგადად, ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა, ოქრუაშვილმა პარტია - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის დააფუძნა.

ვინ იყვნენ მაშინ „ოქროს“ თანამებრძოლები? ვინ და, იმ დროისთვის ძალიან, ძალიან პოპულარული „ფეისები“. კერძოდ, თავდაცვის ექსმინისტრის გვერდით, „რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი სახეები - ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა და თამარ რუხაძე გამოჩნდნენ. ამას გარდა, მოძრაობაში იყვნენ: დეპუტატები - თეო ტლაშაძე, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე. ოქრუაშვილის პარტიის მთავარ „მოზგად“ კი ადვოკატი, ეკატერინე ბესელია მიიჩნეოდა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ, „ოქრო“ საქართველოდან საფრანგეთში გადაიხვეწა, ბესელია ზემოხსენებული პარტიის თავქალი ოფიციალურად გახდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ბესელია ოქრუაშვილს მაინც გაემიჯნა და, როგორც იმდროინდელ კულუარებში ითქვა, ეს უბრალო გამიჯვნა კი არ იყო, არამედ ბესელიამ და ოქრუაშვილმა  ერთმანეთს „დასცხეს“.

ისე, ნიშანდობლივია, რომ ყველა თანაგუნდელმა ოქრუაშვილი მიატოვა. უფრო მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ტყვიაველი პოლიტიკოსის მაშინდელი პოლიტიკური და-ძმებიდან უმრავლესობა, მართლმორწმუნე „ქოცია“. აი, მაგალითად, ნათია ლაზაშვილი, არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო კანცელარიაშია დასაქმებული. ნანა ლეჟავა ბოლო წუთამდე, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. კოკა გუნცაძე რკინიგზის მაღალჩინოსანია. ასევე, „ოცნების“ მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება აქვს გია ცაგარეიშვილსაც, რომელმაც 2007 წლის შემოდგომაზე, საზოგადოებას თავი ტირილ-ზლუქუნით დაამახსოვრა - დიახ, მას შემდეგ, რაც ნაცებმა ოქრუაშვილი დაიჭირეს, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, „ცაგარამ“ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ეს ქალბატონიც კარგა ხანს „ოცნების“ სახე გახლდათ. უფრო მეტიც, ზოგი იმასაც კი ამბობს, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“, ბესელია ოქრუაშვილზე ნეგატიურ ცნობებს სულ ბღუჯა-ბღუჯა აწვდიდა და ნაცმოძრაობის შემცვლელმა, „ოქრო“ ამიტომაც აითვალწუნაო. შეიძლება, ამ მოარულ ხმებს სიმართლესთან კავშირი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ ბესელია გამიჯნულია, ამ უკანასკნელთან კომუნიკაცია არც ოქრუაშვილს აქვს.

ერთი სიტყვით, თავდაცვის ექსმინისტრის პირველი დამოუკიდებელი თამაში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა და ეს შესაძლოა, იმითაც იყო განპირობებული, რომ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც გვერდით დაიყენა, პოლიტიკურ თამაშებში მაინცდამაინც გამობრძმედილები არ იყვნენ, თუმცა ოქრუაშვილმა ერთ მდინარეში შესვლა მეორედად მოისურვა და 2010 წელს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება - ქართული პარტია დააფუძნა, სადაც მას მხარს კვლავ უმშვენებდა კოკა გუნცაძე. ამასთან, ქართულ პარტიაში ლევან გაჩეჩილაძეც ვიხილეთ და სოზარ სუბარიც, რომელიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ მოგვევლინა.

იქ, სადაც სუბარი იყო, ყოველთვის ჩნდებოდა სოფო ხორგუანიც. ჰოდა, ქართული პარტიის ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად, სწორედ ეს ქალბატონი განიხილებოდა.

ოქრუაშვილის ახალი პარტიის მთავარი გრანტი კი, აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ.

ქართული პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იყო.

„პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, რაც უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობას, უსაფრთხოებას და პროგრესს,“ - აცხადებდნენ პარტიის ლიდერები, თუმცა ქართული პარტიაც, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის მსგავსად, უდღეური აღმოჩნდა ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს, მას ოქრუაშვილის ყოფილი პოლიტიკური გაერთიანება, ესე იგი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის შეერწყა და 2014 წლის ადგილობბრივ არჩევნებში, ამ ალიანსმა ხმათა 0.8%-იც მიიღო, ქართული პატია დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ზოგადად, ოქრუაშვილს ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებები ახასიათებს და ეს იქიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკურ ავანსცენაზე, საკმაოდ ამბიციურად დაბრუნდა ანუ კვლავ ახალი გაერთიანება შექმნა, რომელსაც გამარჯვებული საქართველო დაარქვა. დღეს ყველა, ან თითქმის ყველა, ვისაც არ ეზარება, პარტიას, ან სახალხო მოძრაობას აფუძნებს და აქედან გამომდინარე, არავის გაჰკვირვებია, რომ საკუთარი პარტია თავდაცვის ექსმინისტრმაც შექმნა, მაგრამ გამარჯვებულ საქართველოში ამბიციური და ექსტრავაგანტული სხვა რამეა. კერძოდ, ოქრუაშვილმა გვერდით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და წარსულის ადამიანები დაიყენა. ავიღოთ, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, რომელიც თავის დროზე, „ოცნების“ მცველი იყო, დღეს კი მმართველ გუნდს მიწასთან ასწორებს.

ოქრუაშვილის ამჟამინდელი თანაგუნდელია, წარსულში სახალხო პარტიის წევრი მიხეილ ჯიბუტიც, რომელიც კარგ ეკონომისტად ითვლება. ასევე, გამარჯვებული საქართველოს რიგებს ამაგრებს იუსტიციის ექსმინისტრი და ექსნაციონალი კოტე კემულარია. ეს ის კოტე კემულარიაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, მოსკოვში წავიდა, უკან დაბურნებულს კი ლავროვი ჩამოჰყვა და, პრინციპში, ცხონებული შევარდნაძის შინ წასვლაც, სწორედ ამ ეპოპეის შემდეგ გადაწყდა.

გამარჯვებულ საქართველოში, ასევე არიან: ცესკო-ს ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი, ყოფილი ნაცი და გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, ადვოკატი და პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანი.

ოქრუაშვილის ახალ გაერთიანებაში, ორი ახალი სახეცაა - ნესტან კირთაძის ქალიშვილი ანა რეხვიაშვილი და თეოლოგი ლელა ჯეჯელავა. აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილსა და ჯეჯელავას, პოლიტიკურად სუფთა წარსული აქვთ ანუ თავიანთი საქმიანობით, შესაძლოა, პოლიტიკასთან ირიბი შეხება აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ რომელიმე პარტიის წევრი არც ერთი მათგანი, არასდროს ყოფილა. ასეთი ადამიანების პოლიტიკაში გამოჩენა ელექტორატზე დადებითად მოქმედებს, რადგან ხალხს გაცვეთილი სახეების, ასე ვთქვათ, ატანა აღარ აქვს, თუმცა გამარჯვებული საქართველოს მთავარი ძარღვი, მაინც ოქრუაშვილია, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - მას გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მონაწილეობას ედავება, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მოგონილი ბრალდებაა და, სინამდვილეში, ოქრუაშვილის მეორე „სროკის“ მიზეზი ისაა, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის კი არა, არამედ თავდაცვის ექსმინისტრისაა.

ისე, ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა რომ მოიკოჭლებს, ეს ახალი არ არის და იგივე ოქრუაშვილის შემთხვევაშიც, ნათლად გამოჩნდა ანუ დაკავებამდე მან სატელევიზიო ინტერვიუში, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა და ყველა იმ მანკიერებაზე იუბნა, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა. ჰოდა, წესით, ამ აღიარებითი ჩვენებით მაინც უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავები, თუმცა „ოქრომ“ იმთავითვე თქვა, ყველა ამ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებსო.

სხვათა შორის, ამ ინტერვიუ-აღიარებაში, ოქრუაშვილმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა, კერძოდ, 2007 წლის მოვლენებზე საუბრისას, რამდენჯერმე თქვა, ამერიკელებთან ურთიერთობა დაძაბული მქონდაო. რატომ დაეძაბა თავდაცის ექსმინისტრს ჩვენს ყველაზე მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობა? - ამ თემაზე ჟურნალისტი არ ჩასძიებია, თუმცა ვარაუდის დონეზე, შესაძლოა, ვთქვათ, ოქრუაშვილი ნაციონალებში ე.წ. ომის მებაირახტრედ ითვლებოდა და სწორედ მის სახელთან ასოცირდება იგივე 2004 წლის „ცხინვალის პროვოკაცია“, რომლის დროსაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს. ამას გარდა, თავის დროზე, „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვითაც, თეთრი სახლი და, კონკრეტულად, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს ურჩევდა, რომ მეტი ყურადღღება გამოეჩინა და კრემლის საომარ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოში ის მოხდა, რაც მოხდა.

მართალია, 2008-ში ოქრუაშვილი ხელისუფლებაში აღარ იყო, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს, რომ აგვისტოს მოვლენები მთელი იმ პოლიტიკის შედეგი იყო, რასაც თავდაცვაში ეს პიროვნება ატარებდა და კრემლს ხან ფეკალიებით ემუქრებოდა, ხან კიდევ იმით, რომ ქართული მხარე ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა.

ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილის წარსული და დღევანდელობაც ისეთივე იდუმალია, როგორიც მისი ყოფილი, თუ ახლანდელი გარემოცვა. აი, რაც შეეხება გარემოცვას, საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთილად პროდასავლური კურსის მიმდევრები არიან, ოქრუაშვილის გვერდით როგორ დადგნენ, როცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული პარტიის ერთ-ერთი მთავარი მისია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იყო. ამას გარდა, 2012 წლამდე, ის ჩანაწერებიც გვაჩვენეს ნაციონალებმა, რომლითაც გაჩნდა ეჭვი, რომ ოქრუაშვილს კომუნიკაცია რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ჰქონდა. ახლა კი რა ხდება? - ოქრუაშვილი 20 ივნისის ანტისაოკუპციო აქციის ერთ-ერთ მთავარ მედროშედ გვევლინება.

ჰოდა, ზურიკელას ოლღა ბებიას სიტყვების უტრირება რომ მოვახდინოთ, ამ პოლიტიკას, მართლაც ვერაფერს გავუგებთ!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Tue, 30 Jul 2019 15:37:44 +0400
„იმედის“ დარბევიდან „დოჟდის“ დარბევამდე http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6275-„იმედის“-დარბევიდან-„დოჟდის“-დარბევამდე.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6275-„იმედის“-დარბევიდან-„დოჟდის“-დარბევამდე.html

რის გამო შეიჭრნენ ტელევიზიაში და რატომ აღარ ახსოვთ ნაციონალებს წარსული

ის მძაფრსიუჟეტიანი პოლიტიკური კინო, რომელიც ჩრდილოეთში ახლახანს „აჩვენეს“, ჩვენ ზუსტად 12 წლის წინ ვნახეთ. მხედველობაში ტელეკომპანია „დოჟდში“ პოლიციის შევარდნა გვაქვს.

„მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებული აქციის დროს, რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა. სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს, ალექსანდრა პერაპალოვას საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადების უწყება გადასცეს.

სამართალდამცავების თქმით, საქმე ეხება რუსეთის საარჩევნო კომისიებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები, მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე, ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას ითხოვენ“, - ეს ინფორმაცია ქართულმა და, შესაბამისად, მსოფლიო მედიამ მიმდინარე წლის 27 ივლისს გაავრცელა. „დოჟდის“ პოლიციურ ოკუპაციას ქართული ოპოზიცია უმალ გამეოხმაურა და პარალელი 20 ივნისის მოვლენებთან გაავლო, თუმცა თუ ობიექტურები ვიქნებით, „დოჟდის“ ოფისში პოლიციის შესვლა 20 ივნისის კი არა, უფრო 2007 წლის 7 ნოემბრის ანალოგი გახლდათ.

რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში? - იმდროინდელი მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

2007 წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ზომაზე მეტად ადუღდა. შესაბამისად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო.

28 ოქტომბერს, აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დააფინანსებდა, რათა მას აქციები „ცივილიზებული გზით“ გაემართა. ამასთან, პატარკაციშვილმა თქვა, რომ მთლიანად იზიარებდა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მანიფესტს, რომელშიც ოპოზიციამ თავისი ხედვა არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებაზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკაზე ჩამოაყალიბა.

ამავე პოზიციას იზიარებდა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის მფლობელიც პატარკაციშვილი გახლდათ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ 2 ნოემბრიდან, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს დაიწყებს. ამიტომ, პირველში, რეგიონებიდან დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩამოდის - „იმედი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მიემართებოდა. სხვათა შორის, ანალოგიური კადრები „ვარდების რევოლუციის“ წინ,  „რუსთავი 2“-მა აჩვენა.

2 ნოემბერს, პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, თავს ათიათასობით პროტესტანტი იყრის. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიც გრძელდება, თუმცა საღამოობით, მიტინგზე ხალხი კლებულობს და პარლამენტის წინ, სულ რამდენიმე ადამიანი რჩება ხოლმე. 

7 ნოემბერს, დილით, დასუფთავების სამსახური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გადაწყვეტს და აქციის რამდენიმე წევრსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, პირველი შეტაკებაც მაშინ მოხდება ანუ ადგილზე მყოფი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი რუსთაველის გადაკეტვას შეეცდება, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ მისცემენ. მომხდარის გამო, საზოგადოება დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე სპონტანურად იკრიბება. ყველაფერ ამას, პირდაპირ ეთერში „იმედი“ გადასცემს...

რუსთაველზე დარბევა იწყება - „რობოკოპები“ აქციის მონაწილეებზე ნადირობენ, თუმცა ნაცემი ხალხი მაინც არ იშლება და, ოპოზიციის გადაწყვეტილებით, აქცია რიყეზე გრძელდება, სადაც სპეცრაზმიც მიდის, მომიტინგეებს ალყაში აქცევს და იწყება მეორე დარბევა. ხალხი გადაწყვეტს, რომ თავი შეაფაროს სამების ტაძარს.

„იმედი“, ცხადია, ისევ „ლაივში“ მაუწყებლობს და მისი ერთ-ერთი ჟურნალისტი, მომიტინგეებზე დაყრდნობით, პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სპეცრაზმი თითქოს სამებაში აპირებს შეჭრას. ამის გამო, მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდება.

ერთი სიტყვით, ქალაქში სრული ისტერიკაა. ბინდდება. „იმედი“ ისევ ეთერშია და ამ დროს ცნობილი ხდება, რომ სპეცრაზმი ტელევიზიაში შეიჭრა - ამის შესახებ საზოგადოებას გიორგი თარგამაძემ ამცნო.

მოგვიანებით, ჟურნალისტები იტყვიან, რომ ძალოვანი უწყების წამომადგენლები მათზე ნადირობდნენ და ისე ექცეოდნენ, როგორც დამნაშავეებს.

როგორ ექცეოდნენ „დოჟდის“ ოფისში შესული ძალოვანები ჟურნალისტებს? - ამის შესახებ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა „იმედის“ დარბევა აღმოსავლეთ ევროპაში და, ზოგადად, ცივილურ სამყაროში, აშკარად უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ყოველ შემთხვევაში, მანამდე დამოუკიდებელი ტელეკომპანია შტურმით, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას არ აუღია.

ეს ფაქტი იმითაც გახლდათ უპრეცედენტო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, პოსტსაბჭოთა სივრცეში, დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა. შესაბამისად, ამ „შუქურისგან“ ასეთ ძალადობას არავინ ელოდა, მით უმეტეს, რომ დღემდე არავინ იცის, რა გახდა „იმედის“ დარბევის საბაბი ანუ მაშინდელი მმართველი გუნდი ამბობდა, რომ „იმედი“, თითქოს ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში იყო ჩართული, მაგრამ თუ მართლაც ასე იყო, მაშინ თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ტელევიზიას თავს სპეცრაზმი კი არ დასხმოდა, არამედ მისთვის ლიცენზია შეეჩერებინათ, მაგრამ ნაციონალურმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია და ალბათ, იმიტომ, რომ ძალის დემონსტრირება ეჩვენებინა.

ერთი სიტყვით, ყოველივე აქედან გამომდინარე, „დოჟდის“ ოფისში პოლიციის შესვლასა და 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლენა, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია. კი ბატონო, 20 ივნისს, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და შესაძლოა, ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ ამას, მინიმუმ, ორი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ხელისუფლებას რომელიმე მედიასაშუალებაში შეჭრა არ უცდია!

ასე რომ, როცა პარალელებზე საუბრობენ, კარგი იქნება, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წარსულს გაიხსენებენ. სხვა თუ არაფერი, წარსული ის ფუნდამენტია, რომელზეც მხოლოდ დღევანდელობა კი არა, არამედ მომავალიც დგას! 

ნინო დოლიძე  

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Tue, 30 Jul 2019 15:37:33 +0400
ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს - პოლიტიკური დეჟავუ! http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6270-ირაკლი-ოქრუაშვილი-დააპატიმრეს-პოლიტიკური-დეჟავუ.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6270-ირაკლი-ოქრუაშვილი-დააპატიმრეს-პოლიტიკური-დეჟავუ.html

დააპატიმრებენ თუ არა „გამარჯვებული საქართველოს“ სხვა წევრებს?

ირაკლი ოქრუაშვილი ისევ დაკავებულია. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალი სახელმწიფო გადატრიალებასა და პოლიციისთვის ჯგუფრი წინააღდეგობის გაწევაში ედება. იღებდა თუ არა თავდაცვის ექსმინისტრი სახელმწიფო გადატიალებაში ან ჯგუფურ წინააღმდეგობაში მონაწილეობას? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დაჭერამ ბევრს ე.წ. პოლიტიკური დეჟავუ გაუჩინა.

კერძოდ, 2007 წლის შემოდგომაზე, როცა პირველად დაიჭირეს, ოქრუაშვილმა ინტერვიუ ინგა გრიგოლიას მისცა. „იმედის“ ამ სკანდალურ პირდაპირ ეთერში ოქრუაშვილმა „ნაციონალების“ შიდასამზარეულოს ახადა ფარდა და ყველაფერზე ისაუბრა - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებიდან დაწყებული სამთავრობო კორუფციით დამთავრებული. სხვათაშორის, ამ ინტერვიუშივე მან სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანიაც ახსენა.

ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ საკუთარი პარტიის ოფისში აიყვანეს (სხვათაშორის, მისი ამჟამინდელი მოძრაობის ოფისიც ზუსტად იგივე მისამართზე მდებარეობს, რომელზეც მაშინ). „ოქროს“ დაჭერას სახალხო მღელვარების დაწყება მოჰყვა, ანუ მანამდეც დაანონსებული იყო, რომ 2 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ პერმანენტულ აქციებს დაიწყებდა, მაგრამ თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებამ ქუჩაში უფრო ბევრი ხალხი გამოიყვანა. ყველაფერ ამას კი სისხლიანი 7 ნოემბერი მოჰყვა.

ყველას გვახსოვს, 12 წლის წინ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი როგორც განიმუხტა - სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, მან ციხეში აღიარებითი ჩვენება მისცა და, „სპორტულებში“ გამოწყობილმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც გრიგოლიას ეთერში თქვა, წმინდა წყლის სიცრუე იყო.

მოკლედ, ოქრუაშვილმა „მატროსოვი“ გირაოს სანაცვლოდ დატოვა და, როგორც ცნობილი, აეროპორტში თავად „ნაციონალებმა“ მიაცილეს, რათა საქართველოდან წასულიყო. თუმცა დღემდე ბურუსიდაა მოცული, რა იყო მაშინდელი გარიგების პირობები. დღეს არც ოქრუაშვილი და არც ნაციონალები ამ კითხვაზე არ პასუხობენ.

რა ხდება დღეს? - რამდენიმე დღის წინ, ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები ისევ ინგა გრიგოლიას ეთერში გააკეთა. მართალია, ოფიციალურად მისი ახლანდელი დაკავების საბაბი ეს ინტერვიუ არ არის, მაგრამ იურისტების ნაწილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ბევრ რამეზე პირდაპირი ჩვენება მისცა და ამიტომ ოქრუაშვილის განცხადებებით სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყვნენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, „გამარჯვებული პარტიის“ ლიდერს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს და მას სხვა მუხლებიც დაემატოს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, შესაძლებელია „გამარჯვებული საქართველოს“ სხვა წევრებიც დააკავონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ექსმინისტრის თანამოაზრე მიშა კაჭკაჭიშვილი წერს:

„გუშინ, ზუსტად 13:30 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პირისგან, რომელიც ივანიშვილის ახლო გარემოცვად ითვლება, მივიღე შეტყობინების სახით გაფრთხილება, რომ არ მემოძრავა ავტომობილით მარტო, რადგან იყო საუბარი, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად,  პარტიის სხვა წევრების დაპატიმრებები იგეგმებოდა.

 

რადგან შეტყობინების მიღების მომენტში მე და ირაკლი ოქრუაშვილი ვიმყოფებოდით ერთად, მე ეს შეტყობინება მას წავაკითხე. მას შემდეგ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა დაუფარავად დევნა და თვალთვალი, რაც პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და არავინ არსად არ დავმალულვართ და არც ხვალ და არც ზეგ არ ვაპირებთ დამალვას.. დღეს ირაკლი სასაცილო ბრალდებით დააკავეს..ციხეს ორი კარი აქვს... ეს მინდა იმ ხალხმა დაიმახსოვროს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ჩემი ინფორმაციით, სხვების დაკავებებსაც აპირებენ.

 

მინდა იცოდეს ხელისუფლებამ, თქვენი დაჭერის არავის არ ეშინია და რაც მეტს დაგვიჭერთ, მით მალე მოვა თქვენი დასასრული“.

 

განმეორდება თუ არა 2007 წლის სცენარი, ანუ გამოვა თუ არა ხალხი ოქრუაშვილის დასაცავად ქუჩაში ან მოვისმენთ თუ არა „ოქროს“ კიდევ ერთ ჩვენებას? - ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკური დეჟავუს ნიშნები სახეზეა!

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Fri, 26 Jul 2019 13:10:33 +0400
მამუკა ბახტაძე: „აშშ-ს საელჩოს განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს“ http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6268-მამუკა-ბახტაძე-„აშშ-ს-საელჩოს-განცხადებაში-არის-ისეთი-სულისკვეთება,-როგორიც-ნებისმიერ-ჩვენგანს-აქვს“.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6268-მამუკა-ბახტაძე-„აშშ-ს-საელჩოს-განცხადებაში-არის-ისეთი-სულისკვეთება,-როგორიც-ნებისმიერ-ჩვენგანს-აქვს“.html

საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში არის საერთო სულისკვეთება -  იყოს უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „თიბისი“ ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან - ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი“ ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას. რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Fri, 26 Jul 2019 11:35:39 +0400
„მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია!“ http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6266-„მძიმე-და-ინტენსიური-ფიქრის-შემდეგ,-გადაწყვეტილება-მიღებულია-“.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6266-„მძიმე-და-ინტენსიური-ფიქრის-შემდეგ,-გადაწყვეტილება-მიღებულია-“.html

ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიისთვის ფინანსების მოსაზიდად საჯარო კამპანიას იწყებს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში  წერს, რომ გადაწყვიტა, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გააკეთოს „ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო, უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა, უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო ეგონა“.

„მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბევრ ფიქრს მოჰყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ საქმის გულშემატკივრებთან.

გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა – მე კრიზისმენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი – ჩემი თანაგუნდელი.

ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ.

ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. დღეს, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ თავს.

თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი -

ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს;

ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე;

ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს;

ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ;

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ;

ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე;

ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია;

ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა;

ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს.

ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ.

წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! 

ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება!“

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Fri, 26 Jul 2019 11:24:16 +0400
პოლიტიკური ჯგუფების სამკვდრო-სასიცოცხლო მედიაომი http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6263-პოლიტიკური-ჯგუფების-სამკვდრო-სასიცოცხლო-მედიაომი.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6263-პოლიტიკური-ჯგუფების-სამკვდრო-სასიცოცხლო-მედიაომი.html

ვინ გახდება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და აღდგება თუ არა ტვ „იბერიას“ მაუწყებლობა

მართალია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ყველა ისე კითხულობს, როგორც უნდა ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ნაცებიც“ ბედნიერები არიან და „ქოცებიც“, მაგრამ ეს ორომტრიალი როგორც უნდა დამთავდრეს, ნათელია: საქართველოში ახალი მედიაგადანაწილება დაიწყო. ზოგადად, ჩვენი ბედკრული სამშობლოსთვის მედიაგადანაწილებები სიახლეს არ წარმოადგენს და თითქმის, ან თითქმის ყველა ხელისუფლების დროს, გავლენიანი მედიასაშულებების მფლობელები იცვლებოდნენ და იცვლებიან ხოლმე, ამ მხრივ ფლაგმანობას, რასაკვირველია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არავის უთმობს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნაციონალური მოძრაობის მმათველობაში ყოფნის დროს, ამ ტელევიზიის მფლობელი არაერთხელ შეიცვალა. ის რომ პოლიტიკურ ელიტებს მედიაზე ზეგავლენის სურვილი უჩნდებათ, გასაკვირი არ არის და ასეთი მისწრაფებები მარტო ჩვენებურ კი არა, დასავლელ პოლიტიკოსებსაც აქვთ, მაგრამ იქ მსგავსი რაღაცები შედარებით ცივილურად ხდება. საქართველოში კი მედიაბრძოლები, პრინციპში, წესების გარეშე მიმდინარეობს ხოლმე.

 

სხვათა შორის, ზოგი მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა ხდება და რაც, ასევე, წინა წლებში გვინახავს, წმინდა ჩრდილოეთური ხელწერაა. დიახ, დასამალი არავისთვის არის, რომ დიდ რუსეთში თავისუფალი მედია, პრაქტიკულად, არ არსებობს და ყველა ტიპის საინფორმაციო საშუალება - ბეჭდვური იქნება, სატელევიზიო, თუ ონლაინგამოცემა - პირდაპირ კრემლს ემორჩილება. 

თავისუფალი მედია დემოკრატიის ციტადელი თუ არა, ერთგვარი ხერხემალია. მოგეხსენებათ, საქართველოს პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიის გზაზე დგას. შესაბამისად, მედიაზე კონტროლის დამყარება, თუ ასეთი სურვილი ხელისუფლებას ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ჩვენს დასავლურ იმიჯზე, უდავოა, უარყოფითად იმუშავებს. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა - დგას თუ არა თავისუფალი სიტყვა საფრთხის ქვეშ?

ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს ანუ ხელისუფლება ირწმუნება, რომ თავისუფალ სიტყვას არ ზღუდავს. ოპოზიცია კი საპირისპიროს ამბობს და „ოცნებას“ ბრალს მეოთხე ხელისუფლებად მიჩნეული ინსტიტუციის შეზღუდვაში სდებს.

არსებობის უფლება ორივე პასუხს აქვს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჭეშმარიტება ერთია.

და მაინც, როგორია ეს ჭეშმარიტება? - როგორია და, დაახლოებით, ასეთი: იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა, არც ქართული დემოკრატია მოკვდება და არც  ქვეყანა დაიქცევა, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბეჭდვური მედია არსებობს. ამას გარდა, 21-ე საუკუნეა და ონლაინგამოცემებსა, თუ სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, შესაძლოა, ტელევიზიაზე არანაკლებ შეუძლიათ. 

თუ ასეა, აბა, მაშინ რატომ ირწმუნება ოპოზიცია, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გარდაცვალების პირასაა?

მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ ის, რის თქმასაც ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ერიდება ანუ „რუსთავი 2“, კი ბატონო, კორუფციულ სქემებს და ხელისუფლების სხვა მანკიერ მიდრეკილებებსაც ამხელდა, მაგრამ ამავდორულად, ეს სამაუწყებლო კომპანია, პირდაპირ ყოფილი ხელისუფლების გაპიარებაზე მუშაობდა. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონთ და ამავდროულად, „ოცნებასაც“ აკრიტიკებენ, „რუსთავი 2“-ის ეთერში ვერ ხვდებოდნენ. აი, მაგალითად, თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა პირდაპირ ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს მისგან რამდენიმეწამიანი კომენტარიც კი არ აუღია, რადგან მიხეილ სააკაშვილს მწვავედ აკრიტიკებს.

სხვათა შორის, იმაში ცუდი არაფერია, რომ ესა თუ ის მედია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ეს კანონით არ არის აკრძალული და ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს სრული უფლება აქვს, საკუთარი მედიასაშუალება ჰქონდეს. ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად „პატრიოტთა ალიანსთან“ არის აფილირებული, მაგრამ ამის გამო აღნიშნული ტელევიზიის ოფისთან ნაციონალები, ან სხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები არ მიდიან და აქციებს არ მართავენ, გინდა თუ არა, „ობიექტივი“ დაიხუროსო. „რუსთავი 2“-თან კი მსგავსი აქციები არაერთხელ გვინახავს და სწორედ ეს აჩენს გარკვეულ გონივრულ ეჭვს, ამ ყველაზე მძლავრი მედიის დახურვის თუ არა, მისი ხელში ჩაგდების სურვილი მმართველ გუნდს, ან მმართველი გუნდის ცალკეულ წარმომადგენლებს აქვთ. 

რაც შეეხება ახალ მედიაგადანაწილებას, „რუსთავი 2“- ერთადერთი ტელეკომპანია არ არის, სადაც მენეჯმენტი შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელობა მართავს ტელეკომპანია „იმედსაც“ ანუ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „იმედის“აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ცოტა უფრო ადრე კი, თანამდებობა არხის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ დატოვა და ის ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.

რატომ წავიდა რუხაძე „იმედიდან“? - ამის შესახებ კულუარებში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ყველაზე აქტიურად კი იმის შესახებ საუბრობენ, რომ რუხაძეს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მაქსიმალურად დაეძაბა და ამიტომ იძულებული გახდა (ან გახადეს), რომ „იმედი“, რომელიც პირდაპირ „ოცნების“ ინტერესების გამტარებელია, დაეტოვებინა.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, პოლიტიკურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ შემოდგომაზე რუხაძე, შესაძლოა, ერთ-ერთი ოპოზიციური სახალხო მოძრაობის სახედ მოგვევლინოს. თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუხაძეს ძველი „საგმირო საქმეებიც“ ამოუქექონ და მისი ბეგრაუნდით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ, თუმცა ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელება შორს წაგვიყვანს.

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“, სტრასბურგის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ყველა ამბობს, რომ ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. სარედაქციო პოლიტიკის პარალელურად კი, იმის ალბათობაც არსებობს, რომ არხი წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვონ (ან დაატოვებინონ). ის, რომ ხალვაში საინფორმაციო სამსახურის შეცვლას გეგმავს, უკვე ითქვა და ჟურნალისტურ წრეებში, ნოდარ მელაძის რამდენიმე შემცვლელიც დასახელდა ანუ ზოგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ახალი შეფი ნინო შუბლაძე იქნება, ზოგი ამ პოსტისთვის „რუსთავი 2“-ის ყოფილ სახეს, ნათია ლაზაშვილს ამზადებს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს (სხვათა შორის, „რუსთავი 2“-დან წასვლის შემდეგ, შუბლაძეც „ოცნების“ პიარში დასაქმდა - ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს იმიჯზე ზრუნავდა, შემდეგ კი - თავად პარტიის), მაგრამ არც ერთი ქალბატონი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამასობაში კი, „ვერსიას“ კულუარებში ეუბნებიან, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შესაძლოა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის უფროსი გახდეს (მისი ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო, დასახელებისგან თავს ვიკავებთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამ ადამიანს ტელემედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს).

თუ ჩვენი წყაროს მოწოდებული ინფორმაცია გამართლდა, მაშინ „მონასტერი“ ისევ „აირევა“ და აი, რატომ: ქიბარ ხალვაში, ღიად თუ ირიბად, მმართველი გუნდის მხარდამჭერია. მის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის საინფორმაციოს შეფად კი ოპოზიციონერის დანიშვნა, დღემდე არსებული მიდგომების გარღვევა იქნება ანუ შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა მხოლოდ იმ მიმართებით შეიცვალოს, რომ არხმა მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე კი არა, არამედ სხვა ოპოზიციურ ჯგუფზე იმუშაოს.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი, ტვ „პირველის“ მაყურებელი გახდება და ასევე გაიზრდება „კავკასიისა“ და „პალიტრანიუსის“ რეიტინგიც, რადგან რაც უნდა იყოს, ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, განსხვავებული აზრი მოისმინონ და მოვლენები განსხვავებულ ჭრილში დაინახონ.

ამას გარდა, მედიაექსპერტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მედიაბაზარზე ახალი მოთამაშეებიც შემოვიდნენ. ვთქვათ, მაუწყებლობა აღადგინოს ტელეკომპანია „იბერიამ“. ასევე, შეიქმნას ახალი, თუნდაც ინტერნეტტელევიზიები.

სხვათა შორის, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდი სამუშაოდ, თითქოს „იბერიაზე“ გადავა, მაგრამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ცნობა ბოლომდე სარწმუნო არ არის. 

ერთი სიტყვით, 2020-ის არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე, პოლიტიკურმა ჯგუფებმა მედიისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყეს, რაც გასაკვირი არ არის - მედია ყოველთვის და, მით უმეტეს ახლა - 21-ე საუკუნეში - ის იარაღია, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკოსის აღზევებაც შეუძლია და მიწაზე დაცემაც. 

სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართა და უთხრა, ვიგლოვეთ და გვეყოფაო. ამასთან, გვარამიამ „რუსთავი 2“-ს იარაღი უწოდა, რამაც ძალიან ბევრი აღაშფოთა.

კი ბატონო, ჩვენც ვთქვით, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, ნებისმიერი პოლიტიკური, თუ ბიზნესჯგუფისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად იარაღია, მაგრამ არ შეიძლება, იარაღად ჟურნალისტების გამოყენება, არ შეიძლება! სხვა საქმეა, როცა ჟურნალისტი კონკრეტულ იდეებს იზიარებს, მაგრამ როცა ჟურნალისტი იძულებულია, რაღაცა იმიტომ გააკეთოს, რომ სამსახური არ დაკარგოს, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ტრეფიკინგის ერთგვარი სახეა, რომლის წინააღმდეგაც ხმა ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა ავიმაღლოთ!

მოკლედ, რით დასრულდება მედიაომი? - ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა რაც უნდა იყოს, ერთი ფაქტია: საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ისეთი კლიმატი უნდა შეიქმნას, რომ პოლიტიკური ჯგუფების წესების გარეშე ბრძოლას მედიასაშუალებები და, შესაბამისად, ჟურნალისტები არ შეეწირონ!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Tue, 23 Jul 2019 14:33:17 +0400